"სიმამრიჩი" და უტაიმეროდ წასული კვირიკაშვილი - რა ელის ყმაწვილ ბახტაძეს?
font-large font-small
"სიმამრიჩი" და უტაიმეროდ წასული კვირიკაშვილი - რა ელის ყმაწვილ ბახტაძეს?
პროვოკატორის ბლოგი
მცირე მთავრობა დიდი მადით და დაბალი ეფექტით?

იმდენი ვიჯიჯღინე კვირიკაშვილზე, გაუყენეს ეგეც კომბლე ღარიბაშვილის გზას. გემახსოვრებათ, რა ამბავი ატეხა ორიოდე "ქოცმა", სიმამრიჩის გამო: - აი, ნახეთ, ბიძინა მაგას ძალიან აფასებს, საპრეზიდენტოდ ამზადებსო. არც საპრეზიდენტოდ ამზადებდა და არც არაფრისთვის. მადა ჰქონდა ოჯახურად (ინგლისური ინტერპრეტაციით თუ ვიტყვით, კლანურად) და გადაჰყვა დიდ მადას...

ზოგჯერ კი გამოაცოცხლებენ ხოლმე ირაკლის პოლიტიკურ სახებას, მაგრამ სადღაა ის ირაკლი, პრეზიდენტ მარგველაშვილს რომ უმწარებდა სიცოცხლეს, - ბჯო, შენა ვინა ხარ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო (ან სიმამრიო, რა ვიცი, რომელიც გინდათ, ის იგულისხმეთ).

სწორი რომ ვთქვა, კვირიკაშვილს ჩემს ჯიჯღინზე ვინ გაუშვებდა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ბიძინას კარზე რომ არ შეშლოდა რაღაცები?!

კი ამტკიცებდა, მელიას მაგინებელი გიორგი, რომ კარიერული ტაიმერი არ არის ჩართული ჩემთვის და კაი ხანს არ დარეკავს კანცელარიაში, ეს იცოდეთო, მაგრამ გათენდა უტაიმეროდ წასვლის დღეც! ჯერ კიდევ კვირიკაშვილის წასვლამდე, ვაშლატამა თალაკვაძემ კობზონის სიფათით განაცხადა, არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, მხოლოდ იუნისეფის დასკვნებს გავეცანით და შევშფოთდით, "ოცნების" ცენტრალურ ოფისშიო...

თურმე, შესაშფოთებელიც გვაქვს და ტანზე სამოსშემოსახევი სიტუაციაც. გაწონასწორებულმა კვირიკაშვილმა არადიპლომატიურად თქვა, ჩემსა და პარტიის ხელმძღვანელს შორის უთანხმოება იყოო. ალბათ ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, თორემ ერთი სიძე-სიდედრივით, აგრარულ თემატიკაზე ხომ არ ექნებოდათ უთანხმოება (მკითხველს შევახსენებ, რომ ამ სიძეს და სიდედრს ერთმანეთის მიწაში მოქცევა უნდოდათ).

ქოცგამპრავებლებმა თალაკვაძის გამოსვლის მერე იქუხეს, დაასახელეთ თუნდაც სამი მიზეზი, რის გამოც უნდა წავიდეს კვირიკაშვილიო. ჩემზე მეტი ერთი პროვოკატორი გამოუხტა ონლაინქოცკოორდინატორებს და უთხრა: ჯერ ერთი, ისაა შეცდომა, ქვეყანაში მეგრელები გყავდეს და კახელი დანიშნეს პრემიერად. ხომ ხედავთ, პირველმა კახელმა ვერ გაამართლა და ექსპერიმენტებისთვის გვცალია ჩვენო?

მეორე კიდევ, რომ დაჰპირდა მელიას სახალხოდ, რასაც დაჰპირდა, მაგის ასრულების თავიც თუ არ ჰქონდა, რა პრემიერი ეგ იქნებოდაო?

მესამე იყო ისეთი მიზეზი, აი, მიწასთან რომ ასწორებს ყველაფერს: ჯეჯელავა რომ მოგვივაშლა და წლის ბოლოს 11 ათასი ბავშვი ჩაეჭრა სისტემას, ფარატინა ატესტატიც ვერ წაიღეს 12-წლიანი სწავლის მერე ბაღნებმა სახლში, იმაზე უარესი განათლების მინისტრი ჩხენკელი რომ შეასკუპა სიბრძნის კუნძზე ანუ განათლების მინისტრის სავარძელზე, მაგასაც თუ იმავე რაოდენობის ბავშვი ჩაეჭრებოდა, ბარემ ის საყვარელსახიანი ჯეჯელავა ყოფილიყო, ხანდახან ქართულ ზღაპრებს მაინც გვახსენებდაო...

ლოგიკური იყო სამივე მიზეზი, პოლიტიკური ამინდის უშტატო სოცმოდერატორებმა ენა ჩაიგდეს. თუ გინდათ, მეტ მიზეზსაც მოიძიებთ ნებისმიერი თქვენგანი, მაგრამ ჯანდაბას, თუნდაც ის ვაპატიოთ ჩვენს ხელისუფლებას, "ნაცები" რომ არ გაყარა ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან, მათ შორის, სამართალდაცვითი სფეროდან, რა ვუყოთ, სისტემის მსხვერპლია მურუსიძე და ჩინჩალაძე (ეს კრებით სახელებად იმ მოსამართლეებისთვის, ვისთვისაც მიშას ვერტიკალი კანონზე მეტი იყო).

საპრემიეროდ გამზადებულმა ყმაწვილმა ბახტაძემ მოგვახსენა, 11 სამინისტრო გვექნება მალე, მცირე ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოში, დიდი ეფექტითო! შვეიცარიას მხოლოდ 7 მინისტრი ჰყოლია და ნეტავ მაგათნაირი ეფექტური იყოს ჩვენი მთავრობა, 14 კი არა, 24 ყოფილიყვნენ! მცირე ხელისუფლება დიდი მადით თუ მივიღეთ ისევ, ნეტავ სახელების, გვარების, უწყებების ცვლას რა მნიშვნელობა აქვს?! ბახტაძეს კი მაინც წარმატებას ვუსურვებ, რადგან ბრძანა, განათლება იქნება ჩვენი პრიორიტეტიო და მაინც მებღაუჭება სულის სიღრმეში იმედი! აი, რომ გავნათლდებით, მერე რაღა გაგვიჭირდება?! ამ იმედს კიდევ უფრო მეტად განმიმტკიცებს ბახტაძე, ცოტა ფხიან მინისტრს თუ მოგვიძებნის განათლებისთვის...

პ.ს. თუ ეფექტიანი ხელისუფლება ვერ მივიღეთ, სასწრაფოდ ნარკოსაშუალებების ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, მერე აღარაფერი გაგვიჭირდება, ასეთი დიალოგი გვექნება ჩვენც, ყოველ მოქალაქეს:

ნარკომანმა სარკეში ჩაიხედა.
- ვაა, მე ვარ, ტო!
მერე მეორედ ჩაიხედა:
- ეეე, ისევ მე ვარ, ტო!
კარზე კაკუნია.
- ვინ ხარ? - ეკითხება ნარკომანი.
- მე! - ესმის პასუხი.
- ვაა, მანდაც მე ვარ, ტო?!
ჰოდა, ყველგან ჩვენ ვიქნებით, თანაც ძალიან ბედნიერები...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
ჰელსინკში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა,
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი