ბატონო პრეზიდენტო, როგორი კუპიურები გნებავთ? - გზაპრესი

ბატონო პრეზიდენტო, როგორი კუპიურები გნებავთ?

 

ამერიკელ პოლიტიკოსს რესპუბლიკური პარტიის წევრ მიტ რომნის 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებენ (2008 წელს თავისი კანდიდატურა მან მაკკეინის სასარგებლოდ მოხსნა). აიოვას შტატში თავისი კოლეგის წინასაარჩევნო კომპანიის მიმდინარეობის დროს რომნიმ ამომრჩევლებს პრეზიდენტ ობამას შესახებ ანეკდოტი მოუყვა:

"ერთხელ ობამა ბანკში მივიდა, რომ ჩეკი გაენაღდებინა, მაგრამ პირადობა თან არ ჰქონდა. ბანკის თანამშრომელმა მას სთხოვა როგორმე დაესაბუთებინა, რომ ის ნამდვილად პრეზიდენტი ბარაკ ობამაა. ობამამ იკითხა: ეს როგორ დაგიმტკიცოთ? თანამშრომელმა უპასუხა: ამდღეებში ჩვენთან ფილ მიკელსონმა (გოლფისტი) შემოიარა და მასაც არ ჰქონდა პირადობის დამდასტურებელი მოწმობა. მან აიღო გოლფის ჯოხი და ერთი დარტყმით ბურთი ზუსტად მიზანთან მიაგორა. ჩვენც მაშინვე მივხვდით, რომ ის ნამდვილად გოლფისტი მიკელსონი იყო. როცა ანდრე აგასის დაემართა იგივე, მან ჩოგანი აიღო და ბურთი მიზანს მოახვედრა. თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ დაამტკიცოთ რომ ნამდვილად პრეზიდენტი ობამა ხართ?  "წარმოდგენა არ მაქვს" - უპასუხა ობამამ.  "ბატონო პრეზიდენტო, როგორი კოპიურები გნებავთ - მსხვილი თუ წვრილი?"