კონცერტზე დამდგარი ახალწლის ხიბლი და "დიდ ოჯახთან" შეხვედრის პირველი მცდელობა
font-large font-small
კონცერტზე დამდგარი ახალწლის ხიბლი და "დიდ ოჯახთან" შეხვედრის პირველი მცდელობა
ყველა ცდილობს, ახალ წელს განსაკუთრებულად ლამაზად შეხვდეს და სიკეთე დაიბედოს.
საახალწლო საოჯახო ტრადიციებზე, იმაზე, თუ ვინ როგორ ხვდება ამ მშვენიერ დღესასწაულს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ვესაუბრეთ.

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:
- რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები. აბსოლუტურად ყველა პროექტზე უარს ვამბობ, რადგან, როგორც იტყვიან, მინდა, კერა ახალ წელს ღირსეულად დახვდეს. მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით. ვამზადებ სამარხვო და არასამარხვო კერძებს, რადგან ოჯახის ნაწილი მარხულობს. განსაკუთრებული სამზადისი შობისთვის გვაქვს. ამაზე ერთი კვირით ადრე ვიწყებ ზრუნვას. საახალწლო სუფრაზე გოზინაყი და საცივი აუცილებლად უნდა იყოს. ოჯახის მეკვლე მე ვარ. 12 საათის შემდეგ სახლიდან და სადარბაზოდანაც კი გავდივარ, გარეთ რომ აღმოვჩნდე. და მერე ვბრუნდები შინ, აუცილებლად ტკბილეულით ხელში. რაც მთავარია, უნდა ვთქვა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი!" ერთმანეთს ვულოცავთ და დიდ სიყვარულს ვჩუქნით.

- განსაკუთრებული სიხარულით მეკვლეს ალბათ, თქვენი შვილიშვილი ხვდება, არა?
- რაც დრო გადის, ელენე ამას უფრო კარგად აღიქვამს. აქამდე პატარა იყო. ახლა უკვე დიდია - 4 წლისაა. ის ჩვენი სიხარული და საჩუქარია.

- თქვენთვის წლევანდელი წელი იმითაც იქნებოდა განსაკუთრებული, რომ მარიამი წარმატებით გამოდიოდა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" და სულ ცოტა დააკლდა ფინალისტობამდე...
- ჟიურის შეხედულებების მიხედვით, ფინალისტი უნდა ყოფილიყო... ჩვენი ხალხის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო იმისთვის, რაც მარიამთან დაკავშირებით გამოავლინა. უდიდესი მხარდაჭერა და სიყვარული ვიგრძენით, ამისთვის დიდი მადლობა! სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მარიამს მხოლოდ ხალხი უმესიჯებდა. მაყურებლები ხედავენ ნიჭს, შრომას და აფასებენ. ყველა ნიჭიერ ადამიანს მინდა მივულოცო ახალი წელი. იმედიანი წელი ყოფილიყოს, თქვენს ოჯახებს ხვავი და ბარაქა ნუ მოაკლდეს! თქვენს ჟურნალსაც ვულოცავ შობა-ახალ წელს! მინდა გისურვოთ ბევრი ჯანსაღი აზრი და საიმედო მოსაზრებები ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

თიკა თინიკაშვილი, თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლე:
GzaPress- ჩვენთვის ახალი წელი მაინც, ტრადიციული დღესასწაულია, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, ოჯახში შევხვდეთ. გამონაკლისი და განსხვავებული 2009 წლის ახალი წელი იყო: მე და დათო ახალდაქორწინებულები ვიყავით და ბერლინში შევხვდით. საქართველოს დროით ახალ წელს შინ შევხვდით, ხოლო გერმანიის დროით ახალი წლის შესახვედრად, ბრანდენბურგის კარიბჭესთან წავედით, სადაც გრანდიოზული ფეიერვერკი და კონცერტი იყო დაგეგმილი. ვცდილობთ, ახალ წელს მარტო არ შევხვდეთ. ჩემი ან დათოს მშობლები, ძმა, ახლობლები გვყვანან სტუმრად. ახალ წელს ხალისიან, მხიარულ გარემოში ვეგებებით. პატარა საახალწლო ტრადიცია მაქვს, რომელიც 12 საათის დადგომას უკავშირდება: როგორც კი ერთმანეთს მივულოცავთ, ყველას გოზინაყით ვუმასპინძლდები, რათა მომავალი წელი ახლობლებისთვის "ტკბილი" იყოს. რაც შეეხება კერძებს, განსაკუთრებულს და უცხოს არაფერს ვამზადებ. მომწონს და ვცდილობ, საახალწლო სუფრა ლამაზად გავაფორმო.

- ბატონი დათო თუ მონაწილეობს საახალწლო სამზადისში?
- საერთოდ, სამზადისში არ მონაწილეობს. ახლაც, ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ვერ შეძლებს. წელს მართლაც განსხვავებული ახალი წელი იქნება. სავარაუდოდ, მოსახლეობასთან ერთად ანუ - "დიდ ოჯახთან" ერთად შევხვდებით.

ეკა მამალაძე, მომღერალი:
GzaPress- წლების განმავლობაში ახალ წელს გარეთ, კონცერტზე ვხვდები. ზოგი ტრადიციას არ არღვევს და შინ რჩება. ჩვენთვის, მსახიობებისთვის, მომღერლებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა. ძალიან კარგია, როცა ამ დღეს დატვირთული ხარ, მღერი ხალხისთვის, რომელიც გარეთ არის გამოსული. ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო, როდესაც მე, ნანი და ნატა ზუსტად 12 საათზე სცენაზე ვიდექით. საახალწლო სიმღერა შევასრულეთ. რაც შეეხება ტრადიციებს: ყველაფერს ვიცავთ, ვაკეთებთ. შეიძლება, შინ არ დავსხდეთ, მაგრამ სუფრა აუცილებლად ლამაზად გაწყობილი უნდა იყოს. ერთგვარი ტრადიცია გვაქვს - 8 დეკემბერს უკვე ვრთავთ ნაძვის ხეს. ახლა ნატალიაც ჩაერთო ამაში. ჩვენ თვითონ ვქმნით საახალწლო განწყობილებას. ოთახები, ფანჯრები გაბრჭყვიალებული გვაქვს.

ელისო ჩაფიძე, პარლამენტარი:
GzaPress- ახალ წელს ოჯახში ვხვდები. 12 საათზე სუფრასთან ვსხედვართ და ერთმანეთს ახალი წლის შემოსვლას ვულოცავთ. შესაძლოა, მეგობრებსაც ვესტუმროთ. თუმცა, წელს ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებ, რადგან ტყიბულში შეხვედრები მაქვს, ხოლო 2 იანვარს, ბედობას გვინდა, ტყიბულელი ბავშვები თბილისში ჩამოვიყვანოთ და ბედნიერი ახალი წელი ერთად აღვნიშნოთ.

დავით საგანელიძე, პარლამენტარი:
- ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ მალე ქუთაისის პარლამენტის შენობას დავტოვებ და თბილისში, ჩემს ოჯახში წავალ. შესაძლებლობა მექნება, ორი კვირა მაინც ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და დედაჩემთან ერთად გავატარო. ძალიან ძნელია ჩემთვის, როცა პატარებისგან შორს ყოფნა მიწევს.

- თქვენს ოჯახურ საახალწლო ტრადიციაზე რას გვეტყვით?
GzaPress- ჩვენს ოჯახში ყოველთვის ვიცავდით ტრადიციას - ტრადიციული სუფრა, საახალწლო მიღება გვქონდა, მაგრამ ახლა ისე ხდება, რომ ამ ტრადიციას თითქმის ყოველ წელს ახალ-ახალი ემატება. ოთხ წელიწადში ჩემს ოჯახს სამი ახალი წევრი შეეძინა. ჯერ გაჩნდა ნოდარიკო, შემდეგ - ელენე, მერე კი - ანდრია, რომელიც იანვარში ერთი წლის გახდება. ბავშვებს სხვანაირი ახალი წელი უნდათ, უფრო მეტი მხიარულება, ნაძვის ხის მორთვა. ნოდარიკო და ელენე საახალწლო სამზადისში არიან. ელოდებიან, რომ თოვლის ბაბუ აუცილებლად ბუხრიდან ჩამოვა. დედიკოს სთხოვეს და თოვლის ბაბუს წერილი გაუგზავნეს. მართალია, დედამ ის წერილი თოვლის ბაბუს ნაცვლად, მამიკოს გაუგზავნა (იცინის)... ადრე ჩემთვის ახალი წელი მეგობრების წრეში ქეიფი უფრო იყო, ხან გარეთ ვხდებოდით, ხან - სხვა ქალაქში და ა.შ. ახლა უფრო ბავშვების ჭკუაზე ვარ "აწყობილი" და ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩემთვის.

- ოჯახის მეკვლე ვინ არის?
- ბოლო პერიოდი ჩვენი ოჯახის მეკვლე ჩემი ძმის შვილიშვილი ლუკაა. ასეთი ტრადიცია გვაქვს: ჩვენს ოჯახში ახალ წელს ბავშვები შემოდიან. ასე იყო ყოველთვის დედაჩემის და მამაჩემის ოჯახში და დღემდე ასე გრძელდება. ბავშვი უკვე ბევრი გვყავს და შემოსწრებაზე არიან. მაგაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა ბავშვები წმინდა თვალებით შემოდიან ოჯახში?! სხვათა შორის, მეც ყოველთვის სასურველი მეკვლე ვიყავი. კარგი ფეხი მაქვს. მეკვლის მჯერა. ეს კარგი ტარდიციაა.
სალომე გოგოხია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ავსტრალიელი მეხანძრის სულისშემძვრელი ინტერვიუ
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2189 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი