იციან თუ არა დეპუტატებმა, რას იყიდიან 10 ლარად?
font-large font-small
იციან თუ არა დეპუტატებმა, რას იყიდიან 10 ლარად?

პენსიონერის დღიური ხარჯი პატიმრებისთვის გამოყოფილ დღიურ თანხას უტოლდება


მომავალი წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება და 160 ლარი გახდება. თუმცა, მთავრობის ამ დანაპირების კვალდაკვალ ლარის კურსი დაეცა. შესაბამისად, საკვებ პროდუქტებზე ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
იციან თუ არა პოლიტიკოსებმა, რა პროდუქტების შეძენა შეიძლება 10 ლარად?
ამ კითხვაზე gzapress.ge-ს პარლამენტარები ექსკლუზიურად პასუხობენ:

GzaPress

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:
- 10 ლარად რას შევიძენდი? შავ პურს, რადგან თეთრ პურს არ ვიყენებ. ხაჭოს, არაჟანს, ცოტა ყველს ვიყიდდი. ცოტა ყავას და რა ვიცი (იცინის)... მგონი მეტზე არ მეყოფოდა.
- ხორცი, შაქარი ან წიწიბურა არ გინდათ?
- ხორცსა და შაქარს ვამჯობინებდი ისევ წიწიბურას. ხორცისადმი დიდი სიყვარული არა მაქვს. შაქარს ვერიდები, რადგან მავნებელია. ოჯახის წევრებსაც ვურჩევ, რომ შაქარი არ მოიხმარონ. ზოგჯერ შაქარი მჭირდება იმისთვის, რომ ფხიზლად ვიყო და ტომუნსს მაძლევს. აბა, რა გითხრათ?ზოგი 10 ლარს ყოველდღიურად ისე გადაანაწილებს, რომ ყოველდღიურ რაციონში რაღაც შეცვალოს. ყავას ყოველდღე არ იყიდის... ამ თანხის ფარგლებში რამდენი გრამი ხორცი მოგივა, არ ვიცი. თავისთავად, 10 ლარი ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, ადამიანს ბევრი რამ სჭირდება, მარტო საჭმელი ხომ არ არის? წამალი და ა.შ. 10 ლარი ძალიან ცოტაა, ბუნებრივია.


GzaPress
ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
- 10 ლარი რომ მქონდეს, პირველ რიგში ვიყიდიდი სალაპარაკო დროს და ინტერნეტის პაკეტს.
- საკვები პროდუქტებიდან?
- საკვები პროდუქტის შემთხვევაში ბოსტნეულს შევიძენდი. ბოსტნეულის მოყვარული ვარ. მწვანილი, კიტრი, პომიდორი. პურს არ მივირთმევ. შაქარს ზომიერად ვიღებ.
- ხორცი?
- არა, მე დიდ ოჯახში ვცხოვრობ და შესაბამისად, 10 ლარად იმ რაოდენობის ხორცს ვერ შევიძენ, რაც დიდ ოჯახს გასწვდება.
- ანუ 10 ლარი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰყოფნის?
- კი, 10 ლარი ძალიან მცირე თანხაა. მით უმეტეს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით თუ იკვებები. საქართველო სასოფლო-სამეურნეო რაიონია და მშობლები შვილებს ეხმარებიან, უგზავნიან და ა.შ.
- როგორ ფიქრობთ, მარტოხელა პენსიონერს დღეში 10 ლარი ეყოფა?
- დღეში ერთი პატიმრის კვებისთვის 4,50 ლარიდან 5 ლარამდეა გათვალისწინებული. ეს არის პატიმრის კვების ნორმატივი კალორიებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, 10 ლარად შესაძლებელია, ერთმა პენსიონერმა დღეში იკვებოს. პენსიონერები 2-3 პორციის ან 2-3 კილო ძეხვის ან სოსისის მიმრთმევები არ არიან. 10 ლარად დღეში ნორმალური კვება შესაძლებელია.

მარიამ საჯაია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
- პური, კარტოფილი, წიწიბურა. მეტის ფუფუნებას 10 ლარი ადამიანს ნამდვილად არ აძლევს. პრაქტიკულად, ამ თანხით ხორცის ყიდვა შეუძლებელია. ნორმალური კვების რაციონის შედგენა, რაც ადამიანს ესაჭიროება, 10 ლარით შესაძლებელი არ არის. 10 ლარის დამატება იმ პირობებში, როცა საკვებ პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა, პრაქტიკულად არაფერია. 160 ლარს, რასაც პენსიონერები მიიღებენ, შეძლებენ ნაკლები პროდუქტების ყიდვას, ვიდრე 150 ლარით, რომელიც ლარის კურსის ვარდნამდე იყო.

GzaPress

სოსო ჯაჭვლიანი, უმრავლესობის წევრი:
- გააჩნია, რისთვის გამოიყენებ ამ ფულს.. 10 ლარით დღიურად, ანუ ერთ დღეში რას შეიძენს ადამიანი იმას მეკითხებით თუ - როგორ? გააჩნია, სად იყიდი. ფასები საკმაოდ კარგად ვიცი, ქალაქში, მარკეტებში უფრო ძვირია, ამიტომ საბითუმოში ჯობია ყიდვა.
- კონკრეტულად რისი შეძენა შეიძლება 10 ლარით, თუნდაც - შეღავათიან ფასში?
- რა ვიცი... კარტოფილი 1 ლარი ღირს, ხახვიც 0,70 ლარამდეა. ხორცი მაღაზიებში 12-14 ლარი ღირს, იქ უფრო ნაკლებში შეიძლება... ლობიოს შეძენაც შეიძლება, "ბათუმელა" მგონი, 3 ლარი ღირს. პურიც შეიძლება 60-65 თეთრში შეიძინო. ისე კი, ჩემი ხელფასი 10 სულს უნდა ეყოს და დღეში 10 ლარიც არ გამოდის და კიდევ, თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც მიწაზეც მუშაობს, თოხიც უჭირავს და ბარიც. მე თავად მომყავს ჩემს ნაკვეთზე ყველაფერი. იქვე ახლოს, ტყეში სოკოც მოდის, რომელსაც ვაგროვებ და სიამოვნებით დაგპატიჟებდით.

აი, ასე გაანაწილეს ჩვენმა დეპუტატებმა 10 ლარი. მართალია, ხორცი, ხილი დეპუტატების ჩამონათვალში ვერ მოხვდა, მაგრამ საზრიანი დიასახლისი, რამეს მოიფიქრებს და თანაც, როგორც დეპუტატი ზურაბ ტყემალაძემ ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, - 160 ლარი კი არ უნდა ეყოს, არამედ 160 ლარს უნდა ეყოს პენსიონერი.
სექტემბრამდე დიდი დროა, იქნებ იქამდე ლარის კურსი როგორმე გაამყარონ, მაშინ ჩემს პენსიონერ ბებიას, რომელმაც 90 წელს მიუკაკუნა, აღარ მოუწევს იმაზე ფიქრი, როგორ ეყოს 160 ლარს. მითუმეტეს, რომ 160 ლარს 30 დღეზე თუ გადაანაწილებ, გამოდის, რომ დღეში 5 ლარი და 33 თეთრი უნდა იმყოფინოს პენსიონერმა, ყველა ხარჯის დასაფარავად. ეს პატიმრებისთვის დღიურად გამოყოფილ თანხას თითქმის უთანაბრდება, თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ პატიმრებისთვის ამ მცირე თანხაში მხოლოდ კვება შედის და არა - კომუნალური გადასახადები, წამლის, მგზავრობისა და სხვა ხარჯები...

სალომე გოგოხია, ლალი პაპასკირი, სპეციალურად საიტისთვის



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (71)
17.01.2015
შEნ თუ მორანი ხარ თU ყორანი- მე ჯულიანი ვარ. მ.კობახიძე გალამაზდა -მოუხდა დიდი ფულები
ჯულიანო
17.01.2015
ეს სოსოც კაი მატყუარაა-შეძვრა პარლამენტში. მე-6 სახლს იშენებს.გლდანელები დაიკიდა...ხა ხა ხა ხა
ყურნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
528 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი