ხელოვანები ქვეყნისა და პოლიტიკისთვის
font-large font-small
ხელოვანები ქვეყნისა და პოლიტიკისთვის
უნდა აკეთებდნენ თუ არა ხელოვნების წარმომადგენლები განცხადებებს პოლიტიკურ თემებზე და როგორ აღიქმება ეს ქართულ რეალობაში, როგორ აისახება ეს მათ იმიჯზე შემდგომში და როგორ განაწყობს მაყურებელსა თუ მსმენელს? ამ თემაზე შეკითხვები საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს დავუსვი. ცხადია, კულტურის პალატის მიერ, ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნებულ წერილსაც შევეხეთ და კომენტარი ბატონ ზურა ყიფშიძეს ვთხოვეთ, როგორც მის ერთ-ერთ ხელმომწერს. შეგახსენებთ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს და არჩილ ტატუნაშვილის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოსვენება მოსთხოვეს.

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:
- მსგავს პროცესებში ყველა ადამიანის ჩართულობაა მნიშვნელოვანი, მათ შორის, ხელოვანების, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ, ვღელავთ და მეორე საკითხია, ამ ჩვენს წერილს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ხელოვანების ჩართულობით მნიშვნელოვანი ამბები გადაწყვეტილა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი... საერთოდ ვერ გავიგე, რა უქნეს იქ არჩილ ტატუნაშვილს ან ამ ადამიანმა ასეთი რა დააშავა, რომ ასე სასტიკად გაუსწორდნენ. ვიღაცამ მიზეზი ხომ იცის? რაღაც ისეთი იმალება, რაც ჩვენ არ ვიცით და ალბათ ვერ გავიგებთ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, გული მტკივა.
- თქვენი აზრით, როგორი ფორმა უნდა გამოიძებნოს რუსეთთან დიალოგისთვის? კრიტიკა მოჰყვა პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებასაც.
- ჰოდა, ეს არ არის სწორი, აბა, რა უნდა ვქნათ, ომი დავიწყოთ? ჩხუბი დავიწყოთ? წინასწარ ვიცით, ეს რითიც დამთავრდება, ამიტომ დიპლომატიაა საჭირო, ხელოვანების ჩართვა, დიპლომატების, პირადი კონტაქტების გაძლიერება, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. გაბუტულები ისედაც ვართ.
- თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობა, რას იზამდით?
GzaPress- პუტინის მხარდასაჭერ კლიპში კი არა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტისგან არ მივიღე მსგავსი შემოთავაზება და მიშა სააკაშვილს ვუთხარი უარი - თქვენს რეკლამას მე ვერ გავაკეთებ-მეთქი! იმის შემდეგ გამებუტნენ და დამიწყეს რაღაცები... შეიძლება ვიღაცას კარგად ვიცნობდე და მისი საქმეებიდან გამომდინარე, უბრალოდ მხარი დავუჭირო, ჩემი აზრი გამოვთქვა, როგორც მოქალაქემ. ერთადერთი, კალაძეს დავუჭირე მხარი და ეს შეგნებულად გავაკეთე, რადგან მგონია, რომ არ არის ისეთი კაცი, რომელიც შეიძლება გაღორდეს. მგონია, ქალაქს მოუვლის და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, თორემ პოლიტიკურ რეკლამებში რომ არ ვმონაწილეობ, ეს ყველამ იცის. ოკუპანტის სასარგებლოდ მსგავს ქმედებებს ნეგატივი, რა თქმა უნდა, მოჰყვება, ბუნებრივიცაა. ფორმასაც გააჩნია: როცა პუტინს უმღერი, ერთია და როცა მის ქვეყანაში ჩახვალ და ხალხისთვის ითამაშებ, ეს სულ სხვა რამეა.

ავთო ვარსიმაშვილი, რეჟისორი:

- სამწუხაროდ, მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლება არავის გამოძახილს არ მიაქცევს ყურადღებას, არც ხელოვანების, არც პოლიტიკოსების, არც ქართველების და არც უცხოელების. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კულტურის პალატას ეს არ უნდა გაეკეთებინა. თუ მეც შემომთავაზებენ, აუცილებლად მოვაწერ ხელს.
- როდესაც ხელოვანები ყველანაირ პოლიტიკურ თემას ეხმიანებიან, ამა თუ იმ პარტიას ღიად უჭერენ მხარს, უნდა აკეთებდნენ თუ არა ხელოვნების წარმომადგენლები პოლიტიკურ განცხადებებს?
- ხელოვანიც ჩვეულებრივი ადამიანია, მანაც ისევე უნდა გადაწყვიტოს რისი თქმა უნდა და რისი არა, როგორც სხვა დანარჩენებმა. მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვასთან პროფესიას არანაირი კავშირი არა აქვს. ამავე დროს, ვთვლი, რომ ხელოვანმა ადამიანმა თავისი ხელოვნებით უნდა ილაპარაკოს ამა თუ იმ საკითხზე და ნაკლებად ილაპარაკოს საჯარო განცხადებებითა და პლაკატებით. თუმცა, ვიმეორებ, ეს ინდივიდუალურია და არავის ვაკრიტიკებ, მისი გადასაწყვეტია, ვერ ვუკარნახებ და ვერც დავძრახავ. მგონია, რომ იმავე ნანი ბრეგვაძის კონცერტზე მისული რუსი მაყურებელი, გარდა სიამოვნებისა, კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რამხელა ნიჭიერებასთან აქვს საქმე. მე ის უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ჩვენი კულტურის სიძლიერე ყოველ წამს წარმოვაჩინოთ, ვანახვოთ ხალხს და ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს ეს.
- რა აზრის ხართ პუტინის მხარდამჭერ კლიპებში მონაწილე ქართველ მომღერლებსა და მათზე, ვინც მიიჩნევს, რომ "ვისაც ტერიტორია არ წაურთმევია, დაბრუნებას მას ვერ მოვთხოვთ"?

ზაალ წულუკიძე, ტელეწამყვანი:
- ეგენი უფრო პრინციპულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩვენი ზოგიერთი ჯერ "5 ნომერი" რომ ეწერათ და მერე "41", ნუ ესეც "5 ნომერია", მაგრამ "4+1". ისინი კი პირდაპირ ამბობენ, რომ პუტინთან არიან. გაიგე აბა, ზოგი აქაური სადაა და ვისთანაა (იცინის). რა თქმა უნდა, უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს! რა სასიამოვნოა იმის ყურება და მოსმენა, თუ როგორ უმღერის მთავარ მტერს შენი ქართველი.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი