'ნატოში სწრაფ გაწევრებაზე ვერ ვისაუბრებთ, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება' - რას ველოდით და რა მივიღეთ?!
font-large font-small
'ნატოში სწრაფ გაწევრებაზე ვერ ვისაუბრებთ, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება' - რას ველოდით და რა მივიღეთ?!
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის 2-დღიანი ვიზიტი დასრულებულია. გაკეთდა განცხადებები, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვიხილეთ შეხვედრა პრეზიდენტთან, სტუდენთებთან, ქალბატონი მერკელი ჩავიდა საოკუპაციო ხაზთანაც... თუმცა კვლავაც ისმის კითხვები: - მივიღეთ კი ის, რასაც ველოდით გერმანიის კანცლერისგან?

ქართველი ჟურნალისტების კითხვებმა პრესკონფერენციაზე ნათლად ასახა საზოგადოებრივი ინტერესიც - მიგვიღებენ ნატო-ში ან ევროკავშირში? შეიცვლის გერმანია საკუთარ პოზიციას საქართველოს ნატო-ში გაწევრების თაობაზე?

ვიდრე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით, ჯერ უნდა ითქვას, რა განცხადა მერკელმა საჯაროდ.

რა თქმა უნდა, უნდა გაკეთებულიყო და გაკეთდა კიდეც განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა გერმანიის კანცლერის ტონი საკმაოდ რბილი იყო და ის მოერიდა რუსეთის ხელისუფლების პირდაპირ დადანაშაულებას ამ ყველაფერში.

"ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე", - ეს განცხადება მერკელმა ვიზიტის პირველ დღეს გააკეთა. ასევე დაამატა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაც შეუძლიათ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ყველაფერს გააკეთებენ.

რა თქმა უნდა, ეს ტონი განსხვავდება იმ მკაცრი ტონისგან, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს აქვთ ხოლმე რუსეთზე საუბრისას.

ის, რომ პირველ დღეს კანცლერმა სიტყვა "ოკუპაცია" არ ახსენა, ლამის ქართველი მედიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის განხილვის მთავარ თემად იქცა, თუმცა უკვე მეორე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას, მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია. ის ჩავიდა საოკუპაციო ხაზთანაც, თუმცა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები არ იახლა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მან მოიწონა საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებით. "ვიცით, რომ ბევრი სირთულე გაქვთ, თუმცა ცდილობთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ხალხთაშორისი ურთიერთობები დაალაგოთ. ამიტომ, მახარებს იმის გაგება, რომ რუსეთთან ყველა ამ პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან. მათ აქ ჩამოსვლა მოსწონთ და სწორედ ეს არის მთავარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მოსალაპარაკებლად", - ეს სიტყვები მერკელმა ოფიციალურ ვახშამზე წარმოთქვა და ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს მინიშნება იმისკენ, თუ რა ხედვა აქვს გერმანიას საქართველოსთან მიმართებით და რისკენ მოუწოდებს საქართველოს.

ის ფაქტი, რომ მერკელმა რუსი ტურისტები ახსენა და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერი თქვა, უკვე საყურადღებოა... (გაგრძელება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
ჰელსინკში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა,
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი