"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი" - გზაპრესი

"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"

ექსპერტთა ნაწილის აზრით, ბოლო ხანს გამართულმა ქუჩის აქციებმა ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაში დაარწმუნა, ერთ-ერთი ვერსიით კი, კვირიკაშვილი შიდაპარტიულ დაპირისპირებას შეეწირა. მაინც რა გახდა სამთავრობო ცვლილების მთავარი მიზეზი? - გაზეთ კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ვფიქრობ, რომ ეს განაპირობა ფაქტორთა ერთობლიობამ. ოფიციალურადაც დასახელდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპი.

გარდა ამისა, აშკარაა, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებებიც არსებობდა და გავლენისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა.

სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, მქონდა განცდა, რომ კვირიკაშვილის გუნდის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ყველაფერს, რომ მისი ავტორიტეტი შეელახა.

ის, რომ კვირიკაშვილმა ვერ მოახერხა მთავარი - სამთავრობო ვერტიკალის შექმნა, რომელიც კონსოლიდირებულად მიუდგებოდა ქვეყნის პრობლემებს, იყო მისი სისუსტე.

ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი. უშუალოდ კვირიკაშვილის კორუფციაში მონაწილეობის არ მჯერა... ის წესიერი ადამიანია, დღემდე ცხოვრობს საშუალო-სტატისტიკური თბილისელის პირობებში, ისევე როგორც მისი ოჯახი. გაგრძელება