მილიონერი ქალები ქართულ პარლამენტში - გზაპრესი

მილიონერი ქალები ქართულ პარლამენტში

მათ შორის პირველია ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. სამეულში შედის ასევე ნინო წილოსანი, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა "მედიატორის" ინფორმაციით არის 2.074.207 ლარი და სალომე ზურაბიშვილი 1.365.640 ლარით.

გთავაზობთ ამ ქალბატონების ქონებრივ დეკლარაციებს:

ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძემ დეკლარაცია 2017 წლის დეკემბერში შეავსო. ნატო ჩხეიძე ფლობს 170კვ.მ ფართობის ბინას თბილისში საირმის ქუჩაზე, რომლის შეძენის ფორმად აღნიშნულია ჩუქება. ასევე ფლობს 428 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, 40კვ.მ ფართობის ავტომობილის სადგომს თბილისში, საჩუქრის სახით მიღებულ 29,52 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს თბილისში, 602 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს წყნეთში. ჩხეიძის ქმარი, ზაზა ოქუაშვილი ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლებს, არასაცხოვრებელ ფართებს, ბინასა და ავტოფარეხს. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა BMW M5, რომელიც 2015 წელს 87000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიების აქციონერია. შვეიცარიაში ფლობს 5 მილიონი დოლარის ობლიგაციებს. ის არის ინდივიდუალური მეწარმე ბრიტანულ AGT UK TRADING-ში, რომლის საწარმოო კაპიტალის ოდენობა 400000 ფუნტი სტერლინგია და საიდანაც საანგარიში პერიოდში შემოსავლის სახით აიღო 521196 ფუნტი სტერლინგი.

რაც შეეხება ჩხეიძის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შესების მომენტში ნატო ჩხეიძეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 32 000 ლარი, "ბანკი ქართუს" მიმდინარეზე 76 000 ლარი და HSBC ბანკის მიმდინარეზე 15 200 ფუნტი სტერლინგი.

დეკლარაციის შევსების მომენტში ჩხეიძეს ნაღდი ფულის სახით, დანაზოგად ჰქონდა 7400 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, სწავლის საფასურის სახით ნატო ჩხეიძის გასავალმა შეაგინა 395 000 ლარი, მკურნალობის სახით გასავალი ჰქონდა 1 200 ლარი და რემონტის ხარჯმა შეადგინა 15 000ლარი.

გაგრძელება