რას ფიქრობს 15 ნოემბრის აქციაზე ჩვენი ინტელიგენცია?
font-large font-small
რას ფიქრობს 15 ნოემბრის აქციაზე ჩვენი ინტელიგენცია?
15 ნოემბრის აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგა ხნის წინ გამოაცხადა და ჩვენმა საზოგადოებამ მაშინვე დაიწყო მსჯელობა, თუ რას მოგვიტანს ეს აქცია, ვინ დაესწრება ან არ დაესწრება მას, რამდენი ადამიანი მივა 15 ნოემბერს რუსთაველზე.
თუ "ნაციონალებს" დავუჯერებთ, აქციის გამართვის მიზანი აფხაზეთის საკითხის წინ წამოწევაა: "ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან ღია და თავხედური ანექსიის მცდელობა და ამის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამა წლის 15 ნოემბერს, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანი იქნება ხმის მიწვდენა როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის... ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აქციას ათეულათასობით ადამიანი დაესწრება, თუმცა არ ითვალისწინებენ ერთ ფაქტს: საზოგადოების ნდობის დაბრუნება არც ისე იოლია. სხვათა შორის, ბოროტი ენები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ფულით იქნება მოსყიდული და რომ "ნაციონალური მოძრაობა" თითოეულ მათგანს 15 ლარს აძლევს... ასეა თუ ისე, 15 ნოემბერი უკვე კარს მოგვადგა და ჩვენც დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ აქციის შესახებ ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები - ადამიანები, რომელთა სიტყვას საქართველოში ფასი და წონა აქვს:

კახი კავსაძე, მსახიობი:
GzaPress- იცით, რა მაინტერესებს? - ნუთუ ამის დრო აქვს ხალხს, რომ აქციებზე იაროს? ვისაც დრო აქვს, წიგნი წაიკითხოს ან რაღაც სასიკეთო საქმე გააკეთოს. ვინმემ რომ გითხრათ - მოდი, ეს ქვეყანა ავრიოთო, გაჰყვებით რომელიმე? ამას არ ჯობია, ქვეყნის წინსვლაზე ვიზრუნოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ? მე მგონი, მაგ აქციაზე მივლენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებს. ვინმეს ინტერესებში თუ შედის 15 ნოემბერს რუსთაველზე მისვლა, კი, ბატონო, მივიდეს. ვფიქრობ, იქ მხოლოდ პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები მივლენ. პირადად მე, აქციაზე მისასვლელი დრო არ მაქვს. ჩემი საქმე მაქვს, რომელიც მიყვარს და ვცდილობ, უფრო მეტად გავახარო ჩემი მაყურებელი, უფრო კარგი სპექტაკლი ან კარგი ფილმი ვაჩვენო - ესაა ჩემი საქმე და არა - საპროტესტო აქციებზე სიარული. ეს არის ჩემი ცხოვრება და თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს სწორედ საკუთარი საქმისადმი ერთგულებითა და სიყვარულით შევძელი.

გენო კალანდია, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი:
- აფხაზეთიდან ვარ და არა მგონია, აფხაზეთი ვინმეს ჩემზე მეტად უყვარდეს და სტკიოდეს. სამწუხაროა, რომ სწორედ იმ ხალხმა, ვინც ახლა საპროტესტო აქციას მართავს, "დაუკანონა" რუსებს აფხაზეთი და სამაჩაბლო. როგორ უნდა მივიდეს კაცი მათ გამართულ აქციაზე? ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელსაც არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ აჰყვება. შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს სათანადოდ ვერ აკეთებს, მაგრამ ყველა პრობლემას გონივრულად უნდა მივუდგეთ და არა ისე, რომ რუსთაველის პროსპექტზე შევიკრიბოთ, იქიდან რუსეთს მუშტი მოვუღეროთ და ომი გამოვუცხადოთ. თავის დროზე ასეთი ომი სხვებმაც გამოაცხადეს, მაგრამ ყველაფერი როგორ დამთავრდა, ცნობილია. ამიტომაც არ მიმაჩნია გამართლებულად ამ აქციის ჩატარება. მისი საშუალებით ვიღაცას უნდა პიარის გაკეთება და ხალხის, ქვეყნის ისევ აფორიაქება. ასე არც აფხაზეთი დაბრუნდება და არც სამაჩაბლო. გონივრულად, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და არა - გაურკვეველი აქციებით. რუსის გაღიზიანება და რუსთაველის პროსპექტიდან ლანძღვა-გინება საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.

ბაღათერ არაბული, ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი:
- ჩემი აზრით, ეს არის პარტიული შეკრება. ყველა პარტიას აქვს უფლება, მსგავსი აქციები ჩაატაროს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად აქვთ "ნაციონალებს" იმის უფლება, რომ ქართველ ხალხს მოუწოდონ - შემოგვიერთდითო. ყველა განვიცდით, რომ აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიები იკარგება, მაგრამ ამის თქმის უფლება ყველაზე მეტად არა აქვთ "ნაციონალებს". რატომ? - იმიტომ, რომ თუ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ, ეს მათი დაუდევარი და გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. ეს იყო დიდი ღალატი საქართველოს წინააღმდეგ, სწორედ ისინი არიან მონაწილენი ამ ღალატისა და დღეს საკუთარ თავს უწყობენ აქციას, რითაც საკუთარი ქმედებების ლუსტრირებას ახდენენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ არა აქვთ უფლება, ამგვარი აქციები ჩაატარონ, უფრო მეტიც - მათ აქციაზე მისული ყველა ქართველი მათი შეცდომების თანამონაწილეა. წესით, 15 ნოემბერს რუსთაველზე ხალხი არ უნდა მივიდეს, რადგან ეს არის დამნაშავეთა პარტია, რომელმაც საქართველო დააქცია და დააკნინა როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივა მათი მმართველობის დროს საერთოდ წაიშალა და ჩვენ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ხელახლა უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები, რომლებიც გვქონდა მანამ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" თავის ავანტიურას ჩაიდენდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ასე რომ, ეს არის მოღალატეთა პარტია და მოღალატეების თავყრილობაზე ნორმალური ქართველი, რომელსაც საქართველო უყვარს, არ უნდა მივიდეს. ალბათ იქ მივლენ მათი მომხრეები და ისინი, ვისაც ფულს დაურიგებენ. ინტელიგენცია იქ არ უნდა მივიდეს, მარტო ის მივა, ვინც თავის დროზე "ნაციონალებს" მიეყიდა და ეს იქნება 0,01 პროცენტი ჩვენი საზოგადოებისა.

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:
- არ მიყვარს პოლიტიკაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: "ნაციონალებს" არა აქვთ ერთი სიტყვის დაძვრის უფლებაც კი. მაგათ ხელში არ იყო ეს ქვეყანა? რა სიკეთე მოგვიტანეს? თუ ამ ქვეყნისთვის კარგი უნდოდათ, როდესაც სათავეში იყვნენ, ცოტა სხვანაირად უნდა ემოქმედათ და 2008 წლის ომი არ აეკიდებინათ საქართველოსთვის. ამ ომმა დაახრჩო ჩვენი ქვეყანა და ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ საქართველო როგორმე დამშვიდდეს და ნორმალური განვითარების გზას დაადგეს. სხვათა შორის, არაერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ვხვდები: ჩვენს ხალხს ნამდვილად ეყოფა ჭკუა, რომ "ნაციონალებს" აღარ აჰყვეს. ამის იმედი რომ არ მქონდეს, ალბათ გული გამისკდებოდა!

მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე:
GzaPress- ვფიქრობ, მათ სინდისი რომ ჰქონდეთ, ნოემბრის თვეში აქციას არ უნდა მართავდნენ, რადგან ნოემბერი ქართველი ხალხისთვის უდიდეს ტკივილთან და შეურაცხყოფასთან ასოცირდება. ეს არის ჩემი აზრი და ვფიქრობ, რომ ამ აქციაზე ინტელიგენცია ნაკლებად იქნება. პირადად მე, 2007 წლის 7 ნოემბრის ტკივილი, რაც საქართველომ გადაიტანა, უფრო ადრე, იმავე წლის აგვისტოში გადავიტანე, როდესაც ღამის ოთხ საათზე მწერალთა კავშირიდან ასმა ნიღბოსანმა გამოგვიყვანა. ამიტომ, ყოფილი ხელისუფლება ნოემბრის თვეს უნდა ერიდოს. მართალია, რაღაც დავიწყებას ეძლევა, ადამიანი მაინც მიმტევებელია, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ გავიწყდება, რაც მარადიულად ტრიალებს შენს გონებაში. 2007 წლის 7 ნოემბერი ეს ის დღეა, რომელიც ასე ტრიალებს ჩვენს ცნობიერებაში და არ გვავიწყდება. ფული რამდენიც უნდა დაარიგონ, არანაირ თანხას არ შეუძლია ხალხის ისე გამოყვანა ქუჩაში, როგორც შეურაცხყოფას და ტკივილს. ფულით ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს თუ მოხიბლავენ.

საერთოდ, ყველა მთავრობამ ერთი რამ უნდა იცოდეს: მთავრობას მეორე მთავრობა კი არ ამარცხებს, არა, მისი დამარცხება მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ შეცდომებს შეუძლია. ეს უნდა გაითვალისწინოს ახლანდელმა მთავრობამაც და იმანაც, ვინც პოლიტიკური ბრძოლა უკვე წააგო. ყველაზე დიდი მტერი პოლიტიკური ძალისათვის მისი ცუდი ქმედებები, მისი არასწორი საქციელია. არ გამოვრიცხავ, რომ ყოფილ ხელისუფლებასაც ჰყავდეს მომხრეები, მაგრამ ისეთი დრო დადგა, ისე გაუცრუვდა ჩვენს მოსახლეობას იმედი, რომ მომავალში მიტინგები ნაკლებ ხალხს მიიზიდავს. სამწუხაროდ, მარადიულად მომლოდინე ერს დავემსგავსეთ: სულ გვგონია, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც გვეშველება, მაგრამ ეს "ხვალ" არ დგება. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მხოლოდ თავისი საქმით თუ შეძლებს ხალხის მიმხრობას. თანაც სხვა ეპოქა მოდის: ნელ-ნელა დგება დრო, როცა ქუჩის პოლიტიკა პროფესიულ ასპარეზზე გადადის. სწორედ პროფესიონალიზმმა უნდა განსაზღვროს პოლიტიკოსის სახე და არა მისმა ხმამაღალმა გამოსვლებმა და მიტინგებზე თავის გამოჩენამ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
02.12.2014
მაყვალა გონაშვილი ინტელიგენტია? და კიდევ, მაინტერესებს, კავსაძე ივანიშვილის აქციებზე რო დარბოდა, მაშინ წიგნის კითხვის დრო არ იყო? თქვენ კიდევ სულ წითელ და ქოც ე.წ. ინტელიგენციას რატო ეკითხებით?
ნატა
28.11.2014
მცდარია - რას ფიქრობს 15 ნოემბრის აქციაზე ჩვენი ინტელიგენცია? სწორია - რას ფიქრობს 15 ნოემბრის აქციაზე წ ი თ ე ლი ინტელიგენცია?
ლევანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი