გაძარცული მოსახლეობა და შვიდთვიანი შოკი "შოკუნიების" სანაცვლოდ
font-large font-small
გაძარცული მოსახლეობა და შვიდთვიანი შოკი "შოკუნიების" სანაცვლოდ
"შეცვალეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და არც ერთი თეთრი არ იქნება საჭირო, ლარის კურსი ისე შემობრუნდება"
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ლარის კურსი არაერთხელ შეიცვალა: ეროვნული ვალუტა ჯერ კატასტროფული სიჩქარით ეცემოდა, მაისის შუა რიცხვებიდან კი, გამყარება დაიწყო. ამ პროცესს შეშფოთებული ადევნებდა თვალს მთელი საქართველო, რადგან ყოველ მეორე თუ არა, მესამე ადამიანს კომერციული ბანკის ვალი აქვს. ეს არ ყოფილა უბრალო "შოკუნიები", როგორც ფინანსთა მინისტრი გვარწმუნებდა, ეს - ნამდვილი შოკი იყო, რომელიც მრავალჭირნახულმა ქართველმა საზოგადოებამ ღირსეულად გადაიტანა. ფაქტია, რომ ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე მთავრობა მსჯელობდა, ექსპერტები შფოთავდნენ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები კი ჭკუას გვარიგებდნენ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გაიძარცვა!

მსოფლიოში ვალუტის ხელოვნური გაუფასურების მაგალითები საკმაო რაოდენობით მოიძებნება, აქედან გამომდინარე, სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ლარის კატასტროფულ გაუფასურებას ეკონომიკურ ფაქტორებთან კავშირი არ ჰქონია, რომ ეს ჩვეულებრივი სპეკულაცია იყო, გამყარება კი იმით არის გამოწვეული, რომ კომერციულმა ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს. რა ხდება ახლა, რა შედეგს მოიტანს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლა და რა ელის მომავალში ჩვენს ეროვნულ ვალუტას? - ეს ის კითხვებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ამ კითხვებზე ქართველ ექსპერტებსაც განსხვავებული პასუხები აქვთ:

ვაჟა კაპანაძე, ანალიტიკოსი:

- ყველამ ვიცით, რომ აშშ-ის დოლარი მთელ მსოფლიოში გაძვირდა, მაგრამ ჩვენთან დოლარის გამყარება გამოიყენეს, რომ ვიღაცებს მაქსიმალური მოგება მიეღოთ. არსებობს კლასიკური სქემები, თუ როგორ უნდა ისარგებლო კურსთა შორის ცვლილებით და საქართველოშიც ასეთი სქემა მოქმედებდა, რომელიც გამოძიებასა და გაშიფვრას საჭიროებს. მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ამერიკის რამდენიმე ბანკი დაჯარიმდა იმის გამო, რომ ვალუტის კურსზე მანიპულირებით მაქსიმალური მოგება მიიღეს. ჩვენი კომერციული ბანკები რა, უცოდველები არიან? სულაც არ არის აუცილებელი, მათ ქმედებებში კრიმინალი ვეძებოთ, ბანკი კომერციული სტრუქუტურაა და თუ მიუშვებ, ყოველთვის შეეცდება, მოგება ნახოს. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ბანკს, ლამის ყველა ინტერვიუში ვამბობდი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებასთან ასოცირდება-მეთქი. მისმა განცხადებებმა თუ ქმედებებმა მკვეთრად უარყოფითად იმოქმედა ვალუტის კურსზე. ეს მარტო ჩემი ვარაუდი არ არის, ამის თაობაზე მთავრობის წევრებმაც თქვეს. დიდი ალბათობით, ამ პროცესში მთავრობის ჩარევამ გამოიწვია ის, რომ ბანკებმა რაღაც საშიშროება იგრძნეს და ძველი პოლიტიკა შეწყვიტეს - შეეშვნენ სავალუტო აუქციონებზე დოლარის შესყიდვას ანუ ტრენდი შეტრიალდა. ადრეც ვამბობდი - შეცვალეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და არც ერთი თეთრი არ იქნება საჭირო, ლარის კურსი ისე შემობრუნდება-თქო. ახლა კი, ასეთი შეკითხვა მაქვს - ხომ არ მოექცა ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების გავლენის ქვეშ, რომლებიც ამ პროცესს წარმართავდნენ? თუ ეს საქართველოს ეროვნული ბანკია, დოლარის გაძლიერებას უნდა უწყობდეს ხელს თუ ჩვენი ეროვნული ვალუტის? ჩამოვიდნენ სავალუტო ფონდის წარმომადგენლები და აღმოაჩინეს, რომ თურმე კურსის ცვლილებას ძალიან ცუდი გავლენა მოუხდენია მცირე და საშუალო ბიზნესზე, მოსახლეობაზე, ეს მაშინ არ იცოდნენ, როცა ლარის კურსი ასეთი ტემპით ეცემოდა? ხალხი სავალუტო ჯიხურებს რომ შეხედავდა, წნევა უწევდა. სავალუტო ფონდი იმისაც მიხვდა, რომ ეს არაბუნებრივი კურსი იყო. მით უმეტეს, არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ ლარის კურსი ასე დაცემულიყო, რადგანაც 2013 და 2014 წლებში ქვეყანას საკმაოდ კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა. ამ სიტუაციიდან ფინანსურად ყველაზე მოგებული საბანკო სისტემა გამოვიდა, ვის ხარჯზე? - მცირე და საშუალო ბიზნესისა და მოსახლეობის ხარჯზე. ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით მოგებული მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა: ისინი ლამის პერფორმანსებს მართავდნენ - ლარი გარდაიცვალაო...
GzaPress
რაც მოხდა, ეროვნული ბანკის არასწორი სტრატეგიის შედეგი იყო. ეს ხდებოდა ან უცოდინარობით, ან ვიღაცის კარნახით, მაგრამ ამას სპეციალური შესწავლა და გამოკვლევა უნდა. ხალხი დაზარალდა, მე როგორც რიგით მოქალაქეს, ხომ მაქვს უფლება, რომ გამოძიება მოვითხოვო? იქნებ ამ გამოძიების შემდეგ პირიქით მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ხალხს? ახლა სად დასვამენ წონასწორობის წერტილს, ჯერ კიდევ საკითხავია. მთავარია, ისე სწრაფად არ ჩამოაგდონ კურსი, რომ ბიუჯეტმა იზარალოს, თორემ კურსის ასეთი არაპროგნოზირებადი ცვალებადობა დამღუპველია ბიზნესისთვის.

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

- ვალუტის დევალვაცია ყველგან ხდება, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მოწინავე ქვეყნებში ამ დროს ადამიანი რისკებისგან დაცული და დაზღვეულია. რით შეიძლება აიხსნას ლარის რამდენიმე პუნქტით გამყარება? - მოგეხსენებათ, კურსის დინამიკას მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა განსაზღვრავს, ბოლო ხანებში საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზარდა, თანაც, საგადასახადო ვალდებულების გასტუმრების დროც დადგა და ბევრმა გადამხდელმა თავისი რეზერვების კონვერტირება დაიწყო. ამასთან, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთმანეთისკენ თითის გაშვერას თავი დაანებეს და მათ ურთიერთობაში თანამშრომლობის ნიშნები გაჩნდა. თანაც, ორივემ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა და ფსიქოლოგიური ფაქტორიც ამოქმედდა, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დამშვიდების უფლება არა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს მცირე პაუზა ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის საფუძველი შეიქმნას. ეს ერთბაშად ვერ მოხდება, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დაიწყოს? ჩემი აზრით, ზაფხულში ლარის შემდგომი ვარდნა მოსალოდნელი არ არის, პირიქით, შეიძლება ის კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტურისტული სეზონი იწყება, ხალხი ჩამოდის, ვალუტას ხარჯავს და ა.შ... ბაზარზე შექმნილი ჭარბი ვალუტა ხელს შეუწყობს ლარის კურსის გამყარებას თუ არა, სტაბილურობას მაინც, მაგრამ შემოდგომიდან უკუპროცესებს უნდა ველოდეთ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა მოიფიქროს გზა, რომლითაც სიტუაციას დააბალანსებს.

- ბატონო გია, როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკის როლს მიმდინარე პროცესებში?

- ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც დაიქნევს და შეძლებს ვალუტის დაჭერას. მას შეუძლია მხოლოდ მოკლევადიანი ნაბიჯების გადადგმა, რაც ხანმოკლე ეფექტს მოიტანს, მაგრამ თუ მთავრობამ სწორი სისტემური ეკონომიკური საფუძველი არ დაახვედრა, ეროვნულ ბანკს არა აქვს ამხელა ძალა. მისი რესურსი შეზღუდულია და ადრე თუ გვიან, დაიხარჯება. შეთქმულების თეორიას ვერ გავიზიარებ და ვერ ვიფიქრებ, რომ ცენტრალური ან რომელიმე ბანკი რაღაც საბოტაჟს ეწეოდა, მსგავსი ბრალდებები ძალიან სახიფათოა და შეიძლება პანიკა და ფინანსური რყევებიც გამოიწვიოს. ის, რომ ვიღაცას მთავრობის წევრებისა შეეშინდა და ლარის კურსი დაეცა, ძალიან მიამიტი გაგებაა. თუ ეკონომიკა ხელს არ შეუწყობს, ეროვნულ ბანკს კურსის მართვა არ შეუძლია. ვფიქრობ, რომ ლარის კურსმა მიაღწია პიკს და ახლა ნელ-ნელა წონასწორობის ნიშნულს უახლოვდება, მაგრამ ეს სისტემური პროცესი არ არის და ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ერთ კვირაში შეიძლება ისევ მატება დაიწყოს.

პაატა კვიჟინაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე:
- ჩემს კოლეგებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ძალიან ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ. ყველა ვთანხმდებით, რომ ლარის ახლანდელი კურსი არ შეესაბამება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. ამიტომ, პარლამენტი ყველანაირად ცდილობს გაარკვიოს, რა ხდება. ვიღაც ფიქრობს, რომ ეს პროცესი ხელოვნურია, ვიღაც ამტკიცებს, რომ ლარის კურსი თავის ნებაზეა მიშვებული, ეროვნულ ბანკში კი ფიქრობენ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. არადა, ფაქტია, რომ იანვრის შემდეგ, როცა ლარის კურსი 2,05 იყო, ეკონომიკური მაჩვენებლები ნაწილობრივ გაუმჯობესდა კიდეც, ლარი კი - უარესობისკენ წავიდა. იმედია, ამ ყველაფერში გავერკვევით. დღეს არანაირი პირობა არ არსებობს ლარის კურსის დაცემისათვის. ასე ფიქრობს სავალუტო ფონდიც და თვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, ამიტომ, ეს ყველაფერი გასარკვევია. კანონის მიხედვით მთავრობას არა, მაგრამ პარლამენტს აქვს ცენტრალური ბანკის საქმეში ჩარევის უფლება, რადგან ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. არის რაღაც საკითხები, კომერციული საიდუმლოებები, რომელშიც კანონი ვერ ჩაერევა, მაგრამ პარლამენტი შეეცდება, დეტალურად შეისწავლოს ლარის გაუფასურების მიზეზები. ბანკები თავის საქმეს აკეთებენ და ცდილობენ, მოგება მიიღონ. მართალია, ლარი ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება და არც უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ არც ამ დონემდე უნდა იყოს დაცემული. თანაც, ჩვენს ქვეყანაში მილიარდიანი პროექტები იწყება და წესით, მომავალში დოლარის დეფიციტი არ უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე სიტუაცია დასტაბილურდება, მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს - რა ხდება ლართან დაკავშირებით.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ავსტრალიელი მეხანძრის სულისშემძვრელი ინტერვიუ
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი