ირინა სარიშვილი დარწმუნებულია,რომ ახალი ხელისუფლება უთვალთვალებს - გზაპრესი

ირინა სარიშვილი დარწმუნებულია,რომ ახალი ხელისუფლება უთვალთვალებს

ირინა სარიშვილი "ფეისბუკის" აქტიური მომხმარებელია... მუდმივად გამოთქვამს აზრს ახალი თუ ყოფილი ხელისუფლების მიმართ.

გუშინ, გვიან საღამოს თავის "ფეისბუკგვერდზე" ახალი პოსტი დადო:

"ბოლო ორი თვეა, აშკარად მანქანა დამყვება. მაგის მეტი რა ვიცი, წინა, წინის წინა და იმის წინა ხელისუფლებების გადამკიდემ?

აი, ახლაც აქ დგანან საყვარლები...

იყო დრო, როცა სიგარეტს ვუგდებდი ხოლმე აივნიდან, როცა უმთავრდებოდათ, საჭმელიც ჩამიტანია...

ვზივარ და ვფიქრობ, - ნეტა ამჯერად რა უნდათ? შეიძლება ჩემმა ხშირმა ვოიაჟებმა შეაშფოთათ უკრაინაში, ემანდ ესეც სადმე არ დანიშნონო...

ჰოდა, ქოცებო, ბრძენთაბრძენნო და შორსმჭვრეტელნო! ჩემს დევნა–თვალიერებას, ლარს რო გაკიდებოდით, არ ჯობდა ვითომ? ეგებ გაგესწროთ კიდეც და დაისვენებდით თქვენც და ჩვენც! ჰა? სტატუსი "ოცნებასავით" ინფლაციურია".