"ლუკაშენკომ მარგველაშვილს მეკარტოფილეობაში გამოცდა მოუწყო" - ბელარუსის პრეზიდენტმა თბილისში საიდუმლო წინადადება ჩამოიტანა? - გზაპრესი

"ლუკაშენკომ მარგველაშვილს მეკარტოფილეობაში გამოცდა მოუწყო" - ბელარუსის პრეზიდენტმა თბილისში საიდუმლო წინადადება ჩამოიტანა?

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ბელარუსი საქართველოს ტრაქტორებს მიაწვდის: ბოლო დრომდე ქართველი ფერმერები ძირითადად ჩინურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას იყენებდნენ - მაღაზიებში და საქართველოს ველ-მინდვრებში დღესაც მხოლოდ ჩინური ტექნიკა დომინირებს. ასე რომ, ბელარუსულ ტექნიკას კონკურენციის პირობებში მოუწევს ადგილობრივ მამულებში თავისი ადგილის პოვნა.

ბელარუსი საქართველოს ლიფტებითაც უზრუნველყოფს: თბილისში ლიფტების ასაწყობი საწარმო იქმნება - ამის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა და ხორციელდება კიდეც, რითაც ორივე მხარე აღფრთოვანებულია. აშკარაა, რომ ბელარუსულ კომპანია "მოგილევლიფტმაშს" ბედმა გაუღიმა: სტუმრების აღიარებით, მათთვის ეს არის "ისტორიული მასშტაბის საექსპორტო შესაძლებლობა", ხოლო მასპინძლებისათვის - შანსი იმისა, რომ ბოლოსდაბოლოს, მოევლება იმ "თავის ტკივილს", რასაც მრავალსართულიანი სახლების ლიფტების მდგომარეობა იწვევს. თბილისში შესაცვლელია დაახლოებით 10 ათასი, ხოლო მთლიანად საქართველოში - 25 ათასამდე ლიფტი.

გაგრძელება