გზა დიპლომატიიდან ფერმერობამდე
font-large font-small
გზა დიპლომატიიდან ფერმერობამდე
"ანომალიურმა ყინვამ ერთ ღამეში ერთი წლის შრომა გაგვინადგურა..."
კვლევები ბროწეულის სასარგებლო თვისებების შესახებ მსოფლიოში წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, ამ კულტურაზე მოთხოვნაც მკვეთრად იზრდება.

საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბროწეულის მოსაყვანად ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ჩვენში ეს კულტურა სხვა ქვეყნებზე უფრო ადრე მწიფდება, ამდენად, არსებობს საშუალება, რომ საქართველომ ბროწეული საექსპორტოდ სეზონში პირველმა გაიტანოს.
ამ და სხვა უპირატესობის გათვალისწინებით, სულხან თურმანიძემ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სწორედ ბროწეულის პლანტაცია გააშენა. რა გზა გაიარა ოფისიდან სოფლის მეურნეობამდე, რა სირთულეებს გადააწყდა და რა მოლოდინი აქვს ახალგაზრდა ფერმერს 12 ჰექტარზე გაშენებული ბროწეულის ბაღისგან, მისი ნაამბობიდან შეიტყობთ.

- ბატონო სულხან, აგვიხსენით, რა ფაქტორებმა გიბიძგათ კონკრეტულად ამ კულტურის ბაღების გაშენებისკენ?

GzaPress- პირველ რიგში, იმ ნაკვეთის აგროკლიმატურმა პირობებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მოგეხსენებათ, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მშრალი რეგიონია, ბროწეული კი ყველაზე კარგად აქ ხარობს. არადა, პლანტაციის სახით არავის აქვს, მხოლოდ რამდენიმე ძირი აქვთ დარგული ეზოებში. პლანტაციის სახით ბროწეული არათუ ამ, არამედ სხვა რეგიონებშიც არ გვხვდება. ბოლო დროს კახეთში დაიწყეს გაშენება.

- საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ: მიწის დამუშავებას გაურბიან და ცდილობენ, თავი ოფისებს შეაფარონ, თქვენს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა...

- ალბათ ეს უფრო ცნობისმოყვარეობით აიხსნება. მეოთხე წელია, ამ სფეროში გადმოვინაცვლე და ჯერჯერობით არ მომბეზრებია, პირიქით - აზარტი უფრო და უფრო ძლიერდება. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე. ექვსი წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში გავატარე, დიპლომატი ვიყავი. ვმუშაობდი საელჩოშიც, იმავე სპეციალობით. გარდა ამისა, ტელევიზიაში პრომოუშენისა და ანონსირების განყოფილების დირექტორი ვიყავი, სამი წლის მანძილზე კი საკუთარ სარეკლამო კომპანიას ვხელმძღვანელობდი. ცნობილი ბრენდების 200-მდე სატელევიზიო რეკლამა გვაქვს დამზადებული. 2009 წლის ფინანსური კრიზისის გამო, ეს საქმიანობაც შევწყვიტე. მერე განვიზრახე, ჩემს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთით მესარგებლა. აზრი მეგობრებს გავუზიარე. მათ დანაზოგი აღმოაჩნდათ და ასე, ერთობლივი ძალებით, გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ. თითქმის ორი წელი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ.

- მოსამზადებელი პერიოდი რას მოიცავდა - ბაზრის შესწავლას?

- ბაზრის შესწავლა შეუძლებელია. მონაცემები თითქმის არ არსებობს. ამის ფუფუნება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს აქვთ და ისიც, ყველას არა.

- მაგრამ თქვენ მაინცდამაინც ბროწეული აირჩიეთ...

- დიახ, ეს ჩვენივე გათვლებით მოვახერხეთ. ვიცით, რომ საქართველოში ბაზარზე არსებული ბროწეულის 60-70% იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოება ფრაგმენტირებულია, გლეხურ მეურნეობაზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ამის დათვლა შეუძლებელია. გვაქვს მოკრძალებული ამბიცია, რომ იმპორტის ნაწილი მაინც ჩავანაცვლოთ. თუ ადგილობრივი კომპანია იხეირებს, ბუნებრივია, ეს ჩვენს ეკონომიკასაც დაეხმარება წინსვლაში.

- ნერგები ადგილზევე მოიძიეთ?

GzaPress- მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოვიტანეთ, რადგან საქართველოში ბროწეულის გენეტიკური ფონდი საკმაოდ მწირი და მიმოფანტულია. ერთგვაროვანი ჯიშის ერთბაშად მოძიება რთულია. ნერგების ძიების პროცესში ამერიკელი ფერმერი, რიჩარდ ეშტონი დაგვიმეგობრდა. მას ტეხასის შტატში ბროწეულის ბაღი 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. არის ასევე ცნობილი წიგნის - "წარმოუდგენელი ბროწეულის" ავტორი. ეს ბროწეულის კულტურის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნი გახლავთ. USAID-ის დაფინანსებული პროექტით, "ფერმერი ფერმერს", ის ჩამოვიდა საქართველოში. ჩამოგვიტანა რამდენიმე ჯიშის ნერგი და სამი კვირის განმავლობაში გვიწევდა კონსულტაციას. მისმა ჩამოსვლამ დაგვარწმუნა, რომ ბროწეულის ბაღის გაშენება საქართველოშიც მომგებიანი იქნებოდა. იმ პერიოდში არც კი ვიცოდით, რომ ბროწეულის კულტურასთან დაკავშირებით სერიოზული სპეციალისტის პოვნა და მით უმეტეს, თანამშრომლობა იყო შესაძლებელი. აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით დღეს ამერიკა მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა, ეს კი მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოახერხა. ამას ბროწეულის სასარგებლო თვისებების შესახებ რამდენიმე სერიოზული კვლევის ჩატარებამ შეუწყო ხელი. ცნობილმა ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტებმა გამოაქვეყნეს ნაშრომები ბროწეულის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თუ ანტიოქსიდანტური თვისებების შესახებ. მას აქვს უნარი, ხელი შეუშალოს ადამიანის უჯრედის დაბერებასა და კვდომას, შესაბამისად, "მედგარ წინააღმდეგობას" უწევს ავთვისებიან დაავადებებსაც. დღეს ამერიკა ბროწეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია. მის მოხმარება-რეალიზაციის ზრდას დიდწილად შეუწყო ხელი რამდენიმე წლის წინ ებრაელების მიერ ბროწეულის გასარჩევი დანადგარის გამოგონებამ: მასში ნაყოფი, ვიბრაციის გზით, მარცვლებად იშლება. ამ აპარატის საშუალებით იხსნება ბროწეულის გარჩევასთან დაკავშირებული დროისა და მოუხერხებლობის ფაქტორი. ნერგების მოსაძიებლად აზერბაიჯანში ჩასულებს, იქაური წამყვანი სპეციალისტი, აგრონომი ზაურ გაჯიევი დაგვიმეგობრდა. ის ბროწეულის კულტურასა და პლანტაციებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს დიდ მწარმოებლებს. გადავწყვიტეთ, რეგიონისთვის ყველაზე მისაღები და ადაპტირებული ჯიში შეგვერჩია. არჩევანი აზერბაიჯანული ჯიშის - გიულოშა წითელზე შევაჩერეთ. გლეხები მას "კირმიზ კაბუხად" მოიხსენიებენ, რაც წითელკანიანს ნიშნავს.

- ფერმერობა წარმოუდგენელია წინააღმდეგობების გარეშე. თქვენ რა წინასწარ გათვლილი თუ მოულოდნელი ბარიერები გადაგეღობათ?

- ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა ყინვა იყო, რომელმაც ერთ ღამეში მთელი წლის ნაშრომი გაგვინადგურა. ნერგები 2013 წლის თებერვალში დავრგეთ, მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ ანომალიურმა ყინვამ, -16-მა გრადუსმა გაგვიყინა. ასეთი ყინვა საქართველოში ბოლოს 70-იან წლებში იყო. სულ 4-5 საათის განმავლობაში ყინავდა, მაგრამ ნერგების გაყინვისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

- არ არსებობს რაიმე ხერხი, ასეთი შემთხვევისას ნარგავების დასაცავად?

- დიახ, არსებობს ე.წ. "დაბოლების ხერხი". ცეცხლის დანთებით ნერგები "კვამლის საბანში" ეხვევა. მაგრამ ამით ტემპერატურის მხოლოდ 1-2 გრადუსით ამაღლებაა შესაძლებელი. ერთწლიანი ბროწეულის ხე -10 გრადუსზე მეტს ვერ უძლებს. ამ ხერხს ჩვენც მივმართეთ. გარდა ამისა, 5 000 ხე სათითაოდ, ხელით შევფუთეთ ტომრებითა და თივის გუნდებით. მხოლოდ თებერვალში აღმოვაჩინეთ, რომ თურმე, ნერგები ვერ გადავარჩინეთ.

- ამან გული არ გაგიტეხათ?

GzaPress- ამის გარეშე ფერმერობა წარმოუდგენელია. მოგეხსენებათ, ბროწეული ბუჩქოვანი კულტურაა და ხისგან განსხვავებით, რეგენერაციის კარგი უნარი აქვს. ასე რომ, ნერგები გადავჭერით და გადარჩენილმა ფესვმა თავიდან დაიწყო ზრდა. სწორედ ამ ორწლიანი ფესვისა და ერთწლიანი ნაზარდის შედეგს ველით წელს.

- როგორც ჩანს, ბროწეულის გაშენებიდან ნაყოფის მიღებამდე პერიოდი არც ისე ხანგრძლივია.

- მსხმოიარობა მესამე წლიდან იწყება. გარდა ამინდის გამო განცდილი გაწბილებისა, შარშან ზაფხულში ადგილობრივი მღრღნელები, ტურები, მაჩვები, კურდღლები გაბრაზდნენ და სარწყავი სისტემა გადახრეს... შესაძლოა, ანომალიურმა ზამთარმა იმოქმედა ან - უწყლობამ. ჩვენ კი უდიდესი ფინანსური, ფიზიკური თუ მორალური ზიანი მოგვაყენეს. მოგვიანებით, "მავნებლობა" თვითონვე შეწყვიტეს... მაგრამ მაინც: მე და ჩემს პარტნიორებს გვირჩევნია, რისკზე წავიდეთ და ბროწეულის ნიშა გვქონდეს დაკავებული, ვიდრე გარანტირებული კულტურები მოვაშენოთ, როგორიცაა ვაშლი ან - ვაზი.

- თუმცა, მსოფლიოში ბროწეულზეც სულ უფრო და უფრო მზარდი მოთხოვნაა.

- ნამდვილად. მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორის პირველ ათეულშია. ასევე დიდი მოთხოვნაა ნუშზე. სხვათა შორის, კალიფორნიული მონტერეის ჯიშის ნუშიც გვაქვს ჰექტრის მესამედზე გაშენებული. ნაცნობმა ფერმერებმა ბროწეულის ნერგებში გაგვიცვალეს. ნუშიKკომერციულად წარმატებული ჯიშია და გარდა ამისა, ღონიერი, ამტანი ხეა. მოუთმენლად ველით გაზაფხულს. თუ იმდენ ბროწეულს მოვიყვანთ, რომ ნედლი სახით მოთხოვნას დააკმაყოფილებს და კიდეც გადაამეტებს, აუცილებლად ვიზრუნებთ წვენის მწარმოებელი პატარა ქარხნის გაკეთებაზეც. ბროწეულის წვენი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია ხილის წვენებს შორის. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, საქართველოში ბროწეული მეხილეობის ერთ-ერთ ქვედარგად და საექსპორტო კულტურად იქცეს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (15)
20.03.2015
უფალი შეგეწიოთ
რუსუდან
10.03.2015
გაიხარეთ...ღმერთმა ხელი მოგიმართოთ...ძლივს ვეღირსე სტატიის წაკითხვას რომელმაც გამახარა..
ხუცო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
რა როლი აქვს მოცეკვავეების წარმატებაში სოციალურ ქსელს
"კოკოითის შევხვდი, ჩემი შვილის ნეშტი დამიბრუნეთ-მეთქი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი