რაში სჭირდება პრეზიდენტს ამდენი თანამშრომელი?
font-large font-small
რაში სჭირდება პრეზიდენტს ამდენი თანამშრომელი?
ვინ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს - ხალხი თუ "ხმოსნები"? უნდა მოემატოს თუ არა მას ფუნქცია-მოვალეობები თუ პირიქით - იყოს შეზღუდული, რათა ქვეყანამ "ერთი კაცის სურვილებზე არ იაროს", რა უფრო წაადგება დემოკრატიის გზაზე მდგომ სახელმწიფოს - მთავრობისა და პრეზიდენტის "ტანდემში მოქმედება" თუ ერთმანეთის ოპონირება? პარლამენტარები - ირაკლი სესიაშვილი, გიგი წერეთელი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამ საკითხზე თავიანთ შეხედულებას გვიზიარებენ.

ირაკლი სესიაშვილი:
- როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მივეცი, პრეზიდენტის არჩევის საკითხზე ჩემი პოზიცია სწორედ ამით გამოვხატე. აბსოლუტურად ვადასტურებ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელით პრეზიდენტი ხალხმა კი არა, ის მცირე, შესაბამისმა ჯგუფმა უნდა აირჩიოს. ეს ეფუძნება იმას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის ფუნქციები ძალიან მწირია, ამიტომ ამ ვითარებაში მისთვის მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭება ანუ ხალხის მიერ არჩევა, მიზანშეწონილი არ არის და ხალხი არ უნდა შევაწუხოთ. არჩევნები, ზოგადად, ქვეყნისთვის მატერიალურადაც და პოლიტიკური დატვირთვითაც საკმაოდ რთულია, დრო და რესურსი მიაქვს მაშინ, როდესაც ამ მოდელში პრეზიდენტს ფუნქციები არა აქვს. საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე თავიდანვე იმიტომ ვთქვით უარი, რომ ყოველთვის არსებობს ერთი კაცის რისკ-ფაქტორი და როცა საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არჩეული ორგანო იღებს - 150 კაცი, მთავრობაც კოლეგიალური ორგანოა და ასევე კოლეგიალურად იღებენ გადაწყვეტილებას. ცხადია, რისკები მცირდება, არ არსებობს საშიშროება, რომ ერთ კაცს რაც მოაფიქრდება და მოესურვება, იმას გააკეთებს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, ევროპის ძირითადი ქვეყნები სწორედ საპარლამენტო მმართველობაზე გადადიან. ბუნებრივი პროცესია.
- რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციას, ადმინისტრაციას, საჭიროა თუ არა, ის ამ მასშტაბის იყოს?
- თუ არ ვცდები, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 300 თუ 400 ადამიანი მუშაობს. პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციური ორგანოა და კრიზისების დროს მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, მაგრამ სჭირდება კი ამხელა სტაფი? ვფიქრობ, არ სჭირდება. მხოლოდ ის არ არის მთავარი, მარგველაშვილი პარლამენტში მოვიდეს და გვიამბოს, რაზე რას ფიქრობს. ხუთი წელი პრეზიდენტი იყო და რა გააკეთა ამ ხნის განმავლობაში? ანგარიშ-ვალდებულება პრეზიდენტსაც აქვს, რადგან ისიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. როცა ამდენი ადამიანია დასაქმებული, ცხადია, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენ ბიუჯეტი იმისთვის გვაქვს, რომ სწორად გამოვიყენოთ. მთელ პარლამენტს 700 თანამშრომელი ჰყავს, უფრო ნაკლები - კანცელარიას და პრეზიდენტს რაში სჭირდება ამდენი, არ ვიცი.
GzaPressგიგი წერეთელი:
- ჩემი აზრით, პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს და ეს პოზიცია მაშინ დავაფიქსირე, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებების პროცესის მონაწილე ვიყავი, მთელ საქართველოში დავდიოდი და ცოტა ადამიანი მახსოვს, ვინც ამ აზრს ეწინააღმდეგებოდა. სხვაგვარად პრეზიდენტის არჩევა, დემოკრატიულ პროცესს ვერ აღრმავებს, პირიქით, უფრო მეტ სირთულეს ქმნის. არ ვამბობ და არც არასდროს მითქვამს, რომ ეს სისტემა არ შეიძლება ჩვენთან ფუნქციონირებდეს, ასეთი მოდელი ბევრ საპარლამენტო ქვეყანაშია, როცა პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, მაგრამ ჩემი აზრით, განვითარების ამ ეტაპზე, ამ ვითარებასა და პირობებში, უკეთესი იქნება, ხალხმა პრეზიდენტი თვითონ აირჩიოს.
- ბევრი ემხრობა აზრს, რომ იმ შეზღუდული უფლებებით, რაც პრეზიდენტს დღეს აქვს, არჩევა არაფერს მოგვცემს და მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ მას ფუნქცია-მოვალეობები გაეზრდება.
- ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, რომ ეს არგუმენტი ვალიდური იყოს. მართალია, უფლებები არა აქვს, რადგან კონსტიტუციაში ასე ჩაიწერა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტი, რომელიც მთავარსარდლად რჩება ქვეყანაში, საგარეო პოლიტიკის წარმდგენის ფუნქციები აქვს და ამ მიმართულებით მთავარი პერსონაა ჩვენი კანონმდებლობით. ასეთი რამ მოვისმინე - პრეზიდენტი ხალხს რაიმეს როგორ უნდა დაჰპირდესო? რა თქმა უნდა, უნდა დაჰპირდეს, თავის უფლებებს გამოიყენებს და რაც საჭიროა, მთავრობას ან პარლამენტს მოსთხოვს. ხალხის მიერ მიცემული ხმები პრეზიდენტს, მის მანდატს, ქმედუნარიანობას გააძლიერებს, გაცილებით მაღალი ლეგიტიმურობა ექნება საიმისოდ, რომ შტოებს შორის დაბალანსებისას გაცილებით უფრო ეფექტიანად იმოქმედოს.
- თქვენი აზრით, პრეზიდენტი და მთავრობა ტანდემში უნდა მოქმედებდნენ ქვეყნის სასიკეთოდ თუ ერთმანეთის ოპონირება უფრო წაადგება საერთო საქმეს? დღეს, გარკვეული საკითხების გადაჭრისას ვხედავთ რა სიტუაციაცაა.
- ტანდემში მოქმედება ოპონირებას სრულიად არ გამორიცხავს, ოპონირება იმისთვისაა საჭირო, რომ თუ, მაგალითად, პრინციპული საკითხია გადასაჭრელი და პრეზიდენტის ხედვა სხვანაირია, დისკუსია უნდა გაიმართოს, მაგრამ იქ, სადაც ერთიანი მოქმედებაა საჭირო, ოპონირება აუცილებელია. დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი სწორედ ისაა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს. რაც შეეხება სახელისუფლებო შტოებს, ურთიერთკონტროლი და დაბალანსება სწორედ იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად გარკვეული ინსტიტუციური კონფლიქტები და კამათი იყოს, რომელიც სწორედ იმისთვის უნდა გამოიყენონ, რომ ქვეყანა კრიზისში არ შევიდეს. ბევრ ქვეყანაში კონსტიტუცია აიძულებს, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. შესაძლოა, ვინმეს უნდოდეს, რომ ყველაფერს აკონტროლებდეს, მთელ მსოფლიოშიც ხელისუფლების უმეტესობა ცდილობს, რომ მეტ ძალაუფლებას ფლობდეს და სუსტი ოპოზიცია ჰყავდეს, მაგრამ საბოლოოდ, დემოკრატიის ტრადიციას, ხარისხს, ქვეყნის განვითარების დონეს გააჩნია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენთვის პირდაპირი არჩევნები ჯობია, პრეზიდენტმა სახელმწიფო შტოები უნდა დააბალანსოს, თუმცა მოვა დრო, როცა მსგავსი ნეგატიური მხარეები აღარ ექნება პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორიც დღეს აქვს. ხედვა და სურვილი უნდა იყოს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და არა - Eერთმანეთის დაპირისპირებით ერთ ადგილას გაჩერდეს ან უკან დაიხიოს. ჩვენთვის ამგვარ დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს.
გოგა ხაინდრავა:
GzaPress- ამ შემთხვევაში მთავარი კონსტიტუცია და სახელმწიფოებრივი მოწყობაა. ჩემს აზრს ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტი ხელისუფლების უმაღლეს ფიგურას არ წარმოადგენს, მეტსაც გეტყვით, მას პრინციპში საპატიო მოვალეობები უფრო აქვს, ვიდრე - ქვეყნის გაძღოლის დანიშნულება, ამიტომ თუ მსოფლიოში არსებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ და ველოსიპედის გამოგონებას არ დავიწყებთ, პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს. დღეს, ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობას იჩემებს, სრულიად არაადეკვატურია ამ ვითარების, ამ ქვეყნის, მაინცდამაინც კარგად არ ესმის, რა არის მისი დანიშნულება, მით უმეტეს, ისეთ რთულ გარემოში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამიტომ, ნამდვილად არ ღირს სამაგალითოდ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტმა დისკრედიტაცია განიცადა. ჩვენ მიერ არჩეული ხუთივე პრეზიდენტის ქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ამ ინსტიტუტს თავისი დანიშნულებით ვერ იყენებენ, პირიქით, როგორც წესი, ქვეყნისთვის პრობლემებს უფრო წარმოადგენს. ამიტომ, ამ ინსტიტუტს მე საერთოდ გავაუქმებდი, მაგრამ რადგან მე არავინ არაფერს მეკითხება და სახელმწიფო მოწყობა ამ ინსტიტუტს გულისხმობს, უნდა ვიფიქრო, რომ გონიერი ადამიანები მას ქვეყნის სამსახურში გამოიყენებენ და არა საკუთარი ინტერესების, პატივმოყვარეობის და პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად.
- თქვენი ვარაუდით, ვინ იქნება მომავალი კანდიდატურა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეცვლის?
- მარგველაშვილის შეცვლა ძალიან რთულია. ძნელად წარმომიდგენია, რომ ასეთი არაადეკვატური ადამიანი კიდევ ერთხელ გამოიყენონ ამ პოსტზე. ვფიქრობ, გონივრული იქნება, ვინმე გამოცდილი ადამიანი დასახელდეს, ვისაც საზოგადოება იცნობს, მისი საქმიანობა, სფეროს მიუხედავად, იმის გარანტიას იძლევა, რომ საკუთარი პატივმოყვარეობის და ვნებების დაკმაყოფილების გზით კი არ წავა, ქვეყანას ემსახურება და არა პირიქით - ქვეყანას მოიმსახურებს, როგორც დღეს ხდება.
- თუ მოიაზრებთ ვინმე კონკრეტულ პიროვნებას, ვისაც პრეზიდენტად ისურვებდით?
- საქართველოში პრეზიდენტს საერთოდ არ მოვიაზრებ, ამაზე არც ვფიქრობ. როგორც აღვნიშნე, იმ ადამიანებმა, ისეთი დისკრედიტაცია განიცადეს, ვინც ხუთჯერ სცადა ბედი და ვინც თავის დროზე აირჩია ქართველმა ხალხმა, არა მგონია, გამეორება ღირდეს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი