ყოველდღიური რისკის ქვეშ მცხოვრები ადამიანები
font-large font-small
ყოველდღიური რისკის ქვეშ მცხოვრები ადამიანები
ძველი თბილისი თავისი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობებით გამოირჩევა, თუმცა ყოველი წვიმიანი და ქარიანი დღე ზიანს აყენებს ძველ უბნებს. რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა ქარმა კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო ქალაქის ამ ნაწილს. ყველაზე მეტად კი სოლოლაკი დააზარალა.
სახურავი გადახადა ერთ სახლს, მაგრამ ამ და სხვა კორპუსებს მარტო სახურავის პრობლემა არ აქვთ. მოსახლეობის სიცოცხლე მუდმივად რისკის ქვეშაა, რადგან არავინ იცის, როდის ჩამოიშლება მათი სახლის კედლები.

ნინო ბაბაჯანოვა-სოფრომაძე, დადიანის ქუჩის მცხოვრები:
- გვიან ღამით გრუხუნი გავიგონეთ. როდესაც გარეთ გამოვიხედეთ, ვნახეთ, რომ სახლის სახურავის ნაწილი მოგლეჯილი იყო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქარმა ჩვენს სახლს სახურავი ახადა. პირველად ჩვენი სახსრებით, მეზობლებმა შევაკეთეთ სახურავი და ალბათ ახლაც იმავეს გავაკეთებთ, რადგან მერიის დახმარების იმედი არ გვაქვს.

- დახმარებისთვის მერიას მიმართეთ?

GzaPress- პირველად დავწერეთ განცხადება, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება. ძველი თბილისი არავის აინტერესებს. ყოველ ნაბიჯზე რესტორნებს აშენებენ, ხოლო საცხოვრებელი სახლები უყურადღებოდაა მიტოვებული - თითქოს აქ არავინ ცხოვრობდეს.
უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში არიან ბეგლარ ახოსპირელის ქუჩის მცხოვრებნი. მათი სახლები იმდენადაა დაზიანებული, რომ არანაირ საცხოვრებელ სტანდარტებს არ შეესაბამება. ბატონი მერაბ ლოლაძისა და რიმა ბებოს სახლის კედლები ერთმანეთისგან მოწყვეტილია და საძირკველს - მოშორებული.

- მთავრობას ვინ ჩივის? მასმედიაც დიდად თავს აღარ იწუხებს ჩვენი პრობლემების გაშუქებით. რამდენიმე წლის წინ, მიწისძვრის დროს, რუსულმა არხებმა გააშუქეს ჩვენი პრობლემები, ხოლო ქართულ ტელევიზიებში ერთი სიტყვაც არ თქმულა. ყოველ წუთს შეიძლება კედლები მოსწყდეს საბოლოოდ ერთმანეთს. ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ სახლის შეკეთებას, მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდება? მაგდენი ფული საიდან გვექნება? რამდენჯერაც რამეს გავაკეთებთ, მალევე ფუჭდება. ასე რომ, ჩვენს ძალისხმევას აზრი არ აქვს. კედლებს შუა დარჩენილი ადგილი ჩვრებით გვაქვს ამოვსებული, ქარისა და წვიმისგან რომ მაინც დავიცვათ თავი. ჭერი და იატაკიც დღითი დღე იხრება.

- საერთოდ არავინ დაგხმარებიათ?

- რამდენიმე წლის წინ, მერია დაგვეხმარა გადახურვაში, როცა ქარმა დაგვიზიანა.Mმას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. სარესტავრაციო სახლების სიაში ჩვენი შენობა უკვე წლებია, შეყვანილია, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. ახალ პროექტს - "პანორამა თბილისი" რომ აკეთებენ, რაც მასზე ფული უნდა დახარჯონ, ის თანხა ძველ თბილისს დაახარჯონ. სანამ რაიმე უბედურება არ მოხდება, მანამდე არავინ უნდა შეიწუხოს თავი? რა გვეშველება, არ ვიცით, ჩვენი მომხედავი არავინ არის, ეს უკვე დიდი ხანია, ვიცით და შეგუებული ვართ.

რიმა ბებო:

GzaPress- ჩვენ გვითხრეს, თვეში 300 ლარს მოგცემთ, ბინას გიქირავებთ და გადადითო, მაგრამ საქმე მხოლოდ აქედან გასვლაში არ არის. ეს შენობა ხომ რჩება?Aაივნის ქვეშ ბავშვები თამაშობენ, მანქანას აჩერებენ, კედელი რომ უცებ მოწყდეს, ხომ დაიღუპა ადამიანი?Eესეც არ იყოს, მე უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული და სადამდეც გავძლებ, ვიქნები ჩემს სახლში. ხანდახან გვგონია, რომ სპეციალურად არ გვეხმარებიან, რადგან ძალიან კარგი უბანია და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ ამ ადგილს. მოვიყვანეთ არქიტექტორები, მათ გვითხრეს, - სავსებით ექვემდებარება რესტავრაციასო, მაგრამ ვისაც ეს საკითხი ეხება მთავრობაში, ის არაფერს აკეთებს. კანალიზაციაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სარდაფში გროვდება წყალი და ესეც აზარალებს სახლს. ყოველ დილით გვიხარია, ცოცხლებს რომ გვეღვიძება, იმდენად სახიფათო მდგომარეობაში ვართ.

GzaPressეს ადამიანები მართლაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ ცხოვრობენ, დახმარება კი არსაიდან აქვთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ვერაფერი მითხრეს ამ პრობლემების შესახებ. ვისაც მივმართე, სხვასთან გადამამისამართა. ბოლოს - არქიტექტურის სამსახურს მიმართეთო, მაგრამ სატელეფონო ზარებს იქაც არავინ უპასუხა. იმედს ვიტოვებ, რომ საკუთარ მყარ კაბინეტებში, უსაფრთხოდ მსხდომი ხელისუფალნი უბრალო, გაჭირვებულ მოსახლეობას მცირეოდენ ყურადღებას მაინც მიაქცევენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
26.05.2015
ნინო ეს სახლები კულტურული მემკვიდრეობაა ერთი აგურის დადების უფლებაც არ გვაქვს მეპატრონეებს ამსახლებს სახელმწიფო იცავს . ასე რომ იქნებ ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე...
დაზარალებული
25.05.2015
ერთადერთი გამოსავალი: ინვესტორს უნდა მიეცეს უფლება, რომ დაანგრიოს ავარიული სახლი და მის ადგილზე ააშენოს ძველ თბილისურ არქიტექტურასთან მისადაგებული, მაგრამ მინიმუმ ორჯერ მაღალი სახლი(!!!), რომ ნახევარი გაყიდოს და მოგება დარჩეს... ხელისუფლება კი (ძველიც და ახალიც) ელოდება, რომ გამოჩნდება გიჟი ინვესტორი, რომელიც ენთუზიაზმზე იმუშავებს.
სოლოლაკელი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
რა როლი აქვს მოცეკვავეების წარმატებაში სოციალურ ქსელს
"კოკოითის შევხვდი, ჩემი შვილის ნეშტი დამიბრუნეთ-მეთქი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი