გიორგი ბარამიძემ უკრაინაში, ბრძოლის წინა ხაზზე ქართველი მებრძოლები მოინახულა - გზაპრესი

გიორგი ბარამიძემ უკრაინაში, ბრძოლის წინა ხაზზე ქართველი მებრძოლები მოინახულა

"დღეს მქონდა პატივი და ბედნიერება, უკრაინის (და ამავდროულად საქართველოსა და მთელი აღმოსავლეთ ევროპის) თავისუფლებისთვის მებრძოლები მომენახულებინა ფრონტის წინა ხაზზე და პირადად გამომეხატა ჩემი და ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის თანადგომა და სოლიდარობა უკრაინაში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის, რომელთა შორის ქართველი ვაჟკაცებიც არიან". - წერს ის თავის ფეისბუკ-გვერდზე და პოსტს მოგზაურობის ამსახველ ფოტოებსაც ურთავს.

GzaPress