ქართველმა კონკურსანტებმა ყველა პრიზი "მოხვეტეს"
font-large font-small
ქართველმა კონკურსანტებმა ყველა პრიზი "მოხვეტეს"
"იტალიაში თავი სტუმრად არ გვიგრძნია"
იტალიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა წარმატება მოიპოვეს.

მეცოსოპრანო მარიამ ბარათაშვილი, ბარიტონი გიორგი მჭედლიშვილი და ბანი გიორგი ჭელიძე 93 ვოკალისტს შორის საუკეთესოები აღმოჩდნენ. საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ შემსრულებლები ჩინეთიდან, კორეიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან. საოპერო მუსიკის ქართველმა შემსრულებლებმა იტალიელთა ჟიურის, მათ შორის, ჯუზეპე ვერდის სახელობის მილანის კონსერვატორიის პროფესორი და ცნობილი პიანისტები, ასევე აკადემიის დირექტორი თავიანთი ხმით გააოცეს. აქვე უნდა აღინიშნოს საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვებული, მეოთხე მუსიკოსი ელენე გირმისაშვილი, რომელმაც პიანისტთა კატეგორიაში 30-ზე მეტ შემსრულებელს შორის მოიპოვა წარმატება.

ქართველმა ვოკალისტებმა იტალიაში ცხრა დღე გაატარეს და თბილისში დაბრუნებულებს, კონსერვატორიაში შევხვდი.

მარიამ ბარათაშვილი:

- ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. დედა პიანისტია, ხოლო მამა - თუმანიშვილის თეატრის მსახიობი. ბუნებრივია, ხელოვნების სფეროსთან ახლოს ვიყავი. ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდიოდი, მაგრამ არ მომწონდა და მამაჩემმა შემდეგი სიტყვებით "შემომიტყუა" და დამტოვა მუსიკის სფეროში: შენ ხომ მოგწონს, პრინცესების ფუშფუშა კაბები?! თუ გინდა, მთელი ცხოვრება ასე გეცვას, უნდა იმღერო და ოპერის მომღერალი გახდეო. მესამე კლასში ვიყავი, როცა ვოკალის შესწავლა დავიწყე. 17 წლის ასაკში, სკოლა რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ნოდარ ანდღულაძის ჯგუფში ვსწავლობდი, მაგრამ მაშინ არ ჩამიბარებია კონსერვატორიაში, არამედ - სამი წლის შემდეგ. თავიდან ჟურნალისტიკა ვარჩიე, რადგან ვფიქრობდი, რომ შემდეგში ჩემს მუსიკალურ საქმიანობაში გამომადგებოდა. პრინციპში, ასეცაა, ტელევიზიაში ვმუშაობდი, მიმყავდა დილის გადაცემები და ამან სცენის კომპლექსი მომიხსნა. მოგვიანებით, პირველ არხზე გადავინაცვლე და ახლაც საზოგადოებრივ არხზე, თამაზ ტყემალაძესთან ვმუშაობ.

გიორგი მჭედლიშვილი:

- ბებიაჩემი - მზია დავითაშვილი 37 წელია, ოპერის თეატრის სოლისტია. რომ არა ის, მომღერალი ალბათ არ გავხდებოდი. ბავშვობიდან შემაყვარა ოპერა და საერთოდ, მუსიკა. თუმცა, სანამ ხმა არ "წამომივიდა", მზიას არ უნდოდა, რომ მემღერა, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენი პროფესია რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. რამდენჯერმე, როცა ბებიას მეგობრების თანდასწრებით ვიმღერე, ყველა მეუბნებოდა, რომ კარგი მომავალი მექნებოდა და ურჩევდნენ, ათწლედში ჩამებარებინა. მართლაც, ოთხი წელი გავატარე ათწლედში, პარალელურად, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ბოლოს, კონსერვატორიის დროც დადგა (იღიმის).

გიორგი ჭელიძე:

- ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, ჩემს ოჯახში ხელოვნების წარმომადგენლები არ არიან. მხოლოდ ბაბუა მღეროდა - მოყვარულის დონეზე, კარგ მომღერლად ითვლებოდა. უნივერსიტეტში ეკონომიკური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მამაჩემს აუდიტორული კომპანია ჰქონდა, სადაც ჩემი პროფილით, ბუღალტრად ვმუშაობდი, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ის საქმე არ იყო, რომლის კეთებაც მომწონდა და ბოლოს, რაც მიყვარდა, იმ სფეროში აღმოვჩნდი.

- ახლა უშუალოდ კონკურსის შესახებ მიამბეთ.

მარიამი:

GzaPress- კონკურსი დონ მატეო კოლუჩის სახელს ატარებს, დაახლოებით 60 წელია, იმართება და დღეს მისი შთამომავლის, დომენიკო კოლუჩის ორგანიზებით ტარდება. მასში პიანისტები მონაწილეობდნენ, ხოლო ბოლო რამდენიმე წელია, ვოკალისტებიც შეემატნენ. კონკურსის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით შევიტყვეთ; ასევე, გიორგი მჭედლიშვილის მეგობარმაც მოგვაწოდა ცნობები. გავგზავნეთ ჩვენი მონაცემები, რაშიც შედიოდა ის კონცერტები და სპექტაკლები, სადაც მონაწილეობა გვქონდა მიღებული (ცოცხლად შესრულებული არიების მოსმენის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ და ჩანაწერები გავგზავნეთ) და მოკლე ხანში მოწვევა მოგვივიდა. კონკურსი ორ ტურად გაიმართა - 23 და 27 მარტს, ქალაქებში ბარისა და კრისპიანოში. კონკურსში 90-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობდა და ასეთ რაოდენობას არ ველოდით. თბილისიდან დიდი შემართებით გავემგზავრეთ. ძალიან მშვიდად და წყნარად მოვიარეთ რომი, დავათვალიერეთ ქალაქი და როცა ბარიში ჩასულებმა დარბაზში ამდენი ხალხი დავინახეთ, ცოტა შეგვეშინდა (იღიმის).

- ასაკობრივი ზღვარი არსებობდა?

გიორგი ჭელიძე:

- მონაწილეები კატეგორიების მიხედვით დაიყო. უფროსი ასაკის შემსრულებლებს შორის აღმოვჩნდით ანუ 20 წლიდან - ზევით, სადაც ჩვენთან ერთად, 30-35 წლის მომღერლები მონაწილეობდნენ და მათ შორის იყვნენ ოპერის სოლისტებიც.

- დაწვრილებით გაიხსენეთ კონკურსის გადამწყვეტი დღე - 27 მარტი.

მარიამი:

- ვოკალისტებიდან პირველად იმღერა გიორგი მჭედლიშვილმა, მერე - მე და შემდეგ - გიორგი ჭელიძემ. დანარჩენი კონკურსანტები დარბაზში ისხდნენ და გვისმენდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე ჟიურის წევრს თავისი მოსწავლე ჰყავდა კონკურსზე ჩამოყვანილი და ამის გამო ცოტა დაძაბულები ვიყავით, მაგრამ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ორმაგად გაგვიხარდა, რომ ჩვენ გვხვდა პირველი, მეორე და მესამე ადგილები. ჩვენთან ერთად იყო ელენე გირმისაშვილი, რომელმაც ასევე პირველი ადგილი დაიკავა თავის კატეგორიაში. არასოდეს ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ერთ საერთაშორისო კონკურსს ქვეყნის ოთხი წარმომადგენელი გამარჯვებული ჰყოლოდა, - რასაკვირველია, კლასიკური მუსიკის განხრას ვგულისხმობ - და ეს განსაკუთრებულად გვახარებს. გადმოგვეცა სიგელები, მედლები და ფულადი პრემია. ჩვენი გამარჯვების შესახებ, მაშინვე დავწერე "ფეისბუქზე" და შევატყობინეთ ჩვენს მაესტროებს: გოჩა ბეჟუაშვილი ჩემი პედაგოგია, ხოლო გიორგი მჭედლიშვილი და გიორგი ჭელიძე თემურ გუგუშვილის მოსწავლეები არიან. კონკურსის შემდეგ, ბანკეტზე სამივე გვამღერეს "მხოლოდ შენ ერთს", რომელსაც მანამდე ვღიღინებდით და როცა ბანკეტზე უკვე სრული სახით შევასრულეთ, ძალიან მოეწონათ.

გიორგი ჭელიძე:

- იმისდა მიუხედავად, რომ ჟიურის რამდენიმე წევრი ამა თუ იმ კონკურსანტის პედაგოგი იყო, ფაქტია, რომ არავითარი მიკერძოება არ ყოფილა. კონკურსანტების დიდი ნაწილი საოცარი ტექნიკით მღეროდა; ეტყობოდათ, რომ ბევრი უმუშავიათ, მაგრამ ზოგს "პატარა" ხმა ჰქონდა და, შეიძლება ითქვას, ისინი ხმით "დავჯაბნეთ".

- ოპერის სოლისტებს შორის, თქვენ, სტუდენტებმა რომ მოიპოვეთ გამარჯვება, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს.

გიორგი მჭედლიშვილი:

- რასაკვირველია. მოგეხსენებათ, სტუდენტებთან შედარებით, ოპერის სოლისტებს რა დონის გამოცდილება აქვთ. ასაკს ჩვენს პროფესიაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ქალაქის დათვალიერებასა და ადგილობდრივებთან კონტაქტსაც შეძლებდით, არა?

გიორგი ჭელიძე:

- ძალიან ცუდი ამინდები დაგვემთხვა. ციოდა და სულ წვიმდა. ჩვენთვის გაცივება არ შეიძლებოდა, თავს ვუფრთხილდებოდით, თუმცა, ქალაქის დათვალიერება მაინც შევძელით. კონკურსანტები კრისპიანოს სასტუმროში ვცხოვრობდით. ორგანიზაციული საკითხები ძალიან მაღალ დონეზე იყო მოგვარებული და თავად ქალაქის მაცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები მის მსვლელობაში. ბევრი გულშემატკივარი გვყავდა და ჩვენით ადგილობრივი ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ.

გიორგი მჭედლიშვილი:

- ხალხს ძალიან უხაროდა ჩვენთან ურთიერთობა და ადამიანებისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობდით. ჩვენი ვარსკლავების უმეტესობას იცნობენ. უშუალოდ ჩვენს საგულშემატკივროდაც მოდიოდნენ კონკურსზე. იქ ყველა მღეროდა, განურჩევლად ასაკისა. ზეპირად იცოდნენ ცნობილი არიები და რეპერტუარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუმცა სამხრეთ იტალიაში ვიყავით, სადღაც "ჩექმის ბოლოს", იქ მყოფებს თავი სტუმრად არ გვიგრძნია.

მარიამი:

- როგორც ჩანს, კონკურსის შესახებ მართლა ყველამ იცოდა. ერთგან კრისტიანოს მაღაზიაში შესული გიორგი მჭედლიშვილი იცნეს და სანოტო ჩანთაც აჩუქეს.

გიორგი ჭელიძე:

- საერთოდ, იქ ყოფნის დროს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხალხს პრობლემები არ აქვს, ყველა მოღიმარი სახით დადის. რასაკვირველია, საფიქრალი ყველას აქვს, მაგრამ ამას სხვას არ აგრძნობინებენ. პატარა ქალაქები ძალიან ლამაზია, ხალხი კი - უშუალო და თბილი. მაგალითს მოგიყვანთ: ერთგან, კრისპიანოში, კაფეში პლასტიკური ბარათის პრობლემა შეიქმნა - ანგარიშის გასწორებისას, თანხა არ ჩამოიჭრა; არავითარი პრობლემა არ არის, მერე შემოგვიარეთო, - გვითხრეს და გამოგვიშვეს. ასეთმა დამოკიდებულებამ და ნდობამ ნამდვილად გაგვაოცა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
28.04.2015
გაიხარეთ, წარმატებებით გევლოთ მთელი ცხოვრება
აზა
18.04.2015
წარმატებები , ვამაყოობ გიორგი ჭელიძე შენით
თეკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
რა როლი აქვს მოცეკვავეების წარმატებაში სოციალურ ქსელს
"კოკოითის შევხვდი, ჩემი შვილის ნეშტი დამიბრუნეთ-მეთქი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი