"კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილე "ვარდების ბაღში" - გზაპრესი

"კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილე "ვარდების ბაღში"

სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიება მკითხველებისთვის, თანამშრომლებისთვისა და მათი შვილებისთვის გაიმართა და ამ მხიარულებას, მთელი დღის განმავლობაში, უამრავი ადამიანი უერთდებოდა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ "პალიტრამედიის" ნებისმიერი ჟურნალი და გაზეთი უფასოდ მიეღოთ. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში "პალიტრამედია" სულ უფრო და უფრო ფართოვდება და ჰოლდინგის სხვადასხვა სამსახურში უკვე ორი ათასამდე ადამიანია დასაქმებული, იუბილეზე კი ბევრი მათგანის ნახვა შეგეძლოთ - სხვადასხვა ჟურნალის ერთგულმა მკითხველებმა რედაქტორები და თანამშრომლები გაიცნეს.

GzaPress შეგახსენებთ, რომ "კვირის პალიტრის" გარდა, 2015 წელი მისი პირმშო ჟურნალის - "გზისთვისაც" საიუბილეოა - 15 წელი მკითხველთან, მგზავნელებთან, ტრადიციულ და მხოლოდ "გზაში" არსებულ საინტერესო რუბრიკებთან, ზურაბ აბაშიძესთან, ერთგულ ჟურნალისტებთან, "პროვოკატორთან" და ახლა უკვე "www.gzapress.ge"-სთან ერთად.

პირველი, რაც ვარდების ბაღში მისულს თვალში მოგხვდებოდათ, იყო მანქანა ჟურნალ "გზის" ლოგოთი, შემდეგ კი 1936 წელს გამოშვებული, წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი ბრენდირებული "ბმვ"-ს მარკის ავტომობილი, რომელიც ჟურნალმა "აუტობილდმა" წარმოადგინა და რომელთანაც მეც და ჩემმა კოლეგამაც - შორენა ლაბაძემ სიამოვნებით ვიპოზიორეთ და სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ.

თუმცა, ფოტომოყვარულებისთვის ეს ერთადერთი საინტერესო ადგილი არ იყო. პირადად მე, როგორც ფოტოების "მანიაკს", ყველაზე მეტად ის აპარატი მომეწონა, რომლითაც იქვე გადაღებულ და "ინსტაგრამზე" ატვირთულ ფოტოებს ერთ წამში გვიბეჭდავდნენ. აი, აქ კი არ ცხრებოდა ბავშვებისა და უფროსების ნაირ-ნაირი სელფების რიგი და მხიარული აურზაური. პატარების მხიარულ განწყობაზე "საბავშვო კარუსელიც" ზრუნავდა, იყო ფეხბურთის კარი ჟურნალ "ლელოსგან" და სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი ანიმატორები. ორიგინალური კოსტიუმით ყველას ყურადღებას იპყრობდა "გაზეთში გახვეული" ბიჭი, რომელსაც ქუდზე, პიჯაკსა და შარვალზე "კვირის პალიტრის" ლოგო და ტექსტები ჰქონდა გამოსახული.

GzaPress სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ირაკლი ალადაშვილსა (ჟურნალის რედაქტორი) და ჟურნალ "არსენალს", როგორც სამხედრო ჟურნალს, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები ჰქონდა წარმოდგენილი - საზენიტო ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, დამთვალიერებელს ტირში მონაწილეობასაც სთავაზობდა, მამრობითი სქესის წარმომადგენლების ყურადღებასა და ინტერესს იპყრობდა და სნაიპერული შაშხანიდან ტირის შაშხანის მიზანში ტყორცნის პროცესში სიამოვნებით ერთვებოდნენ.

იტალიური ბრენდის - "ჩი გუსტასათვის" განკუთვნილ კუთხეში უგემრიელესი იტალიური ნაყინი, ყავა, ტრიუფელები და სხვა ტკბილეული სპეციალურ ფასად იყო წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, დამგემოვნებლების მოწონებას იმსახურებდა. იქვე ჟურნალ "გემრიელის" ბანერი იდგა და მისი მთავარი რედაქტორის - ირმა იანტბელიძის ნახვაც შეგეძლოთ. მოგეხსენებათ, ბევრი გემრიელი და ზუსტი რეცეპტის ნახვა (ჩემ მიერ "მომზადებული"), ცნობილი ადამიანების თითო ინტერვიუსთან ერთად, ყოველთვიურად "გემრიელის" ფერად და პრიალა ფურცლებზე შეგიძლიათ. ვებგვერდ "მარაოსა" და ჟურნალ "..და ქალის" სტენდთან გალამაზების მსურველ მანდილოსნებს პროფესიონალმა ვიზაჟისტმა მაკიაჟი გაუკეთა.

GzaPress

გამომცემლობა "პალიტრა ელ"-ის ორი ათასზე მეტი დასახელების წიგნი დიდი ფასდაკლებით იყო წარმოდგენილი. სტუმრები ასევე შეხვდნენ "ილუსტრირებული ისტორიის" ავტორს - ჯაბა სამუშიას და მწერალ ტორესა მოსის, რომელთაც წიგნების შეძენა მათივე ავტოგრაფებით შეეძლოთ. "მიხარია, რომ საშუალება მომეცა, ჩემს ბანერთან ვიჯდე და მკითხველთან უშუალო კონტაქტი დავამყარო" - აღნიშნა მოსიმ. "ელვა.ჯის" საგამოფენო სივრცეში მხატვარმა ზურა ბალანჩივაძემ Newspaper Art-ის თემაზე გაზეთის ფაქტურაზე შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინა.

GzaPress დამთვალიერებლებმა და მკითხველებმა აქციისა და ღინისძიებების შესახებ, ძირითადად, სოციალური ქსელებიდან, "პალიტრის" სხვადასხვა გამოცემის გვერდებიდან შეიტყვეს და ამ დიდი ოჯახის შეკრებაში სიამოვნებით ჩაერთვნენ. მზიან და ცხელ ამინდში, ხალისიან დღეს კარგი მუსიკალური განწყობაც ემატებოდა, რომელზეც ცოცხალი შესრულებით ბენდმა იზრუნა.

თამთა დადეშელი