მიშა მაჭავარიანის ქონება - ბაბუის ნაქონი ბინა, სახლი ჭორვილაში, აგარაკი ტაბახმელაში...
font-large font-small
 მიშა მაჭავარიანის ქონება - ბაბუის ნაქონი ბინა, სახლი ჭორვილაში, აგარაკი ტაბახმელაში...

ჩემმა ძმამ ჩემს შვილებს საბანკო ანგარიშები გაუხსნა


ჟურნალი "გზა", 2010 წელი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის ქონებრივი დეკლარაცია "სიუხვით" არ გამოირჩევა: მის სახელზე არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და სამეწარმეო საქმიანობა არ ფიქსირდება, მოცემულია მხოლოდ საბანკო ანგარიშები, მისი მეუღლის - სოფო ჟღენტის საკუთრებაში არსებული თანხა (5.900 ლარი) და ცოლ-ქმრის ხელფასები. რუსთაველზე გაზრდილი თანამდებობის პირი ახლაც ბაბუის დროინდელ სახლში ცხოვრობს და ფულის საკითხში, მუშნი ზარანდიას პრინციპს ეყრდნობა, რადგან "დიდ ფულს დიდი თავის ტკივილი და პრობლემები აქვს".

- ბატონო მიხეილ, თქვენი ქონებრივი დეკლარაცია ძალზე მწირია, თითქმის ცარიელია...
- დიდ ქონებას არ ვფლობ, ასე რომ, რაც არა მაქვს, იმას ვერ ჩავწერდი. ბაბუაჩემის დროინდელი (ვანო მდინარაძე) სახლი გვაქვს რუსთაველზე. ის მუშად მუშაობდა თბილისის ავტოსარემონტო ქარხანაში, კარგი თანამშრომელი იყო და 1939 წელს 2 ოთახი და ავტომობილი აჩუქეს, რაც მაშინ იშვიათობა იყო. 1941 წელს ფრონტზე წავიდა და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ამ 2 ოთახში ვიზრდებოდით, მერე კი ნელ-ნელა გავფართოვდით და 1980-იანი წლების ბოლოს კიდევ 1 ოთახი შემოვიმატეთ. როცა ცოლი მოვიყვანე, მისი ბინა გავყიდეთ და კვლავ გავფართოვდით. ძალიან კარგი ეზო გვქონდა - ქართულ ლაპარაკსაც გაიგონებდი, სომხურსაც და ქურთულსაც. ტრადიციული თბილისური ეზო იყო (არა - "იტალიური"), სადაც საერთო აივანზე ნარდსაც თამაშობდნენ, დომინოსაც, ქეიფობდნენ კიდეც და ა.შ. ახლა ეს ტრადიცია ცოტა დაიკარგა, ზოგი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ასევე გვაქვს ბებიაჩემის მამის დატოვებული სახლი ცხრა ძმის ქუჩაზე, რომელიც გვინდა, გავყიდოთ და თანხა ახალი ბინის სამშენებლოდ შევიტანოთ. ეს გეგმაში გვაქვს და ალბათ, წლის განმავლობაში განვახორციელებთ.
- როგორი ავეჯითაა გაწყობილი თქვენი სახლი - ძველებურით თუ თანამედროვეთი?
- ალბათ, ორივენაირით. ბაბუაჩემის ნაქონი მაგიდა და ჭურჭლის კარადა გვაქვს. მე და ჩემმა მეუღლემ რესტავრაცია გავუკეთეთ, რაღაც ახალი ნივთებიც შევიძინეთ. მე და სოფოს ნამდვილად, არა გვაქვს ცუდი ხელფასი და შეგვიძლია, პერიოდულად, ძალიან მაგარი - არა, მაგრამ საშუალო დონის ნივთები ვიყიდოთ. ვფიქრობ, რა შემოსავალიც გვაქვს, ნამდვილად, შეესაბამება იმ ქონებას, რომელსაც ვფლობთ. ფასიანი ქაღალდები არ გამაჩნია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მაქვს სადეპოზიტო.

GzaPress

- რაიმე ძვირფასი საოჯახო ნივთი თუ გაქვთ?

- ამ წლების განმავლობაში დაგროვდა რაღაც ნივთები. მათგან რომელიმეს განსაკუთრებით ვერ გამოვყოფ, მაგრამ არის ნივთები, რომლებიც ბებია-ბაბუებისგან დამრჩა. ვერ ვიტყვი, ძვირფასებია-მეთქი, მაგრამ ჩემთვისაა ძვირფასი. ბებიაჩემის ნაჩუქარი პიანინო გვაქვს. ჯერჯერობით, ჩემი ქალიშვილი ერთობა მასზე, ვითომ უკრავს.
- თავად თუ გეხერხებათ სიმღერა ან რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა?
- დაკვრა არ მეხერხება და როცა ცოტა ნასვამი ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმღეროდი ხოლმე. ახლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 4 წელია, აღარ ვსვამ.
- სპორტის რომელიმე სახეობაზე თუ დადიოდით ბავშვობაში?
- კი, თუკი რამეზე შეიძლებოდა სიარული, ყველგან მატარა დედაჩემმა, - ცურვაზე, წყალბურთზე, ფრენბურთზე, კალათბურთზე... ერთადერთი - ფეხბურთზე არ მივლია. ძალიან მიყვარდა და მეგობრებთან ერთად, ახლაც ვთამაშობ ხოლმე სისტემატურად, როგორც წესი - კვირაში ერთხელ. ზაფხულია და ცოტა მოვუხშირებთ. დილაობით კი ვსეირნობ ხოლმე, ფუნიკულიორზე დავდივარ ფეხით.

- თქვენს შვილებზე რას გვეტყვით?
- ვადო 9 წლისაა, ბარბარე კი - ოთხის. ვადო "ბაკურ სულაკაურის საავტორო სკოლაში" სწავლობს. ბავშვების აღზრდის საკითხში, მთლიანად ჩემს მეუღლეს ვენდობი. მოვიტყუები, რომ ვთქვა, არ გამეხარდებოდა, პირველ სკოლაში რომ მისულიყვნენ-მეთქი, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე: იქ სწავლის განსხვავებული მეთოდია და მომწონს. 4 საათამდე სკოლაში არიან და გაკვეთილების ნაწილსაც იქვე ამზადებენ.
- რაიმე დანაზოგი თუ გაქვთ?
- ჩემმა ძმამ, როცა მადნეულის კომპანიაში მუშაობდა, ჩემს შვილებს საბანკო ანგარიშები გაუხსნა - თითოეულს 10.000 დოლარი და მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, რომ ამ თანხას ბავშვებს სწავლისთვის შევუნახავთ. როცა წლის განმავლობაში მივლინებიდან თანხების დაზოგვას ვახერხებ, იმასაც ვინახავ. დეკლარაციაში ყველა მათგანია მითითებული, წყაროებიც კი - რა საიდან მაქვს. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ჩემს შვილებს მივცე კარგი განათლება, თბილისშიც და თუ საჭირო გახდება - უცხოეთშიც.
- ზაფხულში სად ისვენებთ ხოლმე? აგარაკი გაქვთ?
- ჩემთვის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, ჩემი სოფელია. თბილისიდან 175 კილომეტრის დაშორებითაა - საჩხერის რაიონის სოფელი ჭორვილა. კარგი სახლი გვაქვს; მე და ჩემმა ძმამ ცოტა ხელი შევავლეთ და გავაკეთეთ; ლამაზი ეზო გვაქვს, ვენახი - პატარაა, მაგრამ კარგი მოსავლის დროს, 300 ლიტრი ღვინო იწურება, ცუდისას კი - 100-150, ასე რომ, იმერული ღვინო ყოველთვის გვაქვს ოჯახში. ასე რომ, ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვისვენებ, ჩემი სოფელია. ვცდილობ, თვეში 2-ჯერ, 3-ჯერ იქ ჩავიდე და ყოველთვის კარგად დასვენებული ვბრუნდები. მიწის ნაკვეთი მაქვს დიღმის მეურნეობაში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მუშაობისას მივიღე (და არა როგორც დეპუტატმა). ჩემი მეუღლის მამას ტაბახმელაში აქვს აგარაკი და ზაფხულის ნაწილს იქ ვატარებთ ხოლმე. მერე კი - ბათუმი და სოფელი. ბავშვები არდადეგების დაწყებისთანავე მიგვყავს იქ და დიდი ჟრიამული აქვთ ხოლმე.

- თბილისში სად დადიხართ მეგობრებთან ერთად? სად ერთობით?
- მეგობრების ოჯახებში, ან ისინი მოდიან ჩვენთან. რესტორნებსა და მენიუებს ძირითადად, მხოლოდ მაშინ ვეცნობი, როცა უცხოელ სტუმრებს ვეპატიჟებით. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, რომ ოჯახთან ერთად ვიარო რესტორნებში, დრო არ მყოფნის. თუ რაიმე კარგი კონცერტია, მივდივართ. თუ კარგი მატჩია, ფეხბურთს ვუყურებ ტელევიზიით. ჯერჯერობით შანსი არ მქონია, მსოფლიოს ან სხვა რომელიმე ჩემპიონატის მატჩებს სტადიონზე დავსწრებოდი. ამ მიზანსაც თუ დავისახავ, აუცილებლად მივაღწევ. სამხრეთ აფრიკაში წასვლას არ ვაპირებ, შორია და მეზარება. ევროპაში თუ იქნება, უკრაინაში ან პოლონეთში, ვეცდები, იქ მოვხვდე. ეს 2012 წელს იქნება.
- პროფესიიდან გამომდინარე ალბათ, ბევრს მოგზაურობთ. რომელ ქვეყანას გამოარჩევდით?
- სამსახურის გამო მიწევს გამგზავრება ამა თუ იმ ქვეყანაში. სტრასბურგში მიწევს ხშირად ჩასვლა, ვინაიდან იქ საპარლამენტო ასამბლეა ტარდება. გერმანია-საფრანგეთის მოსაზღვრეა და რეისი თუ შაბათ-კვირას ემთხვევა, ზურა ჭიაბერაშვილის დახმარებით დავდივარ ხოლმე და ძალიან ლამაზ ადგილებს ვათვალიერებთ. სტამბოლშიც ხშირად ჩავდივარ: შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ვარ, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი და ადრე ვიცე-პრეზიდენტიც ვიყავი. 12 ქვეყანაა გაერთიანებული და რუსეთის გარდა, ყველგან შემიძლია წასვლა. წელს სტამბოლში ვიყავი, მაგრამ სერბეთში ვერ წავედი, რადგან სტრასბურგს დაემთხვა. ეგვიპტეში ვარ ნამყოფი. ჩინეთი მაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ვანო (ჩემი ძმა) ელჩი იყო იაპონიაში, იქაც ვერ მოვხვდი... ბევრი დრო რომ მექნება, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაშიც წავალ სიამოვნებით. ამერიკის კონტინენტზე მხოლოდ აშშ-ში ვარ ნამყოფი. ვერ ვიტყვი, რომ ბევრს ვმოგზაურობ. მხოლოდ სამსახურის გამო მიწევს. ბოლოს, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ვიყავი აშშ-ში. ესპანეთი მომეწონა ძალიან, თანაც - 1989 წელს ვიყავი, სტუდენტური გაცვლა იყო და კარგად დამამახსოვრდა ეს ქვეყანა.

GzaPress

- სუვენირები თუ ჩამოგაქვთ ხოლმე?

- პატარა თეფშები. ადრე დედაჩემი ინახავდა ხოლმე და ვინაიდან ახლა ერთი და იმავე ქვეყნებში დავდივარ, აზრი აღარ აქვს ჩამოტანას, - ერთნაირებს ხომ არ შევაგროვებ?
- რაიმე კოლექცია ხომ არ გაქვთ?
- ადრე ვისკისა და კონიაკის ნიმუშებს ვაგროვებდი. ახლაც მაქვს, მაგრამ სმას რომ თავი დავანებე, აღარ ვყიდულობ. 150-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ვისკი, კონიაკი და სხვა სასმელები მაქვს. პორტუგალიაში რომ ვიყავი, იქაური ღვინო წამოვიღე; მაქვს შოტლანდიური, ირლანდიური, თურქეთიდან - რაკიო და ა.შ. ეგზოტიკური რაღაცებიც მაქვს - საერთო ჯამში, კარგი კოლექციაა.
- მეუღლისთვის რა საჩუქრები ჩამოგაქვთ?
- ყოველთვის ჩამომაქვს რაიმე, ძირითადად - სუნამო. ყურადღება ჩემთვის, ყველაზე მთავარია. შვილებსაც ძალიან უხარიათ ხოლმე, განსაკუთრებით - გოგონას.
- ტანსაცმელს სად ყიდულობთ?
- აი, ეს საკითხი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს - დიდი ხნის განმავლობაში შემიძლია მეცვას ერთი და იგივე. არ მაქვს რაიმე ბრენდი ამოჩემებული, რაც შემხვდება, იმას ვყიდულობ, ისიც - იშვიათად. თუ რაღაც მოვირგე და მომეწონა, სანამ არ გავცვეთ, მანამდე მაცვია. ფეხსაცმელს მეტ ყურადღებას ვუთმობ, რადგან პრობლემური ფეხი მაქვს და თუ კარგად არ მოვირგე, მტკენს.

- სპორტული სტილი მოგწონთ?

- კი, შაბათ-კვირას ყოველთვის ამ სტილისას ვიცვამ.
- რა აქსესუარებს იყენებთ?
- საათს, რომელიც დიდი ხნის წინ ჩემმა სიმამრმა მაჩუქა. სხვებიც მაქვს, მაგრამ ეს ამოვიჩემე. საქარწინო ბეჭედს ვატარებ და ჩემი მეუღლე სულ მეუბნება, არ დაკარგოო, იმიტომ, რომ თამაში მიყვარს თითებით... ჰალსტუხი დიდად არ მიყვარს, 3 ცალი მაქვს ამოჩემებული - წითელი, ლურჯი, ცისფერი ელემენტებით და ვარდისფრით.
- რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?
- ჭამის მხრივ, ძალიან ადვილი შესანახი ვარ, პრეტენზიული არ გახლავართ. რძის პროდუქტები მიყვარს, წიწიბურა - შეგნებულად არ გეუბნებით მის რუსულ სახელწოდებას... ლობიო, განსაკუთრებით - ჩემს სოფელში გაკეთებული. ჩემი მეუღლე გემრიელ საჭმელებს აკეთებს ხოლმე, თავისი ფანტაზიით, ძალიან მომწონს. მანამდე, დედაჩემიც მანებივრებდა. ყველაფერს მირჩევნია იმერული უბრალო სუფრა - მჭადი, დატეხილი ყველი, ხაჭაპური, ლობიო, მწნილი და ა.შ. ბრაზილიური სამზარეულო გამისინჯავს, სტრასბურგშია და ძალიან მიყვარს. დელეგაციას ტრადიციად გვაქვს იქ მისვლა. ინდურიც მომწონს, ჩინურიც, უკრაინულიც და ა.შ.

- რა მარკის ავტომობილი გაქვთ?

- ადრე რაც გვყავდა, გავყიდეთ, იმ თანხით ახალი მანქანა გამოვიყვანეთ განვადებით და თვეში გარკვეულ თანხას ვიხდით. ჯიპია და უფრო მოსახერხებელია ჩემთვისაც და სოფოსთვისაც.
- თქვენი მეუღლე სად მუშაობს?
- სოფო 2 ადგილას მუშაობს - "აიეტიში" და ტურისტულ სააგენტოში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. არც ერთ ადგილზე მოწყობაში არ დავხმარებივარ, თვითონ მიაღწია ყველაფერს.
- დიდ თანხას თუ ინატრებდით და რაში დახარჯავდით?
- ღმერთის წყალობით, რაც მაქვს, იმის კმაყოფილი ვარ. მაინც, მუშნი ზარანდიას პრინციპის მომხრე ვარ - კაცი უნდა "ეყო" ხელფასს, რადგან ის არასოდეს გეყოფა... ერთ რამეს ვისურვებდი - რომ შემოსავალი, რომელიც ჩემს ოჯახს აქვს, იმ ადამიანებსაც ჰქონდეს, ვისაც უჭირს. დიდ ფულს დიდი თავის ტკივილი და პრობლემები ახლავს. იმასაც სწორად უნდა დახარჯვა. ბევრ კარგ ადამიანს ვიცნობ, ვინც კეთილ საქმეებში ხარჯავს დიდ ფულს. სამწუხაროდ, სხვანაირებიც არიან...


თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
18.12.2014
Jipze naklebi Ar gekadrebat magram verts imas davijereb 160 lari gekopat bednierebisatvis.
b-n mixeil
18.12.2014
Jipze naklebi Ar gekadrebat magram verts imas davijereb 160 lari gekopat bednierebisatvis.
b-n mixeil
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი