"ლეპსის კონცერტზე წასვლა ერის ღალატი არ არის, ღალატი სხვა რამაა!"
font-large font-small
"ლეპსის კონცერტზე წასვლა ერის ღალატი არ არის, ღალატი სხვა რამაა!"
მაკა შალიკაშვილი სიახლეებზე, პოლიტიკურ თემებზე, მიმდინარე პროცესებზე...



- რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, მე ვარ ადამიანი, რომელიც კარგსაც ხედავს და ცუდსაც. მართალია, აქტიურობით აღარ გამოვირჩევით, კონცერტები აღარ გვაქვს, მაგრამ პირადად მე, გულწრფელად რომ გითხრათ, სამუშაოს მხრივ, წელს უფრო კარგად ვარ, ვიდრე - შარშან. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს საქმიანობასთან პოლიტიკა რაიმეთია დაკავშირებული, მაგრამ ხელოვნება მაშინ უნდა ადამიანს, როცა ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარეა, ყველანაირი რესურსია საიმისოდ, რომ რაღაც გადაიღო.

- იყო ტენდენცია, როცა მსახიობებსაც შერჩევით, პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით იღებდნენ კინოში ან ბლოკავდნენ.
- კი და რა უბედურებაა ეს?! ვაცხადებ, რომ ეს საშინელებაა! გაგვანებეთ თავი ამ მსახიობებს და ხელოვნების წარმომადგენლებს! შოუბიზნესში ვინ ვისთან ერთობა, არ ვიცი, მაგრამ მსახიობები ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და პოლიტიკაში ნუ გაგვრევენ. მილიარდერი მსახიობი საქართველოში არ არსებობს, ვის აქვს ფული? ამას წინათ, ერთ-ერთ კომპანიაში მოვხვდი, სადაც ქალბატონები თავის მოსავლელ სხვადასხვაგვარ პროცედურას იტარებდნენ და სულ ორი მსახიობი ვიყავით. არადა, სახის მოვლა ხომ ყველაზე მეტად მსახიობს სჭირდება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამ ძვირად ღირებული პროდუქციის შეძენის საშუალება. რა დააშავეს, მაგალითად, პერიფერიის თეატრების მსახიობებმა? ერთ რამეს ვიტყვი და მინდა, ეს ყველას ყურამდე მივიდეს, ჩემი დიდი ტკივილი და სურვილია, რომ ვიყო თეატრში და მქონდეს იმდენი ხელფასი, რომ სხვა სამსახური არ მჭირდებოდეს. ქართულმა თეატრმა ბევრი უნიჭიერესი მსახიობი დაკარგა მატერიალური მდგომარეობის გამო, ბევრი გახდა იძულებული, ტელევიზიაში წასულიყო. ჩემს თავს არ ვგულისხმობ, მე დღეს თეატრში ვთამაშობ, "მარჯანიშვილში" მაქვს რეპეტიციები და დიდი მადლობა ჩემს რეჟისორს - ლევან წულაძეს, რომ ამის საშუალება მომცა.

- ახალი მთავრობის მუშაობაში რა მოგწონთ და რა - არა?
GzaPress- წინა მთავრობის დროსაც ბევრი რამ მომწონდა ან არ მომწონდა და ახლაც. თავის საქმეში ვინ რამდენად კომპეტენტურია, ეს მე არ ვიცი, პოლიტიკოსები გარეგნობისა და ჩაცმის მიხედვით კი შემიძლია, შევაფასო. თუმცა, მთავარია, მათი გონებრივი შესაძლებლობები, განათლება, საქმის ცოდნა, მზაობა. რადგან დანიშნეს, ალბათ დასანიშნი იყო. ერთი რამ ვიცი, საკუთარი თავიდან გამომდინარეც, რომ ცხოვრებაში თუ რამე მომეცა, ჩემი შრომის დამსახურებაა და რაც არ მომეცა, ისიც ჩემი ბრალია და საკუთარ თავში ვეძებ მიზეზებს.

- ვის მიიჩნევთ ყველაზე სიმპათიურ პოლიტიკოსად?
- ვახტანგ რჩეულიშვილს, გოგა ხაინდრავას, ირაკლი ალასანიაც მომწონს, სიმპათიური ბიჭია.

- პრეზიდენტსა და პრემიერზე რას იტყვით?
- პრემიერიც სიმპათიური, განათლებული და მიზანდასახული ბიჭია, პრეზიდენტი - საყვარელია და ისეთი ცოლი ჰყავს, ასეთ გოგოსთან თუ არის, თვითონაც კარგი იქნება. მე და მაკა ჩიჩუა ერთ არხზე ვმუშაობდით, მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ყოველთვის კეთილგანწყობილი ვიყავი. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი პრეზიდენტს, სადმე რომ შემხვედროდა. ისეთი ტიპაჟი ჩანს, დარწმუნებული ვარ, თუნდაც ჩემს გულითად მოკითხვაზე თვითონაც ანალოგიურად მიპასუხებდა და ნებისმიერ ქმედებას სწორად მიიღებდა, რადგან ძალიან თანამედროვე აზროვნების ადამიანი ჩანს.

- ახალი წელი მოდის, რას სთხოვდით პრეზიდენტს?
- არაფერს, ვიყო თეატრში, ვიყო შტატში და მსახიობად ვიმუშაო, მეტს არაფერს ვთხოვდი, დანარჩენს მე თვითონ ავისრულებდი.

- რას იტყოდით გრიგორი ლეპსის კონცერტზე ატეხილ აჟიოტაჟზე? იქ მიმსვლელ ქართველებს სირცხვილის კორიდორი რომ მოუწყვეს...
- მე რომ ვიყავი, იცით? გულწრფელად რომ ვთქვა, კონცერტით არ აღვფრთოვანდი და არ გადავირიე, თუმცა, ლეპსის რამდენიმე სიმღერა მეც მიყვარს, თვითონაც რაღაცნაირი ხულიგანი ტიპია და მომწონს, თუმცა, არ ვგიჟდები, არ ვკივი და ვენებს არ ვიჭრი, დამპატიჟეს და წავედი. მაგნიტოფონს არ მივვარდები და არ გამოვრთავ ლეპსის სიმღერა რომ დაიწყოს, ზოგს გიჟური და სულელური მანერები რომ აქვს - გამორთეთ, იმიტომ, რომ რუსიაო. წავედი, მოვუსმინე, რა მერე? არანაირად არ მომწონს ის, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ხდება, მაგრამ ისეთ დროს დავიბადეთ და გავიზარდეთ, რუსული კულტურა ჩვენთვის ისევე ახლობელი იყო, როგორც ქართული. უფალს ვევედრები, რომ რუსები გონზე მოვიდნენ და ეს ქაოსი დალაგდეს. მათ ყველანაირ აგრესიას ვგმობ, თუმცა... შეიძლება ამაზე ბევრი გაღიზიანდეს, მაგრამ რუსულ კულტურას ვერანაირად ვერ შევაგინებ, პოლიტიკოსებზე ჩემი შეხედულება მაქვს, მაგრამ ხელოვანებმა რა დააშავეს? თუ ლეპსი ქართველ ერს შეგვაგინებს, მის კონცერტზე ნამდვილად არ წავალ, მაგრამ არ გამიგია, სადმე გვაგინებდეს, მერე კი აქ ჩამოვიდეს და გვიმღეროს. ლეპსის კონცერტზე წასვლა ერის ღალატი არ არის, ღალატი სხვა რამაა! ვინც სახლში იჯდა და დედის ერთ ადგილს იგინებოდა, უფრო კარგი ტიპია?
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
18.12.2014
მაკას როცა ვუსმენ - მიხარია. ძალიან გაწონასწორებული და საღად მოაზროვნე ადამიანია.
თამარი
18.12.2014
Sakmaod sagad msjelobs,kontsertze tsasvla tu Galatia mashin namdvili galati ra aris,ra doneze vary datsemulebi DA am dros rusul arxebs kvela ukurebs DA xmamagla agiarebis eshinia.rodemde unda atkuot sakutari tavebi? Kochag maka!
makas
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი