ლევან მამალაძე მიხეილ სააკაშვილს ემუქრება - გზაპრესი

ლევან მამალაძე მიხეილ სააკაშვილს ემუქრება

ორიოდე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა საყდრისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძეც მოიხსენია.

"რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ქვეყნისთვის სიმდიდრე და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები.

ის, რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს კი, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა. თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდების აფეთქების შემდეგ ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში. ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, უპასუხისმგებლობისა და უმეცრების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყველა მიმართულებით.

მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება, ახლა მაინც, შეაჩერებინონ უკანონო სამუშაოები, რათა ის მაინც გადავარჩინოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ლევან მამალაძე თავის ფეისბუკ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ამ მიმართვას აქვეყნებს და პასუხსაც იქვე სცემს:

"მიშა! უნდა დაგამთავრებინო ტაკიმასხარაობა და ქართველი ხალხის მოტყუება! სად ხარ მითხარი კიევში თუ მოსკოვში , მაქ გნახავ. არ დამემელო იცოდე, ნუ შეშინდები, მოიყვანე ჟურნალისტები და გამისწორე თვალი. ყველას გაეცი პასუხი, როგორ წაგლიჯეთ სახელმწიფოს და მისსაკუთრეთ მადნეული კვარციტი, როგორ მიეცით კაპიკებში რუსულ კომპანიას და ჩაუჯექით წილებში შენ და ბიძაშენი თ.ალასანია. რუსებს და ნაყოფიას შენივე ბრძანებით უფეშქაშე საყდრისი გასანადგურებლად. რაც შენ აკეთე მურვან ყრუს და შახ აბბას არ უქნიათ. ქართული საზოგადოების გარყვნაზე, ტერიტორიების გაჩუქებაზე, საქართველოს უცხოთა კოლონიათ ქცევაზე ცალკე მოგთხოვ პასუხს. აბა ეხლა არ გამექცე როგორც 2003 წელს გამექეცი პირდაპირი ეთერიდან სამჯერ. გელოდები მითხარი სად მოგაკითხო!!!"