პუტინის "ხელის გოგო", ბახალას სიყვარული და სატელეფონო ტარიფები ჯოჯოხეთში
font-large font-small
პუტინის "ხელის გოგო", ბახალას სიყვარული და სატელეფონო ტარიფები ჯოჯოხეთში
პროვოკატორის ბლოგი

მსოფლიო მასშტაბით დაიწყეს რუსი დიპლომატების დაპანღურება. გასაოცარია, რომ ამ მასობრივ საპროტესტო აქციას თვით პუტინის "ხელის გოგოს", მერკელის გერმანიაც შეუერთდა და რა დააკავებდა საქართველოს მთავრობას, რომ ფეხის ხმას არ აჰყოლოდა? საკითხავი ისაა, რა მოჰყვება ამ ანტირუსულ თუ ანტიპუტინისტურ პროტესტს, ტრასფორმირებული ცივი ომი თუ რუსული "ბატინკების" გადაბრაგუნება ალაგ-ალაგ? ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ ამ კონტექსტში და დავასრულებ: რუსი დიპლომატის გაძევების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" "თავმდებარე" ("შუმნი ნაციონალები"), "ქვემდებარე" ("ევროპული ნაციონალები"), "შუამდებარე" ("გირჩი") და "გვერდმდებარე" (ვაშაძის "პლატფორმა") ნაწილები ისევ წამოაძახებენ "ქართულ ოცნებას", რუსული პროექტი ხართო?

ყველა ყვავს რომ თავისი ბახალა უყვარს, ძველისძველი სიბრძნეა, მაგრამ "თეთრ ხმაურს" რატომ უყვარს ასე ბარიგობაში (თანამედროვე ტერმინოლოგიით - ნარკოდილერი) დადანაშაულებული ბახალა, ესაა საკითხავი. ამდენი სუბოტექსის შემომტანს რა აქცია და პროტესტი დაიხსნის?
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში "დატაბლეტებული" საკაიფო საშუალებები სულ მსახიობებს, პოლიტიკაში ცხვირწარგულებსა და მუსიკოსებს შემოაქვთ. მეც ვეჭვობ, რომ მხოლოდ "პოპტიპებს" შემოაქვთ ეს ათასი უბედურება, თორემ ტყაჩირსა და საპრასიაში მწვანილის კვლებზე გადაღუნულ ადამიანებს სანეტარო კაიფი მარტო ბოსტნეულის სარფიანად გაყიდვისას ეწვევათ ხოლმე და სულ არ იციან მარიხუანა-სუბოტექსი და ჰაშიში, არც ამ ყველაფრის მარკეტინგი!

ჩვენი გაქუცული სახელმწიფო რომ დასალაგებელია, არავისთვის ახალი ამბავი არაა, მაგრამ რას ვაკეთებთ მის დასალაგებლად? შრომისუნარიანი ხალხი ქვეყნიდან დასავლეთ ევროპისკენ უკანმოუხედავად გარბის, უფლებადამცველები თურმე ფარულად უფრო მეტად არღვევდნენ (უფრო მოდურად თუ ვიტყვით - ავიწროებდნენ) საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, ვიდრე აღიარებული მოძალადეები, ცალკე ციყვებზე ატყდა ამბავი, "ნეტავ სად არის ის ციყვი, ალბათ იმ ტორტზე ზის", წამოგვიმღერეს და კიდევ ახალი ამბავი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, რუსთავსა თუ სამეგრელოში! აი, ისეთი სიტუაცია გვაქვს, ქვევრში ღვინის დადუღების პროცესი რომ იწყება! იმედია, დაღვინდება ეს ქვეყანა და ეგრევე ძმარს არ მივიღებთ მაჭრისგან! თანაც, ვხედავთ, რომ ქვეყანაში არასასურველი ინგრედიენტების მოცილებასაც იწყებენ. ალავიძე გადადგაო, იხუვლა ერმა. ვითომ მაგისი მიჩოხვა იქნება ტენდენციური ტენდერებისა და რეგიონების დაცლის საწინააღმდეგო პანაცეა! პრემიერმა კვირიკაშვილმა კი თქვა, აიო, ეს მინისტრი დიდი რუდუნებით ითხოვდა გაშვებას და მე არ ვშვრებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც ხათრი ვერ გავუტეხეო! კაი, რა, ბიძია გიორგი, ყველგან შენი "სპასატელობა" არ უნდა დაგვახალო ტყვიასავით. ეგ ალავიძე ვითომ ძალიან გადაიღალა მინისტის პორტფელის ტარებით და იმიტომ მიდის, თუ ახლა იგრძნო ვალდებულებების სიმძიმე? ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს კი ვთხოვ, ნუ დაიწყებთ ხოლმე ერთი მინისტრის გაგდება-გადაყენებით ოცნების კოშკების შენებას. ალავიძე კი არა, თვით შარლ დე გოლი გადადგა თავის დროზე. დე გოლი რა სახსენებელია, მიშაც კი გადადგა პრეზიდენტობიდან! კაცი ლეგენდა, კაცი აღმაშენებელი, კაცი ოლიგარქების კბილის ჭია, კაცი ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიის უქრობელი შუქურა და ცენტრალური ევროპის ნელსონ მანდელა!

მკითხველო, ორიოდე სიტყვით მონატრებულ მიშას მოთქმას წინასააღდგომოდ შევაწევ. ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, "ღრუზიას" არ დაგაფასეს, კიევში მიგიწვიესო, ჰქმენ სულგრძელობა ყველაზე და დასთმე შენ ჩვენთვის ესო, - იგალობებს გოცირიძე, ორჯონიკიძე და მათი მსგავსი ნაცდედაკაცებობა, თუმცა, ვანი-ხონის მაჟორიტარულზე ნეტავ ვინ უგალობებს სულთათანას უგულავას პოლიტიკურ ჩასვენებას? სავარაუდოდ, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ვანი-ხონის მომავალი მაჟორტარი ჭიჭინაძე იზამს ამ საარაკო საქმეს, მე თქვენ გეტყვით და, ვოკალური მონაცემები არ შეუწყობს ხელს თუ N41-ობა?

პ.ს. ჯოჯოხეთში ლუციფერს მიადგნენ "ქოცი", "ლეიბორისტი" და "ნაცი" თხოვნით, რომ დაერეკათ ახლობლებთან საქართველოში. "ქოცს" წუთში 100 დოლარი მოსთხოვა, ბიძინასგან ბევრი ფული გაქვს მიღებულიო. "ლეიბორისტს" მხოლოდ 10 ცენტი, მეტი მაინც არ გექნებაო და "ნაცს" კი უფასოდ დაარეკვინა, თანამშრომლობის გათვალისწინებით, კორპორაციული სერვისი, ულიმიტო და უფასო ზარები გაქვს დამსახურებულიო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.
რამდენიმე თვის წინ, მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, დეკლარირებულ მილიონერებს შორის დეპუტატი ქალბატონებიც არიან.
ყველა უბედურების სათავე გაუნათლებლობაა, მაგრამ გვინდა განათლება? გვინდა განვითარება? რაღაც არ ჩანს ის მისწრაფება, ყველა პატარა ერის გადარჩენის უალტერნატივო საშუალებად რომაა მიჩნეული.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ლევან კალანდაძე მის ახალ პოსტზე, წარსულ საქმიანობებზე...
"მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ რეალობის ადეკვატური გახდეს".
"ალექსანდრე ლუკაშენკო თავის ქართველ კოლეგას მეკარტოფილეობაში გამოცდას მოუწყობს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას «Независимая газета». სტატიაში გაშუქებულია ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი თბილისში: შეხვედრა-მოლაპარაკებები ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-თან. მასალაში საუბარია საქართველო-ბელარუსის ერთობლივ ღონისძიებებზე, რომლებიც თბილისში ჩატარდა: მინსკის დღეებზე, ერთობლივ ბიზნეს-ფორუმზე, სადაც საინტერესო და მსხვილი ბიზნეს-გარიგებები გაფორმდა (ავტორი - იური როქსი).
უნდა აკეთებდნენ თუ არა ხელოვნების წარმომადგენლები განცხადებებს პოლიტიკურ თემებზე და როგორ აღიქმება ეს ქართულ რეალობაში, როგორ აისახება ეს მათ იმიჯზე შემდგომში და როგორ განაწყობს მაყურებელსა თუ მსმენელს?
რა გეგმავენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გლეხების დასახმარებლად
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
0 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
2 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
6 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
6 კომენტარი