მსოფლიო რბენის ჰოლანდიელი გამარჯვებული ლინდა ვან ვლიეტი კახეთში ირბენს - გზაპრესი

მსოფლიო რბენის ჰოლანდიელი გამარჯვებული ლინდა ვან ვლიეტი კახეთში ირბენს

ამ ფატალური შემთხვევის შედეგად, ლინდას მეგობარი ეტლით გადაადგილდება. თუმცა, ამ შემთხვევამ მისი ცხოვრების სტილი შეცვალა და ახლა ეტლით სირბილით არის დაკავებული.

ლინდას მეგობარი სიდნი გამოსწორების გზას მძიმე ტრავმის შედეგად დაადგა და ახლა მილიონობით ადამიანთან ერთად, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნვის საშუალებას ელოდება.

- რატომ აირჩიეთ საქართველო თქვენს სარბენ ლოკაციად?

GzaPress- ბევრი კარგი რამ მსმენია საქართველოზე, განსაკუთრებით კი მის ბუნებაზე. ძალიან მიყვარს ბუნება და ასეთ პეიზაჟებში სირბილი. ეს ნამდვილი საჩუქარია.

- რაიმე პროგრესი თუ შეიმჩნევა თქვენი მეგობრის, სიდნის ამჟამინდელ მდგომარეობაში?

- სიდნი ამჟამად კარგად არის და მას ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეტლით სირბილში ავარჯიშებს. ის ძალიან მიზანდასახულია და კარგი განწყობა აქვს. იმედია, ერთ დღეს პარაოლიმპიური თამაშებისთვის გაივლის კვალიფიკაციას. ვამაყობ სიდნის მიღწევებით. სულ ცოტა ხნის წინ შევამოწმე მისი ფიზიკური მაჩვენებლები და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

- როდესაც სტარტის ხაზზე იდექით, იფიქრებდით, რომ ჰოლანდიის გამარჯვებული გახდებოდით?

- საერთოდაც არ ვიცოდი, რომ ეს შეჯიბრება იყო. ვფიქრობდი, რომ ეს არის რბენა ზურგის ტვინის დაზიანების კვლევების მხარდასაჭერად, მაგრამ თუ შეჯიბრების კომპონენტიც იყო ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში, ნადვილად არ მეგონა. რბენაში სიდნისთვის და ფუნდამუდესთვის ჩავერთე, თურქი ქალბატონისთვის, რომელმაც შარშან ამსტერდამიდან სტამბოლში ეტლით იმოგზაურა. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს შეჯიბრება იყო და მე გავიმარჯვე, როდესაც ტელევიიზის გადამღები ჯგუფი მომიახლოვდა.

- წელს რა მიზანი გაქვთ?

- რაც შეეხება მსოფლიო რბენას, ჩემი მიზანი ერთია: მივიღო სიამოვნება ლამაზი პეიზაჟისგან სირბილის დროს ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩემთან ერთად ირბენენ.

- რა ემოციები გაქვთ Wings for Life მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით?

GzaPress- იმედი მაქვს, ეს რბენა მომდევნო წლებშიც ჩატარდება და ამ ღონისძიებაში კვლავაც გვერდიგვერდ ირბენენ მორბენლები და ეტლით მოსარგებლეები. ეს განსაკუთრებული რბენაა. ერთდროული სირბილი მთელ მსოფლიოში შესანიშნავი იდეაა. ამ რბენის შედეგად არა მხოლოდ თანხა გროვდება ზურგის ტვინის დაზიანების სფეროში კვლევებისთვის, არამედ შედეგად, ეს პრობლემა ხალხის ყურადღების არეში ექცევა.

- რას ეტყოდით მათ, ვისაც ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი რბენაში მონაწილეობა?

- ეს ღონისძიება მხოლოდ სირბილთან არ არის დაკავშირებული. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. მიზანი კი ის არის, რომ ირბინოთ იმ ხალხისთვის, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია. გარდა ამისა, შეგიძლიათ, თქვენთვის დაისახოთ მიზანი: მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. კონცეფცია, რომლის მიხედვითაც თქვენ ფინიშის მანქანა მოგდევთ, იმისკენ გიბიძგებთ, რომ რაც შეიძლება შორს გაიქცეთ. ეს გაარღვევს თქვენს საზღვრებს. გახდით ამის ნაწილი, განიცადეთ ეს!

(სპეციალურად საიტისთვის)