"მემკვიდრეობით მიღებული" ეკონომიკური ქაოსი და მისი დალაგების საძიებო გზები
font-large font-small
"მემკვიდრეობით მიღებული" ეკონომიკური ქაოსი და მისი დალაგების საძიებო გზები
მეცნიერი-ეკონომისტი სოლომონ პავლიაშვილი მიმდინარე და ბოლო წლების ეკონომიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს და იმ უარყოფით და დადებით მხარეებზე საუბრობს, რაც ამა თუ იმ პროექტს ახლავს თან.
სოფლის მეურნეობის განვითარება, ქართული პროდუქციის მოყვანა, რეალიზაცია, მისი საექსპორტო ნიშა, ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფა, ფასებისა და მონოპოლიების რეგულაცია და - ჩვენი ინტერვიუს მთავარი თემებია.

- ბატონო სოლომონ, ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის მიმოხილვა იმ თემებით და პროექტებით დავიწყოთ, რომლებიც, თქვენი ხედვით, წარმატებით განხორციელდა და გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე უფრო პოზიტიურად აისახება.
GzaPress- ჩემი საქმიანობის განმავლობაში, რამდენიმე მთავრობის მუშაობის მომსწრე და უშუალო მონაწილე გახლდით და ეს პროცესები აღწერილიც მაქვს. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, პოზიტიურია ის, რომ ბიზნესზე ზეწოლა, კერძო საკუთრების ხელყოფა აღარ ხორციელდება და სრული მხარდაჭერაა, ბიზნესს პოლიტიკური ლობირება აღარ სჭირდება და შეიძლება ითქვას, ვისაც მისი კეთების უნარი აქვს, არა მხოლოდ წამოწყებაა გაადვილებული, არამედ არსებულის უკეთ წარმართვაც. მცირედი ეკონომიკური შეფერხება, რაც "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იყო, როგორც წესი, ხელისუფლების ცვლილებას ზოგადად ახასიათებს და გრძელვადიან პერსპექტივაზე ეს უარყოფითად არ აისახება. წარმატებული პროექტები განხორციელდა, თუნდაც, ენერგეტიკაში. რამდენი მცირე ჰესი შენდება და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. განსაკუთრებულად შეგვიძლია გამოვყოთ - სოფლის მეურნეობა, აქ არსებული დაბალპროცენტიანი სესხები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და ჯანდაცვის სისტემა. ამ ორ სექტორში პოლიტიკური ნების რეალიზაცია ხდება.

მაგალითად წლევანდელი რთველი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ყურძენზე ასეთი ფასები, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის განმავლობაში არ ყოფილა. რთველმა შესანიშნავად ჩაიარა, მაგრამ ამას მეტი რეკლამირება და საზოგადოების ინფორმირება სჭირდება. როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერი იყო და სეტყვით დაზარალებულ კახელებს 100 მილიონი ლარი აჩუქა, ოპოზიციამ ისეთი შავი პიარი ააგორა, ეს ფაქტიც კი უარყოფითად წარმოაჩინა. იმან მეტი მიიღო და მე ნაკლებიო, ხალხი ერთმანეთს გადაეკიდა. ის 100 მილიონი კახეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო და მოტივაცია შექმნა იმისა, რომ წელსაც ვენახების გაშენება მიდის, ყურძენზე ფასმა აიწია და შემოსავლებიც გაიზრდება. ქარხნების შენება დაიწყეს. ბიძინა ივანიშვილი ამ დროს არჩეულიც იყო და გამარჯვებულიც, უბრალოდ, თავისი სიტყვა შეასრულა და ის ფული დაურიგა. ძალიან მიკვირს, როცა მას ინვესტორთან აიგივებენ. უნდა ვიცოდეთ, რომ სხვა წლებში ასე არ იქნება და არც უნდა იყოს. შენ თუ შენი მოსავალი უსაფრთხოდ გინდა გქონდეს, ადექი და დააზღვიე. მარტო მოთხოვნა არ უნდა შეგვეძლოს, ვალდებულებებიც გაგვაჩნია. ხელისუფლების ფუნქცია ის არაა, მოსახლეობას საწვავი მისცეს, მოუხნას და დაუთესოს, მისი ფუნქცია სადაზღვევო პაკეტის შემოტანაში მხარდაჭერაა, დაბალპროცენტიანი სესხების აღებაში ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის შექმნა და კარგი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა. არ შეიძლება ენერგეტიკაში იშოვო ფული და სოფლის მეურნეობაში გადაქაჩო, მოსახლეობამ ეს უნდა ისწავლოს. კომპანიებმა დაბალპროცენტიანი სადაზღვევო პაკეტები, გადახდის გარკვეული გრაფიკი უნდა შესთავაზონ მოსახლეობას და ყველა დააზღვევს თავის მეურნეობას.

- ყურძნის თუ სხვა პროდუქტის ძვირად გაყიდვა გლეხისთვის, რა თქმა უნდა, კარგია და ექსპორტის გაზრდაც მისასალმებელია, მაგრამ მაღალი ფასები ადგილობრივი მომხმარებლის ჯიბეზეც აისახება, რომლის შემოსავალი იგივე რჩება, საბაზრო ფასები კი ბევრ რამეზე იმატებს.
- როცა მოთხოვნა იზრდება, მიმწოდებელს საშუალება ეძლევა, ფასიც გაზარდოს. ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდების დამოკიდებულებასთანაა კავშირში. თავის დროზე, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ სოფლის მეურნეობას და მევენახეობას, ვიცით, რა სერიოზული დარტყმაც მიაყენა. იდეოლოგია, რომ საქართველო მევენახეობის ქვეყანაა და ჩვენი სავიზიტო ბარათი ყურძენი და ღვინოა, რაღაცნაირად უკანა პლანზე გადასწია. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი კი აცხადებდა, რომ რუსეთის ალტერნატივას მოძებნიდა, მაგრამ ეს მაინც ვერ მოხერხდა. მაგალითად, 2007 წელს, ჩვენი ქვეყნიდან ღვინის ექსპორტი 70%-ით შემცირდა მაშინ, როცა რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა. ბაზრის ახლანდელმა გახსნამ კი ფასის მატებას შეუწყო ხელი.

- ის ნიშა, რომელიც რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს ერთ დროს ჰქონდა, დაიკარგა, ამიტომ, მის ექსპორტთან ერთად, ისიც საინტერესოა, რეალიზაცია რამდენად ხდება.
GzaPress- რეალიზაცია უკვე ჭირს და საქმე მთლად მარტივად არ არის, ქართული სხვა ღვინოებმა ჩაანაცვლეს, როგორიცაა - იტალიური, ფრანგული, ალჟირული, ავსტრალიური, მოლდავური, უკრაინული, რომელთაგან ზოგი ფალსიფიცირებულიცაა... რაც მთავარია, სხვა თაობა მოვიდა, რომელმაც ქართული ღვინოები ნაკლებად იცის და მათთვის აქცენტი უფრო მაღალი სპირტის შემცველ სასმელებზეა, როგორიცაა: არაყი, ვისკი და ა.შ. თუმცა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსეთის საბაჟოზე შეტანილი ღვინოების რაოდენობაში ქართული 14%-ს შეადგენს, მთლიან სეგმენტზე კი, ასე ვთქვათ, უკვე სარეალიზაციო ქსელში 7-8% უჭირავს, რაც უკვე მაღალ მაჩვენებლად ითვლება, რადგან ჯერ მხოლოდ მეორე წელია, მერე ვნახოთ.

- როდის ჰქონდა ქართულ ღვინოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?
- რაც უნდა გასაკვირი იყოს, 1998 და 2002-2003 წლებში. რუსეთის ბაზრის 65% ეკავა. ევროპული პროდუქცია დიზაინით, ეტიკეტით, მიწოდებით გვჯობნის და მომხმარებელს ისეთ ფასებს სთავაზობენ, რაც ჩვენს ღვინოს უდავოდ კონკურენციას უწევს. როცა პირველად გაიტანეს ღვინო, მაღალფასიანი გახლდათ, იმ პერიოდში ბუმი იყო, იმპორტიორები მოაწყდნენ და ფასები იმპულსურად გაიზრდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა რეგულირდება, დროა საჭირო. ქართული ღვინოც და კონიაკიც რუსეთის ბაზარზე თავის ადგილს უდავოდ დაიკავებს, მე ამის მჯერა.

- მთავრობის მუშაობაში რას შეაფასებთ ნეგატიურად?
- ვფიქრობ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი რეგულაციებისგან. თამბაქოზე აქციზის გაზრდა იმის გამო, რომ მწეველთა რაოდენობა შემცირდეს, არასწორად მიმაჩნია, ეს ასეთი ფორმით არ ხდება. არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში? პირიქით, ამან მომხმარებელი დააზარალა. ასევე, აღვნიშნავდი, მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებს, ვიზებზე რეგულაციები წინააღმდეგობაში მოდის და კარგია, რომ ამას ხელისუფლებაც მიხვდა. ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, ინვესტორის მოყვანა-წაყვანაზე ასარჩევად გვქონდეს საქმე. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც უქმეებზე ცოლ-შვილთან ერთად ჩამოდიოდა ირანიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და დროს თბილისში ატარებდა, ისვენებდა, რადგან აქ მშვიდი გარემოა, ამიტომ მათთვის რაიმე შეზღუდვის დაწესება არასწორია, დიდი სიფრთხილე გვმართებს.

- ეკონომიკურ ამნისტიებზე რას ფიქრობთ? თავის დროზე, მწარმოებლების ამა თუ იმ კუთხით წახალისებამ საკმაოდ უარყოფითი შედეგი მოგვიტანა და ბაზარი უხარისხო პროდუქტით გაივსო.
- ეკონომიკური ამნისტიებისგანაც თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ეს გადამხდელებს სხვადასხვა მდგომარეობაში აყენებს და იმის მოლოდინს ქმნის, რომ ხვალ გადასახადებისგან მეც გამათავისუფლებენო. ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა ამუშავდეს, კონკურენციის სააგენტო, რომელმაც თავისი როლი უნდა შეასრულოს, ბიზნესის ან სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარე კი არ იყოს, პირიქით, მათ შორის ერთგვარი დამაკავშირებელი, მომრიგებელი. ოღონდ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ნურავის ეგონება, რომ სააგენტო ჩამოყალიბდება თუ არა, მონოპოლისტები ფასებს მეყსეულად დასწევენ. ამას ანალიზი სჭირდება. მონოპოლიები ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული. ამიტომ, უნდა გაირკვეს, როგორ ხდებოდა ლიცენზიების გაცემა და ა.შ. თავისთავად, მონოპოლიური მდგომარეობა კი არ არის ცუდი, არამედ ამას როგორ და რა ფორმით მიაღწია, ესაა მთავარი, რაიმე სხვა მიზნებისთვის ხომ არ იყენებს, ვთქვათ, ფასების გაზრდისთვის და ა.შ. ჩვენი კვლევის მიზანი მონოპოლიური ფასი უნდა იყოს, რომელიც უშუალოდ მომხმარებელს აზარალებს და ანალიზი უნდა გაკეთდეს, რამდენად სწორადაა დაწესებული ეს ფასები, გარიგება ხომ არ არის და ა.შ. როდესაც, მაგალითად, კრიზისის ფონზე ბარელ ნავთობზე ფასი 146 დოლარიდან 60 დოლარამდე ჩამოვიდა, ჩვენ ეს არ გვიგრძნია. სამაგიეროდ, როცა მოიმატა, ის ჩვენზეც აისახა. ამის დარეგულირებაა მნიშვნელოვანი.

- რა ფორმით უნდა განხორციელდეს კონტროლი სურსათის უვნებლობაზე?
- ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და სხვათა შორის, ჩვენს ინსტიტუტში სურსათის უვნებლობის საბაკალავრო პროგრამა და აგროინჟინერიის ფაკულტეტი გვაქვს, პრიორიტეტული მიმართულებაა. პროდუქციის ხარისხის მართვა დღეს სერიოზული პრობლემაა, მაგალითად, პურთან დაკავშირებითაც. მაღალი ხარისხის პური, შესაძლოა, ქალაქში ვერც იშოვოთ, თანხაც რომ გქონდეთ. საუბარი შენახვაზე კი არ არის, ეს სხვა ინსპექტირების თემაა, წარმოებაზე, ტექნოლოგიაზეა. იქაა ჩადებული ძაღლის თავი და იქიდან უნდა დავიწყოთ. გვინდა თუ არა, მაინც ვიყენებთ ქიმიკატებს, წვეთოვან სისტემებს, რაც გარკვეულწილად კარგია, იმიტომ, რომ სხვაგვარად კონკურენტუნარიანები ვერ გავხდებით. ტექნოლოგიური დანადგარების ხარისხიც კი დაბალია. როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზეა საუბარი, რა დოკუმენტია ეს? ძირითადად, ჩვენი ვალდებულებებია მოცემული, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ისინი. იქ საუბარია, საჯარო ფინანსების მონიტორინგზე, სურსათის ხარისხზე, ანტიმონოპოლიურ საქმიანობაზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, მათ ჩამოყალიბებაზე, დემოკრატიაზე, როგორ უნდა გახდე კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და ა.შ. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ რომელიმე კონკრეტული მიმართულება, სეგმენტი, უნდა აირჩიოს, რადგან ყველაფერს ვერ მოვედებით. ეს შეიძლება იყოს ხის გადამუშავება, თხილის მოყვანა, წარმოება და სხვა.

- ძლიერ ექსპორტიორად თუ ვერ ვიქცევით, საკუთარი ბაზარი გარკვეული დოზით რომ უზრუნველვყოთ, ამაზე მაინც ხომ უნდა ვიზრუნოთ?
- რა თქმა უნდა, სწორედ ახლა მინდოდა მეთქვა, რატომღაც ბიზნესმენები ჯერ კიდევ არ დაინტერესებულან იმით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტის დაახლოებით 85% იმპორტირებულია. ეს 4-მილიონიანი ბაზარია ასათვისებელი. გარკვეული ძვრები ამ მიმართულებითაცაა და მოსახლეობა უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ და ფასიც მოქნილი იყოს. ამაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს. ხშირ შემთხვევაში, თუ იმპორტიორისთვის გადასახადები განულებულია, იმ ქვეყანაში ჩვენი ექსპორტი გადასახადს ექვემდებარება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ და ცხადია, არც ეს ინსტიტუტები უნდა დავაზარალოთ, მაგრამ ჩვენი ბაზრის დაცულობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. არასწორია აკრძალვა მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, ასარჩევად არ გვაქვს საქმე, ნებისმიერი ინვესტორი უნდა მიიღო, მისი წარმოშობის მიუხედავად, მთავარია, შენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური ინტერესები არ შელახოს, აქ კარგ საქმეს ემსახურებოდეს და თვითონ საიდან მოდის, ეს ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს. ჩვენ ავსტრია და ჰოლანდია არ ვართ და ვინმე ინვესტიციას აქ თუ ჩადებს, მნიშვნელოვანია. აჟიოტაჟი, რომ თურქს, ირანელს, ებრაელს აქ რა უნდა, არ შეიძლება. კარგად მახსოვს, ასეთი ამბები შევარდნაძის დროსაც იყო, მაგრამ მაშინ ხელისუფლება სუსტი იყო და უსმენდა, ამ მთავრობამ კი ეს თემა უნდა დაივიწყოს, არ უნდა ამას ეროვნული ლოზუნგები და სადღეგრძელოები, ასე ეკონომიკას ვერ ავაშენებთ. რეფორმების 80% იმ ეტაპზე შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ რეფორმა ისაა, რომ გრძელვადიან მიზნებში ყოველთვის ამართლებს.

- რა საფრთხის წინაშე დგას დღევანდელი ეკონომიკა აუთვისებელი ბიუჯეტის გამო?
GzaPress- როცა შენ ბიუჯეტს არ ხარჯავ, ეკონომიკას აბრკოლებ და ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. ამ ფაქტს ნეგატიურად ვუყურებ, ეს არ არის რაიმეზე ეკონომიის გაკეთება და ვფიქრობ, მოუქნელობამ გამოიწვია. პრობლემა იცით, რა არის? ის, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ვერ შეძლო იმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, საბოტაჟი და წინააღმდეგობა იყო. კი, ბატონო, პიარი არ გიყვარს, მაგრამ თანამდებობის პირი რომ ხარ, გამოდი და თქვი ტელევიზიით, რა კარგად ჩაიარა ამა თუ იმ პროექტმა, რომ სხვებმაც გაიგონ. წინა მთავრობის პერიოდში ეკონომიკის მინისტრებად ისეთი ხალხი ინიშნებოდა, ვისაც მიკრო- და მაკროეკონომიკა არ ესმოდა, ძალზე დილეტანტები იყვნენ, მაგრამ რაღაც ზეწოლის გამო, პოლიტიკური დავალებები სრულდებოდა, იძულების, შეშინების ფასად. საბედნიეროდ, ახლა ასე აღარ ხდება.

- კეთილი. მოკლედ თქვენ შესახებაც მოგვიყევით. საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია გაქვთ და სხვადასხვა დროს, სოლიდურ თანამდებობებზე გიმუშავიათ.
- ამჟამად, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გახლავართ. თსუ წარჩინებით დავამთავრე, შემდეგ, ასპირანტურა, 38 წლის ასაკში სადოქტორო დისერტაცია დავიცავი და 1999 წელს, პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია მივიღე, როგორც 40 წლამდე დოქტორმა. 200-ზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის ავტორი გახლავართ, მათ შორის, 11 მონოგრაფიის. წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი, უფროსი ლაბორანტით დაწყებული, პროფესორის თანამდებობით დამთავრებული და ამჟამადაც, სრული პროფესორი გახლავართ. 1993-99 წლებში რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსად ვმუშაობდი, საკმაოდ დიდი თანამდებობა იყო. ასევე, გახლდით პარლამენტის წევრი, საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მერე კვლავ აკადემიური საქმიანობა განვაგრძე, სტუ-ში. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი 2011 წლიდან ვარ და ჩემი მუშაობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტიც გახლავართ, რაც საკმაოდ საპატიო სტატუსია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები შედიან. ასევე - ჩვენი ჟურნალის სამეცნიერო კოლეგიის თავმჯდომარე. მონოგრაფიების, სტატიების, წიგნების ავტორი, მათ შორის, ერთ-ერთი აშშ-ში გამოვეცი.

- ოჯახზე რას გვეტყვით? როგორც ვიცი, ცნობილი ქართველი რეპერი - "მასტერი", თქვენი შვილია.
- დიახ, ოთხი შვილი მყავს - სამი ვაჟი და ქალიშვილი - ნანა, რომელიც თსუ-ში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, გათხოვილია და მალე შვილიშვილს ველოდები. გიორგი - "მასტერი" უფროსი შვილია, უნიჭიერესი მუსიკოსია, რეპი ამერიკაში შეიყვარა, ამჟამად უცხოეთშია. პატარები ჯერ სკოლაში დადიან, პავლე - 11 წლისაა, დავითი - 10-ის. მეუღლე - ნონა ადამაშვილი, დიასახლისია. მყავს 82 წლის დედა.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
27.10.2015
სირცხვილია ვიღაც სვეტა,რომ სოლომონ პავლიაშვილს გალანძღავს.დრომ ყველაფერი აჩვენა ვინ ვინ არის
დავითი
27.10.2015
სირცხვილია ვიღაც სვეტა ანონიმკა,რომ პავლიაშვილის შეაფასებს.ეს არის კაცი ვისაც არც ცხოვრებაში და არც ურთიერთობაში არაფერი არ შეშლია. ნახე თუ როგორ მართავს უნივესიტეტს და მიხვდები რანდენად ძლიერია. და თუ რამე დააშავა ვერც ნაცებმა და ვერც ქოცებმა რატომ არ მოსჭამეს ფეხები
დავითი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი