მიმკვდარი პოლიტიკური ძალები, "დანაჩანგალა" ბაქრაძე და "მოფაშისტო" ელემენტები
font-large font-small
მიმკვდარი პოლიტიკური ძალები, "დანაჩანგალა" ბაქრაძე და "მოფაშისტო" ელემენტები
პროვოკატორის ბლოგი
ჩვენი, ქართველების მოთხოვნილებათა ნუსხის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი აქციებია.

არ გვაქვს აქცია, ვართ უკმაყოფილოები! მთავარია, იყოს აქცია, რომლის მთავარი ლოზუნგია "გადადგეს მთავრობა", მისი შედეგი და ზოგჯერ გამომწვევი მიზეზიც არ გვაინტერესებს! ფაქტია, ჩვენ აქციების მოტრფიალე ერად ჩამოვყალიბდით და სამომხმარებლო კალათის ჩამონათვალშიც უნდა შევიტანოთ! ჯერ ერთი, ამით სამომხმარებლო კალათაც გამრავალფეროვნდება, ამას დავუმატოთ ისიც, რომ ეს კომპონენტი არც ერთ ქვეყანას არ ექნება. დამიჯერეთ, ეს სახალისოც გამოვა და ორიგინალურიც. თუ საფუძვლიანად არ მოგეჩვენებათ ჩემი ნათქვამი, მაშინ გეტყვით: ჩვენ, ქართველებს, აქცია უფრო ხშირად გვჭირდება თუ გიტარა?! სადაც გიტარა გვაქვს სამომხმარებლო კალათაში, იქვე იყოს აქციაც!

ტრაგედია ხორავას ქუჩიდან, რომელიც პოლიტიკური "უვნებლობით" კიდევ ერთხელ დაგვატყდა თავს, მიმკვდარი პოლიტიკური ძალების ელექსირად იქცა. კუპრავა, რომელიც მორალის ტყვე უნდა იყოს და მიწას უნდა ახლიდეს თავს მოსანანიებლად, კინაღამ გამსახურდიობა მოინდომა. ნორმალურად და საღად მოაზროვნე სტუდენტებს მიტინგის "აპოლიტიკური" გამმართავები სიტყვებს პირიდან ჰგლეჯდნენ, თან სუს-ის აგენტის იარლიყს აწებებდნენ და თან ისეთები, "ნაციონალური მოძრაობის" ბრმა აქტივისტები რომ არიან აკვნის შემდგომი პერიოდიდან! გამოცვივდნენ ეს მიხრწნილი პოლიტიკური ძალები და აქაოდა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური რეიტინგი კი არა, მხოლოდ სახელმწიფოში არსებული უსამართლობა გვაყვირებსო. ეგენი დააყვირა პოლიტიკურმა სკლეროზმა და მუცლის გვრემამ, როგორც მაგათ ადამიანი არ ეცოდებოდეთ! ასეთი ემპათიურები და სოლიდარულები თუ იყვნენ, სად ბრძანდებოდნენ იმ წლებში, როცა ადამიანის სიცოცხლე უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ტარხუნა ბაზარში?

ათასჯერ მითქვამს, არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება სახელმწიფო-მეთქი, მაგრამ ნეტავ ვის ადარდებს სახელმწიფო? თეა წულუკიანის ბოლოდროინდელი ყველაზე მძაფრი განაცხადი მთავარი პროკურორის წასვლას დაუკავშირდა. მე თუ მკითხავთ, მთავარი პროკურორი კი არ უნდა წასულიყო, პასუხი უნდა ეგო. ამდენი ხანია, მთავარი ბრალმდებელია კაცი და იმ ხალხსაც ვერ დასდო ბრალი, ვისი შეცოდებანი მზის შუქზეა გამოტანილი! ამაზე თითქმის არავინ ლაპარაკობს, მთავარია, არამთავარზე დავხარჯოთ ნერვები.

გამოვალთ და გავყვირით, შვილმკვდარი მამა რატომ უშვებს შეცდომებს, რატომ დგას იმ პარტიის წარმომადგენლების გვერდით, რომელმაც იმდენი ბოროტება დაგვატეხა თავზე ცხრა წელში, რეკორდთა რეკორდადაც რომ ჩაითვლება! ქვეყანაში ნდობის ნიშნული დაბლა რომ მოცოცავს (გარდა დანაჩანგალა ბაქრაძის ნდობისა თურმე!), ამაზე ვინ უნდა იზრუნოს? უბრალო მაგალითს ვიტყვი, "კონტრაქციონერმა" მოფაშისტო ელემენტებმა თუ სადმე ორიოდე სიტყვა "ესროლეს" ლიბერალიზმს ამოფარებულ გრანტიჭამიებს, ეგრევე აპატიმრებენ, ხოლო პრემიერის "გაბოთვლაც" კი მიტევებადია. აი, ეს ჩვენი "სპასატელი" კვირიკაშვილი რომაა მთლად უმარილო, ამიტომაც ამბობს ვაშაძე წელში გამართულად: "მოვილაპარაკეთ ზაზა სარალიძესთან და მივდივართ პრემიერთან კანცელარიაში ყველანი ერთად, სადაც კვირიკაშვილთან დიალოგის დაწყებას ვაპირებთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით". აი, ეს მესიჯპოლიტიკოსი სოლიდარობის აქციებს აანონსებს ყოველდღიურად და 10 ივნისს უფრო მეტს ვიზამთო! ალბათ ისევ სმს-ებს გამოგვიგზავნის და მიგვიწვევს რუსთაველზე, აბა, კარდაკარ ხომ არ ჩამოგვივლის? ეჰ, ჩემო გიორგი, ამასობაში მაგარი შანსი დაკარგე და არ ჩახვედი მშობლიურ ჭიათურაში, სადაც სამთოელთა პროფკავშირმა მიაღწია იმას, რომ მაღაროელებს 1-ლი ივნისიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ! მესიჯები მაინც გაგეგზავნა, კაცო და სოლიდარობა გამოგეცხადებინა ჭიათურელებისთვის, მერე თვალების ბრიალით გვეტყოდი, აი, ბატონო, რა მაგარი ბიჭი ვარ, ჩავერიე და ხელფასი გავაზრდევინე კომპანიასო! მართალია, არავინ დაგიჯერებს, მაგრამ საქმეში მაინც ჩაგეთვლებოდა! დამიჯერე, შენი მოწვევითაც არავინ მოვა 10 ივნისს, მაგრამ ილაპარაკე, კაცო! სიტყვის თავისუფლება მაინც გვაქვს ახლა. თქვი, დაწერე, იყვირე, აქცია ჩაატარე, ვინ მოგთხოვს პასუხს? არც გვერდებს აგიჭრელებს გახარიას უწყება, იცის შს მინისტრმა თავისი საქმე! იგნორი ყველაზე კარგად დაამარცხებს სულამოსვლამდე მისულ ქარდავებს და კუპრავებს!

პ.ს. დარიგება "პროტესტანტ" პარტიებს: ყოველდღე მოგაკლდებათ მხარდამჭერები და ამიტომ, გირჩევთ, საღამოობით კი არა, უფრო შუადღეზე დაგეგმოთ აქციები. გამოიტანეთ ნაყინი ყუთებით და სხვა თუ არავინ, სკოლის მოსწავლეები მაინც მოგაკითხავენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი