ქუჩაში ლუდის დალევისთვის შეიძლება 15-დღიანი პატიმრობაც მოგისაჯონ
font-large font-small
ქუჩაში ლუდის დალევისთვის შეიძლება 15-დღიანი პატიმრობაც მოგისაჯონ
ბოლო დროს ქუჩაში ლუდის დალევისთვის არაერთი ადამიანი დააჯარიმეს. ამ ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, თუმცა ცხადია, ყველა დაჯარიმებულს დაკისრებული თანხის გადახდა მოუწევს. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ალკოჰოლური სასმელების მიღება ქუჩაში ადრეც კანონით ისჯებოდა, მაგრამ კოდექსში ეს "მკვდარი" ნორმა იყო.
რატომ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ნორმის ამოქმედება, უცნობია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თათული თოდუა ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდიდან იკრძალებოდა სტადიონებზე, სკვერებსა და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში სპირტიანი სასმელების მიღება.

თათული თოდუა:
- აქამდე არ გვსმენია, რომ პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებინა მოქალაქისთვის ქუჩაში სმის გამო. ბოლო წელიწად-ნახევარია გვესმის, რომ არაერთი პირი დააჯარიმეს და საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა. სინამდვილეში ასეთი ჩანაწერი დიდი ხანია არსებობს კოდექსში, ოღონდ - "მკვდარი" ნორმის სახით. არავის აჯარიმებდნენ ამის გამო. თავდაპირველი რედაქციით, მთვრალ მდგომარეობაში ქუჩაში ყოფნაც მიიჩნეოდა სამართალდარღვევად, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ შეიტანეს ცვლილება და თუ მთვრალი ადამიანი გადაადგილდება ქუჩაში, ეს აღარ ითვლება სამართალდარღვევად. ვფიქრობ, ალბათ ჯობდა, ამ ნორმის ამოქმედებამდე საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო და იმის მიზეზიც სცოდნოდა, თუ სამინისტრომ რატომ გადაწყვიტა ამ ნორმის აღსრულება. ინფორმაციულობა ალბათ აგვარიდებდა იმ გაუგებრობებს, რაც საზოგადოებაში დღეს არის.

- როგორ ისჯება პირი, რომელიც ქუჩაში დალევს ლუდს ან სხვა ალკოჰოლურ სასმელს?
- ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით, ალკოჰოლის მიღება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა და იმ ადგილებისა, სადაც ჩამოსხმით იყიდება სასმელები, იწვევს პირის დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე. თუ კაფეში ან ბარში (იგულისხმება ღია კაფე-ბარები. - ავტ.) დალევენ სასმელს, ისინი არ დაისჯებიან. თუ პირი ერთხელ დაჯარიმებულია და განმეორებით იმავეს ჩაიდენს, 500 ლარით დაჯარიმდება, ეს ფიქსირებული თანხაა. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში, მოქალაქეს შეიძლება, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯონ. ამას უკვე უსჯის სასამართლო. გარდა ამისა, დანაშაულის გამეორებისას, თუ მოქალაქეს აქვს იარაღის ტარების უფლება, ეს უფლებაც ჩამოერთმევა.

- ამბობთ, რომ ჯარიმის ოდენობა 50 ლარიდან იწყება, მაგრამ როგორც ვიცი, პირდაპირ 150-ლარიან ჯარიმას უწერენ მოქალაქეებს. გასაჩივრების უფლება თუ აქვს დაჯარიმებულს?
- ეს ისეთი ტიპის დარღვევაა, არ არის აუცილებელი, ადგილზე გამოწეროს სამართალდარღვევის ოქმი პოლიციელმა. მას შეუძლია ჩაინიშნოს პირის მონაცემები, გარკვეულ დროში გამართოს განხილვა და განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, რა თანხით დააჯარიმოს პირი. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს პიროვნების ქონებრივი მდგომარეობაც და მხედველობაში მიიღოს სხვა გარემოებებიც. ცუდია, თუ ასე არ ხდება და პირდაპირ ქუჩაში უწერენ ხალხს ჯარიმებს. რასაკვირველია, დაჯარიმებულს სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია.

- შევესწარი ასეთ ფაქტს: ბიჭებმა ლუდი დალიეს, ერთმა ბოთლი იქვე, კორპუსის წინ, სკვერში დატოვა. იმ ადგილას სხვა ახალგაზრდა მივიდა. ამ დროს გამოჩნდა ორი პოლიციელი. მათ იფიქრეს, რომ ლუდის ბოთლი იმ ახალგაზრდას ეკუთვნოდა და გამოუწერეს 150-ლარიანი ჯარიმა. მართალია, ბიჭი ირწმუნებოდა, რომ არ დაულევია ლუდი, არც ალკოტესტზე დადასტურდა სასმლის მიღება, მაგრამ პატრულმა თქვა, - მაშინვე არ აჩვენებს ეს ტესტი ნასვამობასო, - და ახალგაზრდა ვერ ასცდა დაჯარიმებას. ასეთ დროს როგორ უნდა დაამტკიცოს პირმა უდანაშაულობა?
- ეს ნამდვილად არის პრობლემა. სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საქმის განხილვების დროს "საიას" არაერთი პრობლემა გამოუკვეთავს. გამოიკვეთა სამწუხარო ტენდენცია, როცა არსებობს მხოლოდ ჩვენებები. ერთ მხარეს გვაქვს პოლიციელის ჩვენება და მეორე მხარეს - მოქალაქის. სამწუხაროდ, სასამართლო აპრიორი უპირატესობას ანიჭებს პოლიციელის ჩვენებას. ეს არ არის სწორი პრაქტიკა და ძალიან ცუდი ტენდენციაა დამკვიდრებული სასამართლოებში. უდაოა: თუ ადამიანი იქ მყოფი მოწმეების ჩვენებებს წარადგენს, ეს ჩვენებებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ვიდეოთვალია იქ, ის ჩანაწერიც უნდა ამოიღონ, მაგრამ სასამართლოები, სამწუხაროდ, თავს არიდებენ ვიდეოჩანაწერების ამოღებასაც. როცა სასამართლოში მივა, ადამიანს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსაც გაითვალისწინებს სასამართლო.
თეა ხურცილავა, ჟურნალი "გზა"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
03.10.2014
მეტი საქმე არ აქვს ამ მთავრობას?
ქართველი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ავსტრალიელი მეხანძრის სულისშემძვრელი ინტერვიუ
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2189 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი