შენ გაიხარე, შენგელაია, ანუ სახოტბო ლექსი ბიძინასთვის - გზაპრესი

შენ გაიხარე, შენგელაია, ანუ სახოტბო ლექსი ბიძინასთვის

ისეთ სტრესულ პერიოდში, როცა დროებითი მინისტრთა კაბინეტი გვყავს, შესამცირებელია სამინისტროები და შესაბამისად, სანერვიულო ის გვაქვს, რომელ სამინისტროებს "ჩაამსხვილებენ", რომელ მინისტრს ჩამოსვამენ სავარძლიდან ან შესვამენ საუწყებო ტახტზე, ცოტა ყურადღება გაგვიფანტე და შენი კინოპროდუქცია, მშობლები, ცოლოური, ბოლშევიკური მენტალიტეტი და "რუსთავი 2" გაგვახსენე.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებულმა რეორგანიზაციამ, დამერწმუნეთ, "ზემოთ" ძალიან ააღელვა პუბლიკა! როგორია სამინისტროების "ზიმა-ლეტა" კაბინეტებიდან ქუჩაში გასვლა, სადაც მხოლოდ უპერსპექტივობა და "ნაციონალური მოძრაობაა"? "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის იმედად ჩემი მტერი იყოს ("რუსთავი 2" პირობითად, თორემ ნურც "საზმაუსა" და "ობიექტივის" იმედი გექნებათ!), მაგრამ თუ აქვს ახალ პრემიერს რამე კვლევა ჩატარებული, სახლში გასაშვებად განწირული კადრები რას, როგორ და რისთვის აკეთებდნენ? ან რა უნდა აკეთებინოს "მცირე" მთავრობას? რატომღაც მგონია, რომ ახალი სტრუქტურაც არ იქნება საქართველოს წელში გამმართველი, რადგან სამართალი ისევ ურმით დადის და არა - ისეთი ჯიპების სიჩქარით, როგორითაც დაბრძანდებიან ჩვენი მინისტრები!

ეფექტიანი მართვის, ქვეყნის აყვავებისა და დამშვენების დაპირებით მოსული რამდენი ხელისუფალი გახსოვთ, ადამიანებო? რა ააყვავეს, რა განავითარეს, გარდა ვაზელინის მოხმარებისა? სად იპოვეს ამ ოხრადდასარჩენებმა ამდენი ვაზელინი, ნუთუ სადმე საბადოა და მიაგნეს? რომ არ დაბადებულიყო ჩემი ცოდვით სავსე ქიმიკოსი, რობერტ ჩესბურგი და 1872 წელს არ შეექმნა ეს ვითომც უწყინარი პროდუქტი, წარმოგიდგენიათ, როგორ მშრალზე დარჩებოდა არა ერთი, ხელისუფლებიდან მოუცილებელი სახე? სერ რობერტს თურმე იმდენად უყვარდა თავისი წარმოებული პროდუქტი, რომ ყოველდღიურად თითო კოვზს დემონსტრაციულად, სახალხოდ ჭამდა და 96 წელი უცოცხლია... ახლა, როცა ეს პერმანენტულად ვაზელინიანები, ალბათ მალულად კიდეც ჭამენ, კიდეც ისვამენ თავზე უწყინარ ვაზელინს, მაგათი საუკუნით ცხოვრება გვინდა ჩვენ? აბა, წარმოიდგინეთ, "წითელიგენციად" წოდებული შენგელაია და "ჩემი კუკარაჩა", ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში რენეგატულად გადასახლებული სახეები კიდევ ათეულობით წელი, როგორი ასატანია?! დამერწმუნებით, სიცოცხლისუნარიანები კი არიან ეს "ცნობადი" სახეები, მთავარია, ვაზელინი და ფინანსური დოტაციები იყოს, დანარჩენს ყველაფერს უძლებენ: ხალხის ზიზღს, დაცინვასა და გინებასაც!

გაგრძელება