"მაგთის" ჩემს მოტყუებაში ფულს ვერ გადავუხდი" - გზაპრესი

"მაგთის" ჩემს მოტყუებაში ფულს ვერ გადავუხდი"

ამას მოწმობს თუნდაც ის მრავალრიცხოვანი სატელეფონო ზარები, რომელიც "პალიტრამედიის" ცხელ ხაზზე შემოდის. ტელევიზიის გულშემატკივრები ამა თუ იმ გადაცემაზე გვიზიარებენ თავიანთ აზრებს, სურვილებს, ზოგჯერ - შენიშვნასაც. რეკავენ ისეთი მოქალაქეებიც, რომელთაც სურთ "პალიტრა TV"-ის ყურება, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ვგულისხმობთ "მაგთისატის" აბონენტებს - ეს საკაბელო კომპანია უარს აცხადებს, თავის სამომხმარებლო პაკეტში განათავსოს "პალიტრა TV". ერთ-ერთი მოქალაქე განსაკუთრებით აღშფოთებული იყო. მისი თქმით, "მაგთიმ", გარდა იმისა, რომ სასურველი არხი არ ჩაურთო, სხვა უსიამოვნო "სიურპრიზებიც" შესთავაზა.Mმან გვთხოვა, რომ მისი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ჩვენც გიორგი მეტრეველს სახლში ვესტუმრეთ.

გიორგი მეტრეველი:

- რამდენიმე თვის წინ, "მაგთისატის" მომხმარებელი გავხდი. კომპანიის ოპერატორებს თავიდანვე ვკითხე, - პაკეტში "პალიტრა თV" რატომ ვერ მოხვდა-მეთქი? მიპასუხეს, - ეს ტელევიზიაც მალე შემოგვიერთდებაო. "პალიტრა" ერთ-ერთ ყველაზე ობიექტურ მედიაორგანიზაციად მიმაჩნია და მინდა, რომ ინფორმაცია "პალიტრა TV"-ის საშუალებით მივიღო. როგორც მომხარებელს, ამის უფლება არა მაქვს? მაშინ, რატომ უნდა გადავიხადო ყოველთვე ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა? "მაგთისატის" ოპერატორებს დიდხანს ვთხოვდი, ჩემი, როგორც რიგითი აბონენტის სურვილი, გაეთვალისწინებინათ, მაგრამ ხან რას მპასუხობდნენ, ხან - რას. მეუბნებოდნენ, გავარკვევთ ყველაფერსო. ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და საბოლოოდ, ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, - ბოლოს და ბოლოს, როდის ჩამირთავდნენ "პალიტრა TV"-ს. პაკეტში ბევრი ისეთი არხია, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს და რაც მაინტერესებს, იმას არ მირთავენ. ეს ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევაა. მოკლედ, ვერ ვეღირსე "მაგთისატისგან" კონკრეტულ პასუხს, გავბრაზდი და ამ საკაბელო კომპანიის მომსახურების გაუქმება გადავწყვიტე. "მაგთის" ჩემს მოტყუებაში ფულს ვერ გადავუხდი. სხვათა შორის, მომსახურების გაუქმებაშიც კი, დამატებით 30 ლარის გადახდა მომთხოვეს.

- სცადეთ, გაგერკვიათ, ფულს რაში გთხოვდნენ?

GzaPress- "მაგთისატის" თეფშის მოხსნაში მომთხოვეს 30 ლარი. წარმოგიდგენიათ?! "მაგთის" უპასუხისმგებლობამ კიდევ უფრო გამაბრაზა და თეფში ჩემი ხელით ჩამოვხსენი! ასევე მოიქცნენ ჩემი მეზობლებიც - კორპუსში "მაგთისატის" თეფშები უმრავლესობამ ჩამოხსნა და სხვა საკაბელო კომპანიის აბონენტი გახდა. სხვათა შორის, "მაგთი" აბონენტებს გამომძალველივით ექცევა.

- რას გულისხმობთ?

- თავდაპირველად, "მაგთისატის" 10-ლარიანი პაკეტი ჩავრთეთ, თუმცა, დაახლოებით 3 თვეში, "მოულოდნელად აღმოჩნდა", რომ 10 ლარის ნაცვლად, მომსახურებაში 30 ლარი უნდა გადამეხადა. არხები, რომლებიც თავიდან პაკეტში ჩაგვირთეს, ეტაპობრივად გამორთეს და თითოეული მათგანის აღდგენაში 2-2 ლარი მომთხოვეს. ეს რომ თავიდანვე მცოდნოდა, რა თქმა უნდა, "მაგთისატისკენ" არც კი გავიხედავდი.

"მაგთისატის" მომსახურება გააუქმა ხატია თავბერიძემაც. მან "პალიტრამედიის" ცხელ ხაზზე დარეკა და აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ "მაგთი" მისი, როგორც მომხმარებლის ინტერესს არ ითვალისწინებს.

- მეგონა, დამთავრდა დრო, როცა მაყურებლებს ტელევიზიების ყურებას "ზემოდან" გვიზღუდავდნენ. საკაბელო მომსახურებისთვის ყოველთვიურად თანხას იმისთვის ვიხდი, რომ კომპანიამ ყველა არხის ყურების შესაძლებლობა მომცეს. სწორედ ამისთვის ჩავერთე "მაგთისატში", მაგრამ არაერთი თხოვნის მიუხედავად, "პალიტრა TV"-ის ყურების შესაძლებლობა კომპანიამ მაინც არ მომცა. "მაგთისატზე" უარი ვთქვი და "სილქნეტზე" გადავედი.

P.S. თბილისისა და საქართველოს მსხვილი ქალაქების მოსახლეობისგან განსხვავებით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევანის საშუალებაც კი არა აქვთ. ვიცით, რომ "პალიტრა თV"-ის სოფლადაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ "მაგთი" იქ მონოპოლისტია და შესაბამისად, სოფლად მცხოვრებნი უყურებენ იმას, რასაც ეს კომპანია თავისი გემოვნებით შეურჩევს...