შეხვედრა შეხვედრისთვის? - რას შეცვლის ტრამპ-პუტინის ჰელსინკური სამიტი? - გზაპრესი

შეხვედრა შეხვედრისთვის? - რას შეცვლის ტრამპ-პუტინის ჰელსინკური სამიტი?

რომლისთვისაც კარგა ხანია ემზადებოდა მსოფლიო, თუმცა ჯერ სრულიად გაურკვეველია რა შედეგები ექნება ამ შეხვედრას მსოფლიო პოლიტიკისთვის. შეხვედრა მართლაც პირისპირ შედგა და პრეზიდენტების პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლებიც არ დასწრებიან, თუმცა ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ისიც კი დაზუსტებით არავინ იცის, პრეზიდენტებმა ზუსტად რაზე და რა ტონალობაში ილაპარაკეს.

შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე ლიდერი კმაყოფილი ჩანდა, რატომ? - რთული ასახსნელია.

პრეზიდენტების სრულფასოვანი შეხვედრა ტრამპის გაპრეზიდენტებიდან წელიწადნახევრის, ხოლო პუტინის მეოთხედ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შედგა.

პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად მათთვის ყველაზე ნეიტრალური ქვეყანა ფინეთი დასახელდა. შეხვედრის დრო - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩის დასრულებისთანავე დაიგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე ცდილობდა შეხვედრა საზოგადოებისთვის ძალიან მეგობრულად წარმოედგინა, შეხვედრის წინა დღესაც კი ფონი საკმაოდ მწვავე იყო. აშშ-ის პროკურატურამ 12 რუსეთის მოქალაქე, რომლებიც მთავარი საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ, აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

აშშ-ის ამ ქმედების შემდეგ, მედიის წინაშე წარსდგა პუტინის წარმომადგენელი იური უშაკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრისას მათი საერთო ბრიფინგი არ გაიმართება, თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ მოუყვანიათ...

ჟურნალისტების თვალს არ გამორჩენია ის ფაქტიც, რომ პუტინი შეხვედრაზე 1 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა. ჩამოფრენიდან ნახევარ საათში, პუტინის კორტეჟი ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. (გაგრძელება)