გიორგი კანდელაკის ქონება თუ უქონლობა...
font-large font-small
გიორგი კანდელაკის ქონება თუ უქონლობა...

საიდან მექნება იმდენი ფული, ხელაღებით რომ ვხარ­ჯო?!


ჟურნალი ”გზა”, 2011 წელი

გიორგი კანდელაკი მის მოკრივე სეხნიაში არ აგერიოთ: ის ყოფილი დეპუტატია, ეს - ამჟამინდელი და თანაც - ”კმარელი”, თავისი მოკრძალებული ქონებრივი დეკლარაციით... აი, ამიტომაც მითხრა საუბრის დასაწყისში: არაფერი არა მაქვს და არც ისე საინტერესო რესპონდენტი უნდა ვიყო თქვენთვის; ალბათ სხვები (უფრო მდიდრები იგულისხმა) უარს გეუბნებიან და ჩემთან ამიტომაც მოხვედითო. სიმართლის რაღაც მარცვალი ნამდვილად არის მის სიტყვებში, რადგან ზოგიერთს მართლაც არ სურს საკუთარ ცხოვრება-ქონებასა და ბიზნესზე ლაპარაკი (საკუთარზე არა, თორემ სხვისაზე - გიყვარდეთ...) და არცთუ უმიზეზოდ. ისე, ბატონმა გიორგიმაც მთელი კვირა მაწვალა და როცა მიხვდა, თავს არ დავანებებდი, დამთანხმდა... ჩემი დღევანდელი რესპონდენტი დეპუტატის ხელფასით ცხოვრობს და 29 წლის ასაკში საკმაოდ სერიოზული თანხისთვისაც მოუყრია თავი.

- ეს ბინა მამაჩემის საკუთრებაა. მე ამჟამად ქირით ვცხოვრობ და დიდი ხანია, რაც ფულს ვაგროვებ საკუთარი ბინის შესაძენად (შარშან პარლამენტარს ”საქართველოს ბანკში” 27.000 ლარი ჰქონდა შენახული, ერთი წლის შემდეგ კი ანუ წლევანდელ დეკლარაციაში თანხა 42.000 ლარამდე გაიზარდა. ერთ წელიწადში 15.000 ლარის გადანახვა ცუდი არ არის ახალგაზრდა კაცისთვის. - ავტ.).
- გარდა ამისა, ”პროკრედიტ ბანკშიც” გაქვთ თანხა - 12.000 დოლარი. შარშან 5.000 დოლარი გქონდათ. კარგად მიგიმატებიათ. როგორც ჩანს, მხარჯველი არ უნდა იყოთ...
- ზომიერად. საიდან მექნება იმდენი ფული, ხელაღებით რომ ვხარ­ჯო?! გააჩნია, როგორ გარემოსა და ოჯახში იზრდები. მე ფუფუნებაში არ გავზრდილვარ და ნებიერი ბავშვობა თუ ახალგაზრდობა არ მქონია. ვიცი, რომ დღესაც საკუთარი თავისა და ხელფასის იმედზე უნდა ვიცხოვრო. ამიტომაც ფუფუნების საგნებს არ ვყიდულობ. მიყვარს წიგნები და ფული არ მენანება წიგნის საყიდლად. ამას წინათ აი, ეს საათი ვიყიდე ინტერნეტით.

- და რამდენი გადაიხადეთ?

- 52 დოლარი. მჭირდებოდა და ამიტომ, თორემ მაინცდამაინც არც აქსესუარების ყიდვა მიყვარს.
- თუ გახსოვთ, პირველი გასამრჯელო რაში მიიღეთ?
- როგორ არ მახსოვს?! სტუდენტობისას ვთარჯიმნობდი. საზღვარგარეთ ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და განათლება ნაწილობრივ ინგლისურად მაქვს მიღებული, ამიტომ ეს ენა საფუძვლიანად ვიცი. რა თქმა უნდა, რუსულსაც კარგად ვფლობ. რაში დავხარჯე, არ მახსოვს. ალბათ ოჯა­ხისთვის, სხვა რაში უნდა დამეხარჯა?! რაც დრო და ქვეყანა აირია, მამაჩემის სამსახური არასტაბილური გახდა, დედას ახლაც სასაცილო ხელფასი აქვს და უკვე რამდენი წელია, ოჯახის რჩენა ძირითადად მე მიწევს.
- თამარიც ხომ მუშაობს?
- ეროვნული უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილის მრჩევლად მუშაობდა, მაგრამ ახლა აღარ მუშაობს. თანაც, მისი ხელფასი მთელ ოჯახს ხომ ვერ გასწვდებოდა!

- როგორც ჩანს, ხელფასი გყოფნით ბინის ქირაშიც, ოჯახის შესანახადაც, ყოველდღიური სა­ჭიროებისთვისაც და ინახავთ კიდეც. მოკლედ, ბედს არ უჩივით...
- ისე რა. მომჭირნედ თუ დავხარჯავ, მყოფნის...
- საერთოდ, ასეთი მომჭირნე და მოკრძალებული ადამიანი ხართ? თქვენი ხელფასი ხელგაშლილობის საშუალებას ნამდვილად გაძლევთ...
- (იცინის) ყველაფერში - არა, მაგრამ მატერიალურ საკითხებში - კი. (როგორც ჩანს, ხელფასი პარლამენტში წელიწადში დაახლოებით 8.599 ლარით იმატებს ანუ თვეში 716 ლარით, რადგან შარშან სახელფასო თანხა 44.877 ლარს, ხოლო წლევანდელ დეკლარაციაში კი - 53.476 ლარს შეადგენს... ვერაფერს გააწყობ! აბა რა, პენსიონრებს წელიწადში 10 ლარი უნდა მოუმატონ, დეპუტატებს - 716... პენსია მართლაც, 100 დოლარი რომ გახადონ, დეპუტატებს რაღა? არანაირი პრეტენზია არ მაქვს ჩემს დღევანდელ რესპონდენტთან, ამ მთავრობას რა ვუთხარი თორემ)...

- ქეიფსა და მოლხენაშიც არ გიყვართ ფულის დახარჯვა?

- როდესაც რესტორანში მივდივართ, მეგობრები ხარჯს ვიყოფთ და ყველა ვიხდით.
- ახალ დეკლარაციას და თქვენს უძრავ-მოძრავ ქონებას ავტომობილი ხომ არ შეემატა?
- არ მიყიდია, თუმცა იმ ფულით, რაც ბანკში მაქვს, შემიძლია შევიძინო, მაგრამ ჯერ ამის საჭი­როებას ვერ ვხედავ. სხვათა შორის, მანქანა არასდროს მყოლია.
- და არც გინდათ, რომ გყავდეთ?
- როგორ არ მინდა, მაგრამ მირჩევნია, ჯერ ბინა ვიყიდო.
- ხშირად მიწევს საზღვარგარეთ ყოფნაო, - მითხარით. იქ თუ ყიდულობთ რაიმეს ძვირად ღირებულს - ტანსაცმელს, სუვენირებს, საჩუქრებს ოჯახის წევრებისთვის? თუ იქაც ხელმომჭირნეობას იჩენთ?
- ღვინო მიყვარს და საზღვარგარეთ უფრო ხშირად კარგი ღვინის ყიდვაზე უარს ვერ ვამბობ. არ მიყვარს ღვინის გადაკვრით დალევა და სასმლით ”გასკდომა”. ღვინო უნდა დააგემოვნო - თუ გემოს ვერ გაიგებ, მაშინ რატომღა უნდა და­ლიო, არ მესმის. ეს არ არის ჩვეულებრივი სასმელი და სხვა დამოკიდებულება უნდა გქონდეს მასთან. ღვინის სმა - დაჭაშნიკება და დაგემოვნებაც ხომ ერთგვარი კულტურაა. რაც შეეხება საჩუქრების ყიდვას, აჯობებს, უფრო გულუხვი ვიყო, ვიდრე ვარ...

ბატონი გიორგის თქმით, უნივერსიტეტში მისი სწავლის პერიოდში კორუფცია და მექრთამეობა პიკს აღწევდა და სწორედ ეს გახდა მაშინდელი პროტესტისა და ხმაურიანი გამოსვლების საფუძველი ლოზუნგით: უნივერსიტეტს აფერისტი და კორუმპირებული ხალხი მართავს და - კმარაო!.. ეს ყველაფერი შემდეგ პოლიტიკურ აქტივობაში გადაიზარდა, რასაც ”კმარას” ჩამოყალიბება მოჰყვა. ეს ამბები ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. მე უბრალოდ, ერთი რამ ძალიან მიკვირს - რო­გორ დავიჯერო, რომ დღეს არ კმარა ძალადობა, საკუთარი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და აფერის­ტობა, უმუშევრობასა და გაჭირვებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ... იქნებ დღესაც ბევრი რამ კმარა, მაგ­რამ რთულია 4.450-ლარიანი ხელფასის მქონე პარლამენტარების გადმოსახედიდან მიხვდე, რა კმარა და რა - არა...


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი