აკადემიის განჯინა გრიბოედოვის ქუჩაზე - "გაიღე და მიიღე!"
font-large font-small
აკადემიის განჯინა გრიბოედოვის ქუჩაზე - "გაიღე და მიიღე!"
"- განჯინას ეძებთ? - აქეთ არის, სამხატვრო აკადემიის გვერდით", - მეუბნება ჭაღარა ქალბატონი.
როგორც გაირკვა, ის გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებია. ამბობს, რომ უკვე ორჯერ იყო, - რაღაცები დატოვა და ორი მძივი წამოიღო, ქარვისფერები... განჯინის მიმართ ინტერესი დიდია. წიგნები, ტანსაცმელი, სათამაშოები, სამაჯურები, სასკოლო სახელმძღვანელოები და ათასგვარი სხვა ნივთი განჯინას ძალიან სწრაფად ემატება და სწრაფადვე ქრება. თაროები სამხატვრო აკადემიის კედელზე სულ ორიოდე კვირაა, რაც გამოჩნდა და უკვე ერთგვარ საზოგადოებრივ სივრცედ იქცა, სადაც ადამიანები ყოველდღიურად ერთმანეთში ნივთებს ცვლიან.

გრიბოედოვის ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიის კედელზე ნახავთ კარადას, წარწერით: "აკადემიის განჯინა - გაიღე და მიიღე". ეს საქველმოქმედო ინიციატივაა, რომელიც 30 იანვარს ამუშავდა და უკვე საკმაოდ პოპულარულია. განჯინაში ყველას შეუძლია დატოვოს ან აიღოს ნივთები და არა - მხოლოდ სოციალურად დაუცველებს. წამოწყების ავტორები ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და განათლების საკითხების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია არიან. როგორც სიმონ ჯანაშია ამბობს, მათი მიზანი იყო, შეექმნათ ერთგვარი დემოკრატიული ქველმოქმედება.

GzaPressმათივე თქმით, პროექტი "განჯინა" თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თბილისის გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებთა საერთო პროექტია. სამხატვრო აკადემია თავად წარმოადგენს გრიბოედოვის ქუჩის განუყოფელ ნაწილს და ამ პროექტით, აკადემია და ქუჩის მცხოვრებლები ერთობლივად ზრუნავენ პოზიტიური გარემოს მოსაწყობად.

იდეის ავტორებმა პირველი განჯინა საკუთარი ხარჯებით გააკეთეს. კედელში ჩასაშენებელი ხის კონსტრუქციის გაკეთებას დაახლოებით 300 ლარი დასჭირდა, იანვრის ბოლოს კი, როდესაც ყველაფერი უკვე მზად იყო და სამხატვრო აკადემიისგან ნებართვაც მიღებული ჰქონდათ, განჯინამ მუშაობა დაიწყო. როგორც სიმონ ჯანაშია ამბობს, დაწყებისთანავე სოციალურ ქსელში მათ ძალიან ბევრი გამოეხმაურა. ზოგს მოსწონდა, ზოგს შენიშვნები ჰქონდა. ყველაზე უფრო, მისი თქმით, ადამიანებს ის აფიქრებდათ, გაძლებდა თუ არა თაროები დიდხანს, დაუზიანებლად.

ლევან ღამბაშიძე:

- ეს პროექტი უკვე დიდი ხანია, წარმატებით მუშაობს გერმანიაში ანუ ადგილობრივებს ქუჩაში გამოაქვთ სხვადასხვა ნივთი, მათ შორის - ავეჯიც კი და მისი აღება სათაკილოდ არავის მიაჩნია. ვისაც რა სჭირდება, ის მიაქვს... შემდეგ ვიღაცამ მოიფიქრა და გააკეთა პატარა ოთახივით, ძალიან მყუდრო გარემოა და ნებისმიერი საგანი, მათ შორის - ლამპები, საწოლები, მაგიდები, თხილამურებიც კი იდება. ძალიან მოგვეწონა და მე და სიმინ ჯანაშიამ გადავწყვიტეთ, საქართველოში, კონკრეტულად - თბილისში გაგვეკეთებინა. მით უფრო, ჩვენთან ბევრად მძიმე სოციალური ფონია. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ადამიანებისთვის, ვინც ქუჩაში ეძებს საჭირო ნივთებს, ეს ერთგვარი შეღავათი იქნებოდა, მაგრამ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ ყველა კატეგორიის ადამიანისთვის და ასეც გამოვიდა.

- პროექტი საკუთარი ფულით გააკეთეთ?

- დიახ, თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, დამოუკიდებელად გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. საკუთარი ფულით გავაკეთეთ, არც ისე დიდი თანხა დასჭირდა და თავად ავაწყვეთ, ჩვენი ხელით. გვინდოდა, სხვებისთვისაც მიგვეცა ბიძგი, რომ მცირე თანხითაც შეიძლება რაღაც კარგი და სასარგებლო საქმე გააკეთო. სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდზე, ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს აზრს, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თბილისის სხვა ქუჩებიდან და რეგიონებიდანაც მოგვწერეს, - იქნებ თქვენთანაც გააკეთოთო? ამას წინათ ზუგდიდიდან გვთხოვეს, დაგვეხმარეთ და გაგვაკეთებინეთო. ვუპასუხეთ, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ, - თავად გააკეთეთ და დაგეხმარებითო.

- განჯინა მოწესრიგებულია, რაც მოულოდნელი იყო...

- დიახ, თავიდან მეგონა, განჯინაში უწესრიგობა იქნებოდა და თავადვე მომიწევდა მოტანილი ნივთების დალაგება და თვალყურის დევნება, რადგან შეიძლებოდა, ვინმეს დაელეწა ან ფანჯრებზე აკრული ცელოფანი ჩამოეხია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ერთი ნაკაწრიც არა აქვს და ერთი წარწერაც არ გაჩენილა. ასევე ვფიქრობდი, შეიძლება, ერთმა ადამიანმა მოხვეტოს და წაიღოს ყველაფერი-მეთქი, მაგრამ ისევ შევცდი, - საგულდაგულოდ არჩევენ და ისე მიაქვთ, რაც სჭირდებათ. მომავალში კიდევ ვაპირებთ სხვა სამოქალაქო პროექტების გაკეთებას.

- კონკრეტულად?

- ეს განსხვავებული ფორმატი იქნება, საგანმანათლებლო ფონდისა და ბანაკების შექმნა და სხვა.

სიმონ ჯანაშია:

- მიმაჩნია, რომ ძალზე დემოკრატიული ჟესტია. თუ საქველმოქმედო ფონდები თავიანთ პრიორიტეტებსა და ბენეფიციარებს თვითონ ირჩევენ, აქ ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რით დაეხმარონ სხვებს და ის სხვებიც თავადვე არჩევენ რაღაცას, რაც მათთვის საინტერესოა. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სოციალურად დაუცველებისთვის, - ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, რაც უნდა, მოიტანოს და რაც მოეწონება - წაიღოს.

შევეცადე გამერკვია, როგორ შეხვდნენ ადამიანები ახალ წამოწყებას; - როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღის განმავლობაში განჯინას ყველა ასაკის სტუმარი ჰყავს - სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ხანში შესული ადამიანები. სტუდენტი გიორგი ნიჟარაძე მეგობრებთან ერთად თაროებზე დალაგებულ ნივთებს ათვალიერებდა.

GzaPress- გუშინაც გამოვიარე და ვნახე, უამრავი წიგნი ელაგა. დავინტერესდი, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ რამე აქციაა და უბრალო გამვლელებისთვის სულაც არ არის განკუთვნილი-მეთქი. დღეს უფრო კონკრეტულად ჩავეძიე. წიგნიც ავიღე და ტყავის სამაჯურიც. ჩემს მეგობრებს ისე გაუხარდათ, რომ გოგონებმა სამკაულები მოიხსნეს და დატოვეს. იმედი გვაქვს, ეს პროექტი ადამიანებში ქველმოქმედების სურვილს გააღვიძებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხრიდან სწორი დამოკიდებულება იქნება.

მერი, 53 წლის:

- გრიბოდევის ქუჩის ბოლოში ვცხოვრობ, მაგრამ კვირაში ორჯერ, არ მეზარება რაღაცები გადავარჩიო და ამოვიტანო. აქ ვერ ნახავთ არეულ-დარეულ და ჩეკუჭულ ტანსაცმელს. ვცდილობთ, დღეში რამდენჯერმე კოხტად მივალაგოთ, უჯრები პეწიანად რომ გამოიყურებოდეს. შუადღეს რომ მოვედი, უკვე დალაგებული დამხვდა. ეტყობა, დამასწრო ვიღაცამ.

ნანა, 25 წლის:

- უკვე რამდენი ხანია, აივანზე პარკით სავსე სათამაშოებს ვინახავ. ჩემს შვილებს მოჰბეზრდათ და აღარ თამაშობდნენ, არადა, თითქმის ახლები იყო და გადაყრაც მენანებოდა. ვერც ვერავის ვაჩუქებდი, რადგან ასეა თუ ისე, მეორად სათამაშოდ ითვლება უკვე და შეიძლება, ვინმეს ეწყინოს კიდეც. არადა, ძალიან მრავალფეროვანი "არსენალი" ჰქონდათ - ასაწყობი "კუბიკები", მოზაიკა, თოჯინები, სათამაშო მანქანები, ჭურჭელი... ძალიან გამიხარდება, თუ ვინმეს მოეწონება, სახლში წაიღებს და ამ სათამაშოებით სხვა ბავშვები ითამაშებენ. რატომ უნდა გადავყაროთ ნაგავში, არ ჯობია, აქ მოვიტანოთ?..

- თქვენთვის აარჩიეთ რამე?..

- დიახ, გულსაბნევი, წვრილი, თეთრი თვლებით. შავი კაბა მაქვს და იმაზე დავიბნევ. ასე სპონტანურად რომ არ მეპოვა, ალბათ არაც არასდროს ვიყიდდი, თუმცა, სულ მინდოდა, ასეთი მქონოდა.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
03.03.2015
ძალიან კარგი საქმე გაუკეთებიათ. მომეწონა ძალიან და ის უფრო მომეწონა სულ დალაგებული რომ არის და არა უწესრიგოდ დაყრილი. ე.ი. საქართველო ისევ დგას ფეხზე მტრების გულის გასახეთქათ და სულ ასე მდგარიყოს. ამინ.
სნუპდოგი
26.02.2015
ეს მარტლაც შესანისშნავია,რომ წავიკითხე ცრემლები მომადგა,ლიკას ვეთანხმები,მე დავინახე ადამიანების სიკეთე,ერთობა,აქ არ არსებობს პოზიცია,ოპოზიცია,ეს ნიშნავს რომ ისევ გვიყვარს ერთმანეთი,ისევ ვფიქრობთ ერთმანეთზე ისე რომ არ ვკითხულობთ ვინ აიღებს,ვინ მოიტანს,იხარეთ ქართველებო,იმრავლეთ ისეთმა ქართველებმა როგორებიც ბატონი ლევანი და ბატონი სიმონი ბრძანდება,მიყვარხართ ქათველებო
დალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
"მაშინ ასაფეთქებლები არ გვქონდა, თორემ ალბათ სახლს გადავწვავდი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2161 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი