ბიძინამ ჯერ ღარიბაშვილი "შემოგვწირა", მერე კვირიკაშვილი... - რა ელის ყმაწვილ ბახტაძეს?
font-large font-small
ბიძინამ ჯერ ღარიბაშვილი "შემოგვწირა", მერე კვირიკაშვილი... - რა ელის ყმაწვილ ბახტაძეს?
პროვოკატორის ბლოგი პოლიტიკური გულმავიწყობა ქრონიკულად მოედო საქართველოს მოსახლეობას. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის 100%-ით არჩეულ ხელისუფალს ორიოდე თვეში ამომრჩევლის თითქმის 100-ვე პროცენტი მივუბრუნდებით ხოლმე და ვლანძღავთ ჩვენი უბედური ცხოვრების გამო. ხან გამსახურდია შევაჩვენეთ, ხან შევარდნაძე, ხანაც სააკაშვილი და ამ ბოლოს ვინ აღარ, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტებიდან!

იღბლად, ნებისმიერი ხელისუფალი გვიტოვებს იმის შესაძლებლობას, გული რომ მოვიოხოთ. ამ ბოლო დროს მარგველაშვილი იყო შეჩვენების ობიექტი, მაგრამ თავისი ვეტოიან-ნათესავებიანად იმდენად უგერგილოა, რომ სიტუაციამ მოითხოვა ახალი "პოლიტშესაწირი". ბიძინამ ჯერ ღარიბაშვილი "შემოგვწირა", მერე კვირიკაშვილი და თუ სახელმწიფო მოხელეებმა არ გაითავისეს კარგად, რისთვის დასკუპდნენ სკამებზე, არც ყმაწვილ ბახტაძეს დაეყრება უკეთესი დღე.

ბახტაძისა და ზურაბიშვილის ახლანდელ მაქებარებს მინდა ვუთხრა, მოდი და შემოწყრეს ბიძინა მაგათაც, ბახტაძეც წყალს უნდა გააყოლოთ და სალომეც? ისე, წინა შეწირულებისა არ იყოს, მაგათ ორივეს ცურვა ეცოდინება და ან საზღვარგარეთ წავლენ, ან სულაც გალაკტიონის ოფელიასავით მონასტერში! სასაცილოა, თუ იმის გამო ვაქებთ ბახტაძეს, რომ მშობლიურ ენაზე ისაუბრა გაეროში. ტოჟე მნე მეორედ მოსვლის ჟამს ქართული ენით მხილება რუსეთისა ან კიდევ სალომეს დავიწუნებთ დამტვრეული ქართულის გამო! მე თუ მკითხავთ, ენა სულ უნდა ამოკვეთო ზოგ ჩინოვნიკს, მერე რაღას იზამენ და როგორ დაურეკავენ ბიზნესმენებს "ატკატებსა" და ათასგვარ ფინანსურ მაქინაციაზე? თუ კომუნიკაციისთვის ალტერნატიულ საშუალებას გამოიყენებენ და მიწერ-მოწერას დაიწყებენ, "სქრინი" და მისი ჯანი! თუ დადასტურდება ასეთი ფაქტი, საზოგადოებრივ სამსჯავროზე უნდა გაიყვანო გაქსუებული ხელის ბიჭები, ნამუსზე შეაგდო და შეაჩვენო მათი მადა და კაცობა! აი, მეც კარგად ვერ ვარ მგონი, როდის იყო პოლიტიკოსებს სინდის-ნამუსის სამსჯავროსი ეშინოდათ?

ნამუსის სამსჯავროსი რომ ეშინოდეთ სპორტისა და განათლების ყოფილ მინისტრებს, ჰაერსაც ვერ უნდა სუნთქავდნენ ახლა თამამად, მაგრამ სადაა ეს მორალური თვითშეგნება? რამდენად გახრწნილია სისტემა, როცა ბავშვების მომავლის საფუძვლის შემზადების სახელით, ანუ ვითომ განათლების მოტივით ფულებს აკეთებდნენ? კიდევ ბევრი ისეთი დეტალია, რომლის გამოაშკარავებისას არა თუ სამინისტროს მაღალჩინოსნები, არამედ სკოლის ბევრი მასწავლებელიც უნდა წითლდებოდეს აღებული ხელფასებისა თუ პრემიების გამო! ჩაჭრილი მასწავლებლების უტიფარი სახეები, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, სერტიფიცირებული პედაგოგების ჩაჭრილი მოსწავლეების არმია, უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის დონის კატასტროფული კლება, ისევ "კარდონდიპლომა" თაობები, რომელთა უმეტესობა ერთ მშვენიერ დღეს ტაქსის მძღოლობისას გვეტყვის, სახელმწიფო რომ იყოს წესიერი, მე ტაქსის მძღოლი რატომ უნდა ვიყო, საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის ფაკულტეტი მაქვს თავის დროზე დამთავრებულიო! ჰოდა, თუ ექნება ასეთი დიპლომი, ამნაირმა ტაქსისტებმა უცხოელი ტურისტები აიყვანონ ხოლმე და ასეირნონ ღვთის მადლით ჯერ კიდევ გადარჩენილ ამ ჩვენს ქვეყანაში! მერე დიპლომატიურად გვარიანი გასამრჯელოც გამოართვან და მიიტანონ სახლში დიდი სიამაყით, რადგან ეს ყველაფერი ქმნა იმ ფაკულტეტის დიპლომმა, დიდი სიამაყით რომ აიღო ოდესღაც! ყველა დიპლომიანი დიპლომატი ვერ იქნება, სადაა ამდენი საკონსულო და საელჩო, ბატონებო? ან კიდევ ბიზნესის ადმინისტრირებას რომ სწავლობენ, სადაა ბიზნესი, მისი ადმინისტრირება რომ დაიწყონ? თუ ჰგონიათ, რომ ოქუაშვილსა და ჯოხთაბერიძეს წაერთმევათ ბიზნესები და მაგათ გადაეცემათ სამართავად, უკაცრავი პასუხია და ამდენსაც ნუ იოცნებებენ!

პ.ს. "შტაბკვარწირა" ვაშაძეს უთქვამს, ჩემი უმაღლესობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თავმდაბლად შებრძანდება უმაღლესი მხედართმთავრის ამპლუაშიო. ქოცებმა სიცილი დააყარეს, პუანტები გეცმევა, ბატონო, თუ რუსული "ბაწინკები", ეგ მაინც გვითხარი, ადვილად რომ გიცნოთო... ნეიტრალური მოქალაქე ჩაერია საუბარში და თქვა, პრეზიდენტს შემოდგომის მიწურულს ჩიქორთული ქართულით იცნობთ, მკაცრად გამოხატული ფრანგული აქცენტითო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
3 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი