ჯანსუღოვნას უთქვამს, არ მაიძულოთ, უმრავლესობით მოვიდე, თორემ ბიძინას თავზე დავაფშვნი იმ შუშის სასახლესო
font-large font-small
ჯანსუღოვნას უთქვამს, არ მაიძულოთ, უმრავლესობით მოვიდე, თორემ ბიძინას თავზე დავაფშვნი იმ შუშის სასახლესო
პროვოკატორის ბლოგი პროვოკატორის ბლოგი

ხე თუ ნაყოფით შეიცნობა - ქვეყანა საპრეზიდენტო კანდიდატებითო, ანუ პოლიტკლოუნთა მარათონი

ვფიქრობ, ყველაზე ხარისხიანი იუმორი თაკო ჩარკვიანს აქვს, - არ მაიძულოთ, უმრავლესობით მოვიდე, თორემ "ქოცს" "ქოცზე" არ დავტოვებ და ბიძინასაც თავზე დავაფშვნი იმ შუშის სასახლესო. შესაძლოა, ეს იუმორად არ ჩათვალოთ და ამ პირიმზისაებრ საჩინო ქალბატონის კლინიკაზე გაამახვილოთ ყურადღება, მაგრამ რომელი კლინიკური ნიშნები აქვს, ოღონდაც მითხარით? დამიჯერეთ, თაკო ხუმრობს და იმიჯს უფუჭებს იმ პოლიტიკოსებს, ვის გვერდითაც ამ ბოლოს ხედავთ.

დიდი ოპოზიციური გაერთიანება შემდგარა და ამ ეშმაკის კვალზე შემდგარ პარტიებს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ვაშაძე დაუსახელებიათ. კარგად ვერ ვასხვავებ, რომელი ვაშაძე - "იუსტიციის" ვაშაძე თუ ანანიაშვილის ქმარი?

მინდა, ცოტა გულუბრყვილოდ მოგაჩვენოთ თავი და რუსეთში კარიერაგაკეთებული ვაშაძის დამსახელებელი არ იქნებოდნენ ეს მედასავლეთეების სახელებს ამოფარებული "დიდი ოპოზიციონერები". დავიჯერო, ვაშაძეებს ერთი ასევე დაგაინტერესებთ
"უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს"

"აგერ არის კვირიკაშვილი და თქვას, რამდენად ვმართავდი ქვეყანას და ვერეოდი თუ არა მე მის ფუნქციებში"

"ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის"
წესიერი მრჩეველი არ შერჩათ ქვეყანაზე, რომ უთხრას ერთს ან მეორეს, - პოლიტკლოუნობას თავი დაანებეთ, თქვენი მატარებელი ჩავლილიაო? ჩანს, რომ ამ ბატონებთანაც ყველაზე გვიან კვდება იმედი და მაგათ გამოუსწორებელ-გადაჭარბებულ ოპტიმიზმს მხოლოდ საარჩევნო შედეგები თუ ჩაჩექმავს!

ვაშაძეები და რომელიღაც ორგანიზაციის მიერ ნომერ პირველ პოლიტიკოსად აღიარებული ბაქრაძე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები, წყალს წაუღია, ზედ მიუყოლებია კიდევ ის გაუმაძღარი პოლიტიკოსები, ბიძინას ხელდასმით რომ წამოტივტივდნენ და ხრავენ საქართველოს მომავალს. ორი ყოფილი, უმაღლესი სახელისუფლებო პირი მინდა მოვახვედრო დღევანდელ პროვოკაციაში: ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი.

ქუმსიშვილი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებას ხელმძღვანელობდა კარგა ხნის განმავლობაში, ახლა გახდა საეჭვო, მიუხედავად იმისა, რომ 4 წელში 372 პროექტი დაფინანსებულა 900 მილიონზე მეტით და 14 000-ზე მეტი კაცი დასაქმებულა. აი, ეს პატარა რამეა? სხვა თუ არაფერი, ბატონმა ქუმსიშვილმა ისეთი სამადლობელი წერილი მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორისგან, სულ დამბურძგლა მისი კითხვისას, ურყევი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენ მიმართო! რაც შეეხება კვირიკაშვილს, ეგ კაცი ნალღობი თოვლივით გაიპარა ქართული პოლიტიკიდან! თანაც, ერთდროულად ქუმსიშვილ-კვირიკაშვილს ახლა რომ ადანაშაულებენ მაქინაციებში, აქამდე რად არ გააჩერეს, თუ მართლა რაღაც ვერ იყო რიგზე? არ გინდათ ახლა "ქოცური" გაპრავება, აქაოდა, კვირიკაშვილს იმნაირი სახე აქვს, მაგისგან ფულის მოღუნვას ვერ წარმოვიდგენდითო!..

ისე, რომ იცოდეთ, მე ყველაზე გრძელსახელიანი სამინისტროს იმედი არ მაქვს. უიმედობის საფუძველი ისაა, ერთი ანდაზისა არ იყოს, რამდენი ვირიც ვიყიდეთ, იმდენი წიხლის სროლია გამოდგა და რაღა ეს "დამოკლებული" მინისტრთა კაბინეტი იქნება გამონაკლისი? ნეტამც ვცდებოდე, მაგის მეტი სურვილი და ოცნება არ დამრჩენია!

განახლებული მთავრობის იმედი მაშინ გამიჩნდება, თუ ნამდვილად ამოაცეცხლებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც დაუმსახურებელი ლუკმები გადაუშვეს ხახაში! და კიდევ, არასდროს ვაპატიებ "ქოცობას" იმას, რომ დეპუტატი ჭიჭინაძე ამორიცხეს პარტიული სიიდან, ვითომ ის არ ეყოფოდა მაგას, "გეპეის" დიპლომიც რომ არ აქვს!

პ.ს. ერთი მეგობარი მყავს, კარგად იცნობს სახარებასა და ქართულ პოლიტიკურ რეალობას. მისი ნათქვამია: ხე თუ ნაყოფით შეიცნობა - ქვეყანა საპრეზიდენტო კანდიდატებითო (ვაშაძე, ბაქრაძე, ნათელაშვილი). ამავე მეგობარს აფიქრებს შემდეგი (სტილი სრულად დაცულია): "სამი რამაა ჩემთვის საფიქრალი: 1) რაფერ დებენ კარამელში ჯემს; 2) ვინ დააოკებს თაკო ჩარკვიანს; 3) ვის შევჩივლო, ჯანსუღი რო კტარია".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
510 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი