ვინ არის ქართველი დეპუტატი, რომელიც კანარის კუნძულებზე ვილას ფლობს - გზაპრესი

ვინ არის ქართველი დეპუტატი, რომელიც კანარის კუნძულებზე ვილას ფლობს

საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი კობა ნაყოფიაა. გასულ წელს მონიტორინგის ცენტრ "მედიატორისა" და "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნაყოფიას დეკლარირებული ქონება 8.033.500 მილიონი ლარია.

მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 28 ივნისს შეავსო. ნაყოფიას საკუთრებაშია 55 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, მემკვიდრეობით მიღებული 360 კვ.მ ფართობის საცოხვრებელი სახლი გალში, ასევე მემკვიდრეობით მიღებული 1200 კვ.მ ფართობიოს მიწის ნაკვეთი გალში, 198 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, 223 კვ.მ ფართობის ბინა ასევე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, 300 კვ.მ ფართობის ვილა ესპანეთში კანარის კუნძულებზე, 14 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი თბილისში ჭავჭავაძის გამზიზრე, 836 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გონიოში და 400 კვ.მ ფართობის მშენებარე საცხოვრებელი სახლი გონიოში.

დეპუტატი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას Mercedes Benz GL 500, რომელიც 2010 წელს 95000

ევროდ შეიძინა, ასევე მსუბუქ ავტომანქანას Mercedec benz S63AMG, რომელიც 2008 წელს 157 000 ევროდ იყიდა. მის საკუთრებაშია ლადო გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო, თითოში მას 25 000 დოლარი აქვს გადახდილი. გაგრძელება