'ჩემი რუსეთი მუდამ ჩემთან დარჩება' - დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... და ახლა უკვე საპრეზიდენტო კანდიდატი - გზაპრესი

'ჩემი რუსეთი მუდამ ჩემთან დარჩება' - დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... და ახლა უკვე საპრეზიდენტო კანდიდატი

გაერთიანებაში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, თუმცა მათში უმთავრესი "ნაციონალური მოძრაობაა", დანარჩენები კი ძირითადად თითოკაციანი პარტიებია, თუმცა ამ შემთხვევაში გვინდა თქვენთან ერთად გადავხედოთ გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიას.

დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... როგორც აღმოჩნდა, ის მეტად მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ადამიანია.

ამ ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატი, სხვადასხვა დროს დიპლომატი, ბიზნესმენი და საკუთარი მეუღლის, მსოფლიოში ცნობილი ბალერინას ნინო ანანიაშვილის იმპრესარიოც გახლდა.

გრიგოლ ვაშაძე 1958 წელს დაიბადა, 1975 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე სკოლა და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა.

ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად დასავლურ კურს ასახელებს, თუმცა ოპონენტები ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ყველზე დიდ ცოდვად სწორედ საბჭოთა კავშირის საგერო საქმეთა სამინისტროში მიღებულ დიპლომატიურ გამოცდილებას უთვლიდნენ და უთვლიან ახლაც.

ვაშაძეზე წერდნენ, რომ ის საბჭოთა საგარეო პოლიტიკური სკოლის აღზრდილი და საკმაოდ იმედისმომცემი დიპლომატი გახლდათ. მან 1981 წელს დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც 1988 წლამდე ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში საქმიანობდა. 1988 -1990 წლებში გახლდათ დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

დიპლომატიიდან წასვლის შემდეგ ის ცხოვრობდა მოსკოვსა და ნიუ-იორკში. 1988 წელს კი დაქორწინდა ცნობილ ბალერინაზე - ნინო ანანიაშვილზე, რის შემდეგაც პრესაში ხშირად მოიხსენიებდნენ მის იმპრესარიოდ. მოგვიანებით ბიზნესში მოსინჯა ძალები, დააფუძნა და ხელმძღვანელობდა კომპანიებს: Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.

მას მერე, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, მან და მისმა მეუღლემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.

2004 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილს თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელობა შესთავაზა და ისიც სამშობლოში დაბრუნდა, მას ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭეს.

2006 წელს ანანიაშვილი პრეზიდენტის ოჯახს კიდევ უფრო დაუახლოვდა მონათლა რა, მისი უმცროსი ვაჟი - ნიკოლოზი. 2007 წელს სააკაშვილის სპეციალური ბრძანებით ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა გრიგოლ ვაშაძესაც. ის მალევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

2008 წელს ის დანიშნეს კულტურისა და სპორტის მინისტრად, თუმცა იმავე წლის დეკემბერში უკვე საგარეო საქმეთა მინისტის პოსტი დაიკავა.

დღეს ვაშაძე აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და სპეციალური მოთხოვნით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, რაც ოფიციალურმა უწყებებმა 11 თვის შემდეგ დააკმაყოფილეს. გაგრძელება