ბახტაძე პრემიერად, ცქიტიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად?! - გზაპრესი

ბახტაძე პრემიერად, ცქიტიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად?!

სამივე კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრი გახლდათ. 14 ივნისს უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მთავრობის ახლებურ დაკომპლექტებაზე იმსჯელებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ამ სამიდან პრემიერად მამუკა ბახტაძეს წარადგენენ, ხოლო მაია ცქიტიშვილის "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. ის, რომ კვირიკაშვილს ბახტაძე ჩანაცვლებს, გარკვეული მინიშნება თავად უმრავლესობის წევრების მხრიდანაც კი კეთდება

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი არსებული სამთავრობო გუნდიდან უნდა აირჩეს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლოგიკურია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს.

"მე ვფიქრობ, სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს კანდიდატს. მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი", - განაცხადა კობახიძემ.

კანდიდატი სავარაუდოდ, უმრავლესობის დღევანდელ გაფართოებულ შეხვედრაზე დასახელდება.

გაგრძელება