აკი პოლიტიკაში დავბრუნდიო, ბატონო ბიძინა?!
font-large font-small
აკი პოლიტიკაში დავბრუნდიო, ბატონო ბიძინა?!
პროვოკატორის ბლოგი
კახეთის დასეტყვის მერე კიდევ ერთხელ განვიხილეთ აგროუსაფრთხოების საკითხები და დავადგინეთ:

1. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს;
2. თელავის ზვრებს პატრონი არ ჰყავს;
3. ატამი კი გაიყიდა, მაგრამ საზამთრო გადაყარეს კახელებმა ანუ საზამთროსმჭამელი ხალხი აღარ გვყავს ისევე, როგორც ერთ დროს ერეკლე მეორეს არ ჰყავდა მეზარბაზნეები;
4. დააყარა და დაათოვა ბიძინას, რადგან მაგისი ერთი დღის შემოსავლით შეიძლებოდა საზამთროს კომპენსაციის გაცემა;
5. ამოწყდეს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებამდე. ვინც გადარჩებიან, ისინი - არჩევნების მერე.

დადგენილება 41-პუნქტიანი იყო და სულ ბოლო ასე იყო ფორმულირებული: აკი პოლიტიკაში დავბრუნდიო?

ბიძინას პოლიტიკაში მეორედ მოსვლის მერე არც ლარის კურსს დასტყობია ხეირი და საწვავის ფასიც ისეთია, მტერ ქვეყანას (ბუნებრივია, რუსეთს) რომ უსურვებს მხოლოდ "შტაბკვარწირა" ვაშაძე...

ადრე უცნაური მხოლოდ უფლის გზები იყო, ახლა უცნაურია საპრეზიდენტო კანდიდატები, ზამთარი და ზაფხული, ოპოზიცია და პოზიცია,
თეთრი და შავი, მასწავლებელი და მოსწავლე, "ფეისბუკი" და "ოდნოკლასნიკები", ჭირი და ლხინი, ჯანმრთელი და ავადმყოფი...

"ოცნებისგან" ერთხელ უკვე მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას აპირებს და ზოგჯერ ისეთ ჩიქორთულ ქართულს გამოურევს, სიცილისგან ყურებამდე გაგეხსნება პირი. დაუშვებს თუ არა შეცდომას, გამოცვივდებიან ბრძნადმეტყველი და ენის წესის გამჩენი მისი ოპონენტები, ხან "ძიალოგს" გაჰყვირიან, ხანაც "გათხრას" და ზოგჯერ "ტვინის განძრევასა" თუ "ანალისტს". ერთმა უჯიშომ ისიც კი წამოაყრანტალა, ნიკო ნიკოლაძის სახელს ნუ ახსენებს ეგ გადაგვარებულიო. ემიგრანტის შთამომავალი რომ ასე მეტყველებს ქართულად, ეს საამაყო უფრო უნდა იყოს, მაგრამ ახლა სალომე უპირობო ლიდერია და ყვავებივით უნდა დაესივნენ "ნაციონალები", "ლეიბორისტები", პატრიოტები თუ ურაპატრიოტები, აბა, თავი რით უნდა შეიქციონ? "მიშავიზიიდან" პოლიტიკაში გადაბრძანებულმა ზალიკო უდუმაშვილმა სალომე "ნაციონალურად" დაბომბა, აქაოდა, ეს დედაკაცი უცერემონიო, უკულტურო პოლიტიკოსია და ენის უცოდინარობის თვალსაზრისით შეადარა ელენე თევდორაძეს, რომელსაც პრეზიდენტობის ამბიცია არასოდეს ქონიაო. "ქონია" თუ "ჰქონია", ბატონო ზალიკო? ამოდენა ენაწმინდა კაცი სხვის შეცდომებზე რომ ხითხითებ, ეგებ შენივე ქართული გაგესაჯა? ან სულაც, "ნაციონალური მოძრაობის" უზენაესი საფიცარი მიშას მეტყველების კულტურა გაგეხსენებინა, ან თავის დროზე, "კურიერის" ეთერიდან შეგენიშნა მისი ენაბრგვილობა! ენის სიწმინდე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პარიზელის ქართულის განხილვას თავი დაანებე და ნურც იმას მოგვიწოდებ, რომ "ტვინი გავანძრიოთ და არ დავუშვათ პუტინის რეზიდენტის გაპრეზიდენტება".

დავუშვათ და არის ზურაბიშვილი ელენე თევდორაძის პარიზული ვარიანტი, უშვებს ენობრივ შეცდომებს, ფარულად (რაღა ფარულად) არის ბიძინას ფავორიტი კანდიდატურა, რუსეთის რეზიდენტი (არსებობს ალტერნატიული მოსაზრება, რომ "აშუშუს ქალია") და მერე რა? არის ვინმე უკეთესი? თუ არის, ჯანდაბას ჩემი ხმა!

სალომე თავისი საცხოვრებლის საკითხით რომ აპელირებს, რას დავეძებ, სად გაათევს ღამეს, სად დაადებს ვეტოს პარლამენტიდან წამოსულ კანონპროექტს (ნეტავ ფრანგულად როგორაა "ვეტოს დავადებ"?), მე ის მადარდებს, ჩვენ სად და როგორ ვიცხოვრებთ, თორემ პრეზიდენტყოფილი მიშა სულაც "ჩერდაკის" ბინადარია, ხოლო "შეუცდომელი" და იგავმიუწვდომელი ედუარდი სულაც კრწანისის რეზიდენციის მიწისქვეშეთშია სამუდამოდ, ვინ შეეწირა ამ ბატონების საბოლოო თუ მიმდინარე ლოკაციებს?

რატომ გაიმარჯებს ზურაბიშვილიო? ზოგმა იკითხა. მარტივად აგიხსნით: "სამ ჭორვილსკის" ფავორიტია, ეს ერთი და დანარჩენი, მისგან გამომდინარე: ადმინისტრაციული რესურსი, მასწავლებლები, ბაგა-ბაღები, მეგზევეები, მერძევეები, მეტყევეები და ასე შემდეგ... თან, "აწარმოე საქართველოში" მიკროგრანტების პროექტს ახლა იწყებს, ცოტაა 5-20-ათასლარიანი გრანტი? როგორ გეკადრებათ! მშრომელი და გონიერი კაცის ხელში ახლა 5 ლარიც ფულია...

პ.ს. - ბატონებო, თქვენ ეცნობით "რუსთავი 2"-ის ინფორმაციას რეგულარულად? - ეკითხება ვაშაძე ამომრჩეველს.
- ვეცნობით, ბატონო, აბა, სხვანაირად როგორ გავიგებთ, რომ მიშას დროს კარგად ვცხოვრობდით და ახლა კი ცუდად...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
ჰელსინკში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა,
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი