"პარიჟანკა", "ბესელკა" და ბოკუჩავა, ანუ კოლხი დიაცების ორთაბრძოლა პარლამენტში
font-large font-small
"პარიჟანკა", "ბესელკა" და ბოკუჩავა, ანუ კოლხი დიაცების ორთაბრძოლა პარლამენტში
პროვოკატორის ბლოგი ზოგჯერ ვთვლი, რომ ცოტაც და ჩემი პროვოკატორული კარიერა დასამარდება! აი, თუნდაც, გახარიას სისტემაში გავიგებთ პოზიტივს და მინდა, რომ ასე გაგრძელდეს, თუმცა, ხანგრძლივ არც წუთისოფელი გვახარებს, არც ხელისუფლება, არც ტყიბულის ქვანახშირის წარმოება და მეც ისევ მწარე-მწარედ მიწევს წერა! ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი რომ გაწონასწორდეს ჩვენს ქვეყანაში, ამით დასრულდება ჩემი პროვოკატორობა, მაგრამ სადაა ეს ბედნიერება?
ახლახან კინაღამ სახმო სიმები დააგლიჯეს ერთმანეთს ბესელიამ და ბოკუჩავამ. გამეგონა და არ მჯეროდა, რომ კოლხი დიაცების ორთაბრძოლა უფრო დაუნდობელია, ვიდრე მსოფლიო ომებიო. მართლაც, რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ეგ პარლამენტარების პირიდან კი არა, ვაგზლის მიმდებარედ "დასაქმებული" სექსმუშაკების პირიდანაც კი არ უნდა წარმოითქვას! რა ლექსიკა იყო, რა აზრები! ისეთი ამბავი იყო, თვით სატანაც კი კუთხეში დამდგარი პირჯვარს გადაიწერდა, "უფალო, დაგვიფარეს" ძახილით. ვაკვირდები და ჩვენს საუბარში თითქმის აღარ ისმის სიტყვები: "წრფელი", "სანდო", "საიმედო", "მიამიტი", "თავმდაბალი", "სათნო", "კეთილშობილი", "ღირსება", "თავაზიანობა", "განათლება", "კულტურული", "ფასეულობა", "სიყვარული", "თრთოლა", "უანგარო", "ჭეშმარიტება", "თავგანწირვა", "სიმშვიდე", "დამოუკიდებლობა", "კეთილდღეობა", "იმედი", "ერთობა", "ოჯახი", "სამშობლო", "მიხარია", "თანაგიგრძნობ" და მისთანანი. ამ სიტყვებს, "მომაკვდავი სიტყვების ლექსიკონი" გამოვცეთ და იქ მაინც შევაფარებინოთ თავი!
ბესელია-ბოკუჩავას კონფლიქტამდე იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვნად სახასიათო განცხადება: "სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის შნურიანი ტელეფონი, რომელიც ჩვენ წინ ვერაფრით წაგვიძღვება", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს უთქვამს! აი, შენ დაგეწვა სრულიად უკაბელო საკომუნიკაციო საშუალებები, გიორგი! საერთაშორისო დონის დიპლომატზე ასე რომ ლაპარაკობ, შენ ეგ ქალი ის ბავშვები გგონია, სახელდახელოდ მოწყობილ ბანაკებში რომ ატრენინგებდი? ჯერ არ გადაუწყვეტია "ქართულ ოცნებას", პარიჟანკა იქნება კანდიდატი თუ კახი კალაძე ან სრულიადაც სხვა, მაგრამ ის, ვინც არ გაწყობთ, "პრევენციულად" დაგესლავთ ხოლმე! არც გაღირსათ ბიძინამ თავისი მომავალი რჩეულის გამოცხადება, რომ თავზე დაატყდეთ, ამოუჩხრიკოთ წარსული და "რუსთავი 2"-ის მაყურებელს გააგებინოთ, რამხელა უბედურებას აირჩევენ, თუ შემოხაზავენ 41-ს!

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რა უფლებით შეიძლება ილაპარაკოს "ქოცზე" "ნაცმა"? მორალი სულ დაიკარგა?! ზოგადად, პარტიულები ერთმანეთზე ნუ ილაპარაკებთ, ძალიან ამაზრზენია, როცა ერთმანეთს წამოაძახებთ ხოლმე წარსულს. ვინც უნდა იყოთ - გუბაზი, გასპაჟა ბურჟანადზე, დაუნ ვი დიქტეიტე ნათელაშვილი თუ საგანელიძე!

საგანელიძის ხსენება სულ მავიწყდებოდა. ეგ ბატონი ამას წინათ ღაღადებდა, ისაო, ესაო, "საპარტნიორო ფონდი" ძალიან ბევრის გამკეთებელი ვართ, სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო პროექტებში ჩადებულ ყოველ ერთ დოლარზე ფონდმა 8 დოლარის გარედან მოზიდვა შეძლო, რაც ფანტასტიკურად კარგი მაჩვენებელიაო. გასაგებია, ფანტასტიკური მაჩვენებელია, ვისაც გამოადექით, მათთვის, თორემ მათთვის, ვისთვისაც 5-ათასლარიანი საგრანტო პროექტიც კი სანატრელი გახადა ქვეყანამ, მისთვისაც გეკითხა, ჩვენო გაჭირვებულო, ხალხზე ზრუნვით დაქანცულო ბატონო დავით! რომ ამბობთ, გვიჭირს, კი არ ვწუწუნებთ, მაგრამ ასეაო, ისე გაუჭირდეს ყველა ჩემს კეთილად მახსენებელს. ლომისა და კატის არ იყოს, ლომი ვის მოეხმარება ან ვის დასჯის? ვისაც დაფინანსება მივეცით, ნათესაურ კავშირს თუ ეძებთ, საკმაოდ დიდი სანათესავო მაქვს და ნებისმიერ პროექტში, რომელსაც საპარტნიორო ფონდი აფინანსებს ან მონაწილეობს, ყველგან შეგიძლიათ, ჩემი ნათესავები მოძებნოთ, მე ყველათი ვამაყობო, აი, ასე გვითხრა ბატონმა!

პ.ს. საგანელიძე წუწუნებდა, რომ ძალიან გაუჭირდა, რადგან მის მანქანას სახურავი არა აქვს, ყველს დაობებულს ჭამს, ღვინოს ძველს სვამს და ტელეფონზე კიდევ "პნოპკებიც" არ ჰქონია.

პ.ს. ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს, თუ ბიძინამ არ უშველა!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2441 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1205 კომენტარი