"ჩვენი საბოლოო მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა "
font-large font-small
"ჩვენი საბოლოო მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა "
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.

- ბატონო ბაჩუკი, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, რა იქნება მეორე ტურზე?
- არჩევნების შედეგების ზოგადი შეფასება შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. ერთი, ეს არის მთლიანობაში ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები, მილიონამდე ამომრჩეველმა მხარი ოპოზიციას დაუჭირა და ეს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიცემული ხმებია, ანუ პასუხი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი დგას: ჩამოშლილი ინსტიტუციები, კორუფცია, სოციალური პრობლემები და სხვა. ამიტომ ლოგიკურია, რომ მან ხელისუფლებას უარი უთხრა. ეს რომ საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო, "ოცნება" ქართველი ხალხის ვერდიქტით, ხელისუფლებაში უკვე აღარ იქნებოდა.
აქედან გამომდინარე, მეორე ტურის შედეგიც ლოგიკური იქნება, პოლიტიკური რესურსი გრიგოლ ვაშაძის გარშემო საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, მისი პროფესიონალიზმი სახეა და ის მხარდაჭერაც, რომელიც მას ჰქონდა, არჩევნების შედეგზე აისახა. დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ამომრჩეველი მეორე ტურში უფრო აქტიურიც შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვება გარანტირებულია. ხალხი ხედავს, რომ არ შეიძლება ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ხელში იყოს ყველა ინსტიტუცია და სწორედ ეს სურათი მივიღეთ.
- როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის გაერთიანება და მხარდაჭერა რომ არა, მოახერხებდა პირადად გრიგოლ ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობა" ამ რაოდენობის ამომრჩევლის მხარდაჭერას, რაც უნდა გაბრაზებული ყოფილიყო ხალხი ხელისუფლებაზე?
GzaPress- ბევრი ფაქტორი იყო და სწორედ ეს აღვნიშნე, გრიგოლ ვაშაძე ჭკვიანია, პროფესიონალია. სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატია და ერთიანობისკენ, სიმშვიდისკენ ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ხელისუფლების მხრიდან შავი პიარი კი ბუნებრივია, ისინი ხომ ოპონენტს ებრძვიან. პოლიტიკური ძალების გაერთიანებამ გარკვეული სინერგია მოახდინა და ვაშაძეს ავტორიტეტული პიროვნებების მხარდაჭერა მოუტანა, რაც არჩევნების შედეგზე აისახა.
- რას იტყვით გრიგოლ ვაშაძის რუსულ წარსულზე? თუკი პრეზიდენტი ის გახდება, როგორ პოლიტიკას გაატარებს რუსეთთან მიმართებაში?
- შავ პიარში სწორედ ამას ვგულისხმობდი, თითიდან გამოწოვილი თემაა, "ქართული ოცნების" მხრიდან აგორებული. არ შეიძლება ადამიანს ის დასწამო, რის წინააღმდეგაც იბრძვის. გრიგოლ ვაშაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში თავისი მუშაობით დაამტკიცა, რომ მისი პოლიტიკა მკაფიოდ პროდასავლურია, ისევე, როგორც მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალებისა. გრიგოლ ვაშაძემ მინისტრობისას ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრირებული ყოფილიყო და მე ვიტყოდი, რომ სწორედ მისი ერთ-ერთი დამსახურებაა და არა "ქართული ოცნების", რომ დღეს ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს და ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით სოლიდური ნაბიჯები გადაიდგა. ვფიქრობ, არასერიოზულად გამოიყურება რუსეთის თემაზე აპელირება. ჯერ იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალს გადახედონ, ვინც მას უჭერს მხარს, მერე თავიანთ მოკავშირეებს და ყველაფერი ნათელი იქნება. ჩვენი მთავარი მიზანია, წმინდა პროდასავლური, ეროვნული, კოალიციური ხელისუფლება მოვიდეს საქართველოს სათავეში. ამაში ვხედავთ ჩვენ პროგრესს.
- "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი და ის რეჟიმი, თქვენი შეფასებით, ძალადობრივი იყო? დღეს თქვენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიეს წევრების გვერდით დგახართ და აქედან გამომდინარეა საინტერესო თქვენი აზრი ამ საკითხზე.
- "ნაციონალური მოძრაობის" წინა პლანზე წამოწევაც პიარ ტექნოლოგიის ნაწილია, მაგრამ არ მგონია, ამან ეფექტური შედეგი მისცეს ხელისუფლებას. ვისთანაც პრეტენზიები საზოგადოებას აქვს, დღეს სწორედ "ქართულ ოცნებაში" უნდა მოიკითხონ, მურუსიძით დაწყებული, ახალქალაქის მაჟორიტარით დასრულებული. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი ვერ ვიქნები, თუმცა, ჩვენ პარტნიორები ვართ გაერთიანებულ ოპოზიციაში და მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული, რა იყო ცუდი და რა - კარგი, რა არ უნდა განმეორდეს. სიმართლე გითხრათ, უარყოფითი მოვლენების გამეორებას "ქართული ოცნების" მხრიდან უფრო ვხედავ, რადგან ყველა ის ადამიანი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" პრობლემას წარმოადგენდა, მათთან გადაპორტირდა და მმართველობის სტილიც ძალიან ჰგავს. ამ პრეტენზიას გაერთიანებული ოპოზიცია ნამდვილად ვერ მიიღებს.
- როგორი წარმოგიდგენიათ მომდევნო 6 წელი, თუკი პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდება?
- პირველი და უმთავრესი ეს არის სიმშვიდე, პროგრესი და მაქსიმალურად ხელშეწყობა, რომ საზოგადოების გაერთიანება მოხდეს და არა - გაყოფა. ჩვენი ამოცანა საქმის კეთებაა და არა - რევანში, საბოლოო მიზანი - ხელისუფლებაში მოსვლა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კვალდაკვალ მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს პროგრესული ძალების მოსვლა ხელისუფლების სათავეში და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც უკვე უფრო რეალური იქნება იმ რეფორმების განხორციელება, რომლის აუცილებლობაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
872 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი