რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე? - გზაპრესი

რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?

პრესა წერდა, რომ მან და ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტა ივანიშვილმა NSEAD-ის ბიზნესსკოლაში გაიცნეს ერთმანეთი.

ამ ორიოდე თვის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ივანიშვილის სასიძო იყო.

ამ საკითხზე დასმულ კითხვას, ბახტაძემ ასე უპასუხა:

"ეს ადამიანი გასაგებია, რომ საზოგადოებაში ეწევა იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, როგორც ჩანს, ამას იმდენად ინტენსიურად აკეთებს, რომ თვითონაც დაიჯერა ეს იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ და მე ზოგადად დამრჩა განცდა, რომ გარკვეული ჯგუფები შეეცადნენ ინიციატივების შემდეგ, რაც ჩვენ გავაჟღერეთ, გარკვეულწილად ეს დისკუსიები ასეთი იაფფასიანი ჭორებით გადაეფარათ. საზოგადოებისთვის მიმინდვია ამის განსჯა, ვფიქრობ, ყველა კარგად აანალიზებს ამ ჭორების წარმომავლობას და ა.შ."

ჯერ კიდევ კვირიკაშვილი პრემიერობამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას უნდა შეეცვალა ირაკლი ღარიბაშვილი. გაგრძელება