რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე და დასვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გადადგომის საკითხი?! - გზაპრესი

რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე და დასვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გადადგომის საკითხი?!

- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ, მისი და დეპუტატთა ნაწილის მტკიცებით, შეკრებაზე ლაპარაკი შეეხო გაერო-ს ბავშვთა ფონდის ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს განმარტება ძალიან არადამაჯერებელი გამოდგა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სხდომამდე მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდ საინფორმაცია, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა. მედიის მოლოდინი აშკარად გაზვიადებული კი იყო, მაგრამ როგორც

ამბობენ, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.

იხილეთ სტატია: "ოცნება" სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში

ის, რომ სხდომა ძალიან დაძაბული იყო და „იუნისეფის" დასკვნის განხილვას არ მიძღვნია, მოგვიანებით ტელეკომპანია" იბერიასთან" სუაბრისას პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღიარა:

"არ დასმულა საკითხი ასეთნაირად, რომ მოდი, დღეს ეს გადავაყენოთ და ეს დავტოვოთ. აქ იყო მსჯელობა, იყო ემოციური გამოსვლებიც, ბუნებრივია. ბიძინას პოზიციაზე მინდა გითხრათ, რომ ის საკმაოდ უკმაყოფილოა შექმნილი მდგომარეობით და ადეკვატურად ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.

მე ასეთი დონის უკმაყოფილო დიდი ხანია არ მინახავს. ის ჩვენზე უფრო რადიკალური იყო მდგომარეობის შეფასებაში, ვიდრე ჩვენ, ხალხის წარმომადგენლები ვართ. ასე რომ, მსჯელობა იყო შედეგებზე", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

გაგრძელება