შეიცავს თუ არა შავი პური საღებავს
font-large font-small
შეიცავს თუ არა შავი პური საღებავს
რას მივირთმევთ, ეკოლოგიურად სუფთაა თუ არა ესა თუ ის პროდუქტი, სად, როგორ და რა პირობებში მზადდება? ეს კითხვები მომხმარებელს სისტემატურად აწუხებს.
განსაკუთრებით კი არსებობისთვის აუცილებელ, პირველადი მოხმარების პროდუქტს - პურს ეხება. მომხმარებელს არაერთხელ შეუძენია დაობებული, აშმორებული პური, მაგრამ სამწუხაროდ კონტროლი ამაზე თითქმის არ ხორციელდება, დაზარალებული კი ყოველთვის მომხმარებელი რჩება. წლებია, იმასაც ამბობენ, რომ შავ და რუხ პურში მუქი ფერის მისაღებად ხელოვნურ დანამატებსა და საღებავებს ურევენ. ამით კი განსაკუთრებით ის მომხმარებლები ზარალდებიან, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ და მათთვის დიეტური პურის მიღება აუცილებელია.

GzaPressჩვენი ინტერესის საგანი შავი და რუხი პურია. რამდენიმე დღის წინ ახლობელი დამიკავშირდა და შემდეგი ისტორია მიამბო: პატარებისთვის კატლეტის მომზადებას ვაპირებდი, ყველა დიასახლისმა იცის, რომ ამ საკვების დასამზადებლად პური აუცილებელია. ჰოდა, მეც მაღაზიაში შავი პური შევიძინე და დასალბობად წყალში მოვათავსე. ვიდრე დანარჩენი პროდუქტიც გავამზადე, სახტად დავრჩი, წყალი გამუქებული იყო".

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პურში საღებავის არსებობას დაადგენს. ხანგრძლივი თხოვნის შედეგად, ერთ-ერთ საცხობში მომუშავე ქალბატონი ინტერვიუზე დავითანხმეთ. ცხადია, სამსახურის დაკარგვის შიშით, ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ ჩვენი ეჭვი დაადასტურა: "იმისათვის, რომ პურს მუქი შეფერილობა ჰქონდეს, ცომს გარკვეული რაოდენობის საღებავს ვუმატებთ. საღებავის მცირე დოზაც საკმარისია, რომ პროდუქტმა სასურველი შეფერილობა მიიღოს. შეიცავს თუ არა პური საღებავს, ამის გადამოწმება თავადაც შეგიძლიათ, სხვას ვერაფერს გეტყვით".

გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩამეტარებინა: სხვადასხვა დასახელების შავი და რუხი პური შევიძნე. შინ მისულმა, პურის ნაჭრები წყლიან ჭურჭელში მოვათავსე. რამდენიმე წუთის შემდეგ სხვადასხვა სახეობის სამი პურიდან ორმა წყალი გაამუქა.

სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, დიასახლისისა და მცხობელის ნაამბობი მათი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - წყალი შეიღება.

პურზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, ეთერ სარჯველაძეს დავუკავშირდით.

- ცნობილია, რომ შავ და რუხ პურს ურევენ საღებავს, შეფერილობისთვის.Oიქნებ გაგვიმარტოთ, რა საფრთხეს უქნის საღებავი ადამიანის ჯანმრთელობას და შეგვიძლია თუ არა გავარჩიოთ, გამოყენებულია თუ არა პურში საღებავი?
- საღებავის მავნებლობა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, - რა ნივთიერებისაგან არის მიღებული. გამოყენებულია თუ არა პურში საღებავი და ემულგატორები, ამის შეფასება ლაბორატორიულად უნდა მოხდეს, რადგან მარტივი არ არის. თუმცა, რეკომენდებულია მარტივი მეთოდი, სახლის პირობებში გამოვიცნოთ, შეღებილია თუ არა პური: - მცირე ნაწილაკებად დაფხვნილი პური უნდა ჩავყაროთ თბილ წყალში (რომელიც ხელს ონავ წვავს) და დაველოდოთ 3-5 წუთი. თუ წყალი შეიფერა, ე.ი. შეღებილია. იმ შემთხვევაში, თუ პურში გამოყენებულია საღებავი, მომხმარებელი უნდა მოერიდოს ამ პურის მიღებას.

- ცნობილია, რომ საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, რამდენად ჯანმრთელ პურს იღებს მომხმარებელი.
- თუ იქნება მოთხოვნა, ლაბორატორიები შეძლებენ პურში გამოყენებული საღებავების დადგენას, რაც შეეხება ხარისხს, ანუ ეტიკეტთან შესაბამისობის დადგენა ძალზე იოლია.

- ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. "კარტოფილის დაავადება". პურის "კარტოფილის დაავადებით" დაბინძურების პერიოდად ზაფხულია მიჩნეული. რამდენად მავნეა აღნიშნული პროდუქტის მიღება და როგორ უნდა გაარჩიოს მომხარებელმა, რომ პურს კარტოფილის დაავადება აქვს?
- პურის ბაქტერიული დაავადებებიდან ცნობილია "კარტოფილის დაავადება", რომლითაც ძირითადად ავადდება ხორბლის პურის მხოლოდ პურის გული, სადაც ცხობის დროს მაღალი ტემპერატურა ვერ აღწევს. ეს ძირითადად მაღალი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარ პურში აღინიშნება. კარტოფილის დაავადებით დაზიანებული პური იღებს არასასიამოვნო, სპეციფიკურ სუნს, აქვს მწებავი გული, რომელიც ძლიერი დაზიანების დროს ძაფებივით იწელება. ჭვავის პურში ეს დაავადება არ აღინიშნება მაღალი მჟავიანობის გამო. მის ასაცილებლად, პურის მწარმოებელ ობიექტებში, სარეალიზაციო ქსელსა და ოჯახში დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ფქვილი უნდა ინახებოდეს მშრალ, განიავებულ საწყობებში, სტელაჟებზე, იატაკიდან 15 სმ-ისა და კედლიდან 50 სმ-ის დაშორებით. ზაფხულის პერიოდში მეწარმემ აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად ცომში უნდა მოახდინოს სიმჟავის მომატება სტანდარტით დასაშვებ ნორმაზე ზევით, რისთვისაც უნდა გამოიყენოს სხვადასხვა დამამჟავებელი კომპონენტები. აგრეთვე უნდა დაჩქარდეს პურის გაცივება კონტეინერებსა და როდონებზე, ვენტილაციის გაძლიერებით.

GzaPressკატეგორიულად იკრძალება კარტოფილის ჩხირით დაავადებული პურის (მცირე რაოდენობითაც კი) გადამუშავება. დაზიანებული პური დაუყოვნებლივ უნდა გაიტანონ წარმოებიდან და მისი ცხოველებისათვის საკვებად გამოყენების საკითხიც, თითოეულ კერძო შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ვეტერინარული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. პური, რომელიც არ შეიძლება გამოიყენო საკვებად ან ტექნიკური მიზნებისთვის, ექვემდებარება განადგურებას (დაწვას). აღნიშნული დაავადების გამოვლენის შემდეგ, მეწარმემ დაუყოვნებლივ დანადგარების სანიტარიული დამუშავება და დეზინფექცია უნდა მოახდინოს.

- რა საფრთხეს შეიცავს კარტოფილის დაავადებით დაავადებული პურის მიღება?

- კარტოფილის ჩხირით დასნებოვნებული პურის საკვებად გამოყენება არ იწვევს რაიმე სერიოზულ დაავადებას, მისი მოხმარება შეუძლებელია ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გამო (ფერი, სუნი, გემო, კონსისტენცია). ასეთი პურის საკვებად გამოყენება იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და ფაღარათს.

- ასევე მნიშვნელოვანია სუპერმარკეტებში პურის შენახვის პირობები. რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა პურის საყიდლად მივდივართ?
- სარეალიზაციო ქსელში პური უნდა ინახებოდეს სპეციალურ სტელაჟებზე, არ უნდა ელაგოს ერთმანეთზე. იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ობიექტში მოხვდა დაავადებული პური, სტელაჟი უნდა გაირეცხოს საპნიანი ცხელი წყლით, დამუშავდეს ძმარმჟავას 3%-იანი ხსნარით, გაშრეს და შემდგომ გამოიყენონ მოხმარებისთვის.

- ხშირად მომხმარებელი ყიდულობს პურს, რომელიც არის შეფუთული, აქვს ვადაც, მაგრამ ასდის შმორის სუნი. გამოცხობიდან რამდენ ხანში უნდა შეიფუთოს პური?
- გამოცხობიდან 3-4 საათის, ანუ გაგრილების შემდეგ. არ შეიძლება ცხელი პურის შეფუთვა. გამოშვებული პურის ხარისხზე პასუხისმგებელია საცხობის ადმინისტრაცია. დარღვევის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პურის საცხობები არ მიეკუთვნება მაღალი რისკის წარმოებებს. მიუხედავად ამისა, ეროვნული სამსახურის მიერ, კიდევ უფრო გამკაცრდება პურის საცხობების მონიტორინგი - სასურსათო პროდუქციის საკონტროლო შესყიდვებით. პურის ხარისხის დარღვევასთან დაკავშირებით, სამსახურში შემოსულ ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მოხდება ოპერატიული რეაგირება.

P.S. პურის შინ ცხობის გადაწყვეტილება წლების წინ, მას შემდეგ მივიღე, რაც აშმორებული, ზედმეტად აფუებული პური არაერთხელ შევიძინე. დავინტერესდი, ჩემსავით პურს შინ რამდენი ქალბატონი აცხობს და დიასახლისები მაღაზიის მფლობელის ნებართვით, იქვე გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ოცი ქალბატონიდან, შინ პურს მხოლოდ სამი აცხობს. მიზეზად უდროობას ასახელებენ, თუმცა პურის ხარისხი არ მოსწონთ. აღმოჩნდა, რომ ჩემსავით მხოლოდ ერთეულები იქცევიან. ხარისხიანი პური საქართველოში ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემაა.
ლამუნა ირემაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
28.05.2015
ნინო ბურჯანაძე მამამისთან ერთად უნდა ჩაფლა ფქ ვილის დიდ ტომარაში,და წამებით ამოხადო სული!!!კუ ბაღლინჯოიანი ფქვილით გამომცხვარი პური რომ გვაჭამა იმიტომაც არის ასე მომატებული ონკოლოგიური დაავადეები...ეს ტუტუცი ქალი გამოდის და მაღალ იდეალებზე ტლიკინებს.....
მართა
28.05.2015
"მივირთმევთ" რა ქართულია?! ჟურნალისტი სკოლის დონეზე მაინც არ უნდა ფლობდე გრამატიკას? "მივირთმევ" და "ვბრძანდები" არაგრამატიკულია. ასეთი სიტყვები ქართულ ენაში, უბრალოდ,მ არ არსებობს!!!!!!!!!!!!!
ხათუნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
რა როლი აქვს მოცეკვავეების წარმატებაში სოციალურ ქსელს
"კოკოითის შევხვდი, ჩემი შვილის ნეშტი დამიბრუნეთ-მეთქი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი