რა დაბრკოლებებს აწყდებიან ტურისტები საქართველოში
font-large font-small
რა დაბრკოლებებს აწყდებიან ტურისტები საქართველოში
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელი სტუმრების რაოდენობაც მატულობს. საქართველოს დათვალიერების მსურველები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან დედაქალაქში და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
უცხოელები, რომლებიც აქ სტუმრად ჩამოდიან, იხიბლებიან უძველესი არქიტექტურული ძეგლებით, ციხესიმაგრეებითა და კოშკებით, ულამაზესი პეიზაჟითა და უნიკალური კულტურით...

"მე გიკვარს საქარტველო" - მითხრა ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც აქ პერიოდულად ჩამოდის. ვიქტორი უკრაინელია და საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, ზაფხულობით დასასვენებლადაც ჩამოდის ხოლმე. ამბობს, რომ განსაკუთრებით, ძველი თბილისი ხიბლავს, ორიგინალური სახლებითა და მოხდენილი აივნებით: "მე უკვე მივეჩვიე, რომ თუ საქართველოში მეგობრები გყავს, ესე იგი, გაგიმართლა - ისინი ქვეყანას შემოგატარებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ მშვენიერი ქვეყნიდან სასიამოვნო მოგონებებით წახვიდე. თანაც, ამისთვის არაფერს გადაგახდევინებენ, რადგან სტუმრისთვის ფულის გადახდევინებას ქართველები სირცხვილად მიიჩნევენ. ეს თვისება თავიდან მეც ძალიან მაკვირვებდა", - ამბობს ჩვენი სტუმარი, რომელიც ყოველი წასვლისას საქართველოში კვლავ დაბრუნებაზე ოცნებობს.

მართალია, ჩვენი სტუმრები უმეტესად, მხოლოდ დადებით მხარეებზე საუბრობენ, მაგრამ ამ სფეროშიც არის სერიოზული პრობლემები, რომლებიც გამოსასწორებელია. რა მოსწონთ და რა - არა ტურისტებსა და ვიზიტიორებს საქართველოში? - ამის შესახებ ყველაზე კარგად, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებმა იციან. სწორედ მათ ვესაუბრეთ.
GzaPress
შალვა ციკოლია, ტურისტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი:

- საქართველოში ტურისტები ძირითადად, რუსეთიდან, უკრაინიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოდიან. განსაკუთრებით აქტიურობს ყაზახეთი. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვახსენო აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი. სხვათა შორის, ირანიდან და ერაყიდან ძალიან შემცირდა ტურისტების ნაკადი ახალი სავიზო წესების შემოღების შემდეგ. ეს იმიტომ, რომ მათთვის ძალიან გართულდა ვიზების აღება. ამის გამო სტუმრების ყველაზე დიდი ნაკადი აზერბაიჯანიდან, თურქეთიიდან და უკრაინიდან შემოდის ხოლმე. ევროპის ქვეყნებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა პოლონეთი. წინა კვირაში გვყავდა ტურისტები პოლონეთიდან, რომლებიც ქარელის რაიონში წავიყვანეთ, იქაურობა საფუძვლიანად დაათვალიერეს და საოცრად კმაყოფილნი დარჩნენ. მერე მოდის ჩეხეთი, გერმანია და უნგრეთი. ესპანეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან მცირე რაოდენობით ჩამოდიან. უმეტესობას პირველ რიგში, მცხეთა და თბილისი აინტერესებს, მერე კი - რასაც შევთავაზებთ. ეს ადამიანები აღფრთოვანებულნი რჩებიან იმით, რომ ასეთ პატარა ტერიტორიაზე არის ზღვაც, უდაბნოც, მთებიც, ჩანჩქერებიცა და კანიონებიც. მოსწონთ ჩვენი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა და ის, რომ ასეთ პატარა ტერიტორიაზე ამდენი რამის ნახვა შეუძლიათ. სვანეთისა და თუშეთის ნახვით ქართველებიც კი გაოცებულნი ვრჩებით და წარმოიდგინეთ, უცხოელებს რა განცდები ექნებათ. შარშან პოლონელი ტურისტები გვყავდა, რომლებმაც მითხრეს, -Lმთელი ევროპა შემოვლილი გვაქვს, მაგრამ ასეთი უნიკალური ქვეყანა და სტუმართმოყვარე ხალხი არსად შეგვხვედრია, ეს ყველაზე მაგარი ქვეყანააო... თუმცა, საქართველოს გაპიარებაც სჭირდება: მსოფლიოში ყველამ იცის მალაიზია, შრი-ლანკა, ფილიპინები, მაგრამ არ იციან საქართველო. რაც მეტი გაიგებს, მით უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა. ბევრი რამ ჩვენც არ გვაქვს ნანახი. ავიღოთ თუნდაც მარტვილის ან ოკაცეს კანიონები. მათი მნიშვნელობა კარგა ხანს იქაურებმაც არ იცოდნენ. შეიძლება ბევრმა არც ის იცის, რომ საქართველოში არის ცნობილი ფრანგი არქიტექტორის, ეიფელის მიერ დაპროექტებული ხიდი, რომლის შესახებ მეც პირველად გავიგე. ის მე-19 საუკუნეში ჩამოიტანეს ქართველმა თავადებმა და ახლა წაღვერშია. ასეთი გამორჩეული კონსტრუქციის ხიდი საქართველოში მეორე არ არის. ძალიან ბევრი პლუსი აქვს ჩვენს ქვეყანას, ტურიზმის სფეროში აქ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ექსტრემალური ტურიზმით დაწყებული, სათავგადასავლოთი დამთავრებული.

რაც შეეხება პრობლემებს, - პირველ რიგში, ფასები უნდა დავასახელო: მაგალითად, ბათუმში საშუალო დონის სასტუმრო 380-400 დოლარი ღირს. ვინც ამ სფეროში ერკვევა, იცის, რომ ამავე ფასად თურქეთში გადაფრინდება, უფრო მაღალი დონის სერვისს მიიღებს და შესაბამისად, უფრო კარგად დაისვენებს. ზოგჯერ თვითონ ქართველებიც ამჯობინებენ, თურქეთში წავიდნენ და იქ დაისვენონ. ქვეყნები, სადაც ტურისტული სექტორი მაღალ დონეზეა, ყველა ღონეს ხმარობენ, რაც შეიძლება მეტი სტუმარი მიიზიდონ. მაგალითად, ეგვიპტემ რუსეთს სპეციალური ფასდაკლებაც კი შესთავაზა იმიტომ, რომ იქ რუსეთიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩადის. ზოგიერთი ჩვენი სტუმარი გაუმართავ ინფრასტრუქტურასაც უჩივის, თუმცა, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ეს, პირიქით, იზიდავთ. მართალია, ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მთავარი საყრდენი ვერ იქნება, მაგრამ სერიოზული შემოსავლის მოტანა შეუძლია. ბევრი ქვეყანა, მათ შორის - გერმანია, იტალია და საფრანგეთი ამ დარგიდან სოლიდურ შემოსავალს იღებენ. ასე რომ, სხვა დარგებთან ერთად, ეს მიმართულებაც უნდა განვითარდეს და მაღალი დონისა გახდეს. ამის საშუალება და პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს.
GzaPress
თინათინ გოგუაძე, ტურისტული კომპანიის გენერალური მენეჯერი:

- ჩვენს კომპანიას ამერიკელი პარტნიორები ჰყავს, ამიტომ ამერიკელი სტუმრებიც გვყავს და ისრაელიდან ჩამოსულებიც. როგორც წესი, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები წელიწადში 2-3 ჯგუფს მაინც გვიგზავნიან, თუმცა, დამსვენებლები ძირითადად უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოდიან. ეს ჯგუფები ძირითადად, დაბალი ბიუჯეტით გამოირჩევიან და ჩვენც 3-4-ვარსკვლავიან სასტუმროებში ან საოჯახო სახლებში ვაბინავებთ. იქ მომსახურება და სერვისი არ მოსწონთ. ჩივიან იმის გამოც, რომ ჩვენთან არ არიან კვალიფიციური, ენის მცოდნე გიდები. სხვათა შორის, რუსული ენის მცოდნე გიდები უფრო ჭირს, ვიდრე ინგლისურის. ენის უცოდინარობა მათთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. თუ შვიდდღიანი ტური გვაქვს და ტრანსპორტით მთელ საქართველოში დადიან, უკვე სველი წერტილებისა და ჰიგიენის პრობლემაც იჩენს თავს. ამიტომ ვცდილობთ, ავტოგასამართ სადგურებს შევუთანხმდეთ, რომ ჩვენმა სტუმრებმა მათი სველი წერტილებით ისარგებლონ. გზები და ინფრასტრუქტურა ამ დარგისთვის მთავარი დაბრკოლებაა, მათ მოწესრიგებას კი ბევრი დრო დასჭირდება. ყველანაირად ვცდილობთ, უკმაყოფილონი არ დარჩნენ: წასვლის წინ საჩუქრებს ვუკეთებთ, სუვენირებს ვატანთ, საქართველოდან დადებითი შთაბეჭდილებით რომ წავიდნენ. ევროპელებს ძალიან მოსწონთ ჩვენი დედაქალაქი, ყაზბეგი, გუდაური, კახეთი, ხოლო თუ 7-დღიანი ტური აქვთ, ცდილობენ, ქუთაისი და სვანეთი ინახულონ. უმეტესობას ძალიან აინტერესებს ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია. აგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, რომელიც ძალიან მოსწონთ. რაც შეეხება მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსულებს, ისინი უფრო მეტად საზღვაო კურორტებზე მიდიან და იქ ისვენებენ.

ია თაბაგარი, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

- ტურისტების პრობლემები ქვეყანაში შემოსვლამდე იწყება: ავიღოთ თუნდაც ელექტრონული ვიზები, რომლის აღებაც ძალიან რთულია. იქ ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც უნდა გამარტივდეს. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი სავიზო პოლიტიკის შედეგად შემცირდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლის მოქალაქეებსაც შეეძლოთ, უვიზოდ შემოსულიყვნენ საქართველოში, მათ შორის - ირანიდან და ერაყიდან. გაუქმდა ვიზის საზღვარზე აღების შესაძლებლობაც. გასაგებია, რომ ტურისტებს ვიზა სჭირდებათ, მაგრამ ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ საქართველოში შემოსვლით ადამიანი სტრესს იღებდეს. არანაკლები ხარვეზია ჩვენს აეროპორტში, სადაც ზოგჯერ ურიკებიც კი არ ხვდებათ... ბოლო დროს მოიშალა ტრადიცია, როცა ჩამოსულებს დარბაზში ელოდნენ. ახლა ხალხი ჭიშკართან დგას, რაც არც ლამაზია და არც ეთიკური. ძალიან ხშირად, გამგზავრებისას ტურისტი იძულებულია, ბარგი ხელით ატაროს. როგორც თბილისში, ასევე დიდ ქალაქებში, პრობლემად არის ქცეული ავტობუსის გაჩერება. ბევრს ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ტურისტულ ავტობუსებს სპეციალური გასაჩერებელი ადგილები უნდა ჰქონდეთ. ჩამოსვამენ ტურისტებს და ვიდრე ავტობუსი დადგება, აჯარიმებენ. ამის გამო სტუმრებს სულ კონფლიქტი აქვთ პატრულთან, რომელსაც მათი პრობლემები სულ არ აინტერესებს. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ მთელი საქართველო დაბინძურებულია. თოვლი რომ დნებოდა, უნდა გენახათ, რა ხდებოდა ჯვრის უღელტეხილზე: ხალხი პირდაპირ მანქანებიდნ ისროდა ბოთლებს. ხომ უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს?! კახეთის მაგალითზე შემიძლია ვთქვა: იქ წყალი წყდება ძალიან ხშირად. დიდ სასტუმროებს აქვთ რეზერვუარები, საოჯახო სასტუმროებს კი - არა და სიძვირის გამო ვერ აკეთებენ. ზემო სვანეთში, რომელიც უცხოელებს ძალიან მოსწონთ, ხშირად ქრება შუქი. საოჯახო სასტუმროებს იქაც არ აქვთ საშუალება, გენერატორი შეიძინონ. ცალკე საკითხია უგზოობა: როგორც კი ცენტრალური გზიდან გადავუხვევთ, ნამდვილი ქაოსი იწყება ხოლმე. ახლახან თვითონ ვნახე გელათი, სადაც გზა ისეა გაფუჭებული, რომ ავტობუსებს კი არა, მანქანებს უჭირთ ასვლა. ვფიქრობ, ტურიზიმის სეზონისთვის მზადება წინასწარ უნდა იწყებოდეს, რომ ასეთი მასშტაბური პრობლემები აღარ გვქონდეს.
GzaPress
ცნობისათვის: შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის მაისში ჩვენი ქვეყნის სტუმრების რაოდენობა გაიზარდა, კერძოდ: საქართველოს საზღვარი 454 545-მა ვიზიტიორმა გადმოკვეთა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7%-ით მეტია. "იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყანაში უკვე 1 835 545 ვიზიტი აღინიშნა, რაც 2%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

2015 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+0,5%), აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა. ასევე პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობით, იანვარ-მაისშიც გამოირჩეოდნენ: ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად, 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია და მოლდავეთი - 42% და 43%-იანი. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 15%-იანი ზრდა - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
17.06.2015
1.ვინც ანაგვიანებს ის მართლა ნაგავია. 2.ბუნების დაცვა ჩვენი ვალია. 3.გავაზელ თუ ვინმეს ტურისტი ჩამოყავს საქართველოში მაგას რა ჯობს, სირცხვილია ეგ ბოღმიანი კომენტარი. 4. კარგი იქნებოდა ეწეროს რომელი ფირმების შეფები არიან ეს ხალხი. 5.ყველამ თავისი საქმე ვაკეთოთ რა.
პატრიოტი
16.06.2015
ყველაზე დიდი პრობლემა ლარის აწევ დაწევააა . ზაპხულობიტ ტურისტსს ვყვლეპავტ ზამტრობიტ მოსახლეობასს.
ტამრო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ახლახან, ბაქოში გამართულ პროფესიონალურ ორთაბრძოლებში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს.
"ქვედა "განყოფილებაში" რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, ყაზახები და ქართველი გოგონები მუშაობდნენ..."
პოლიტიკოსები ემიგრანტებს ფულს სთხოვენ.
ქართველ ხალხს დღეს ურთულეს გარემოში უწევს ცხოვრება, შიში, სტრესი, იმედგაცრუება, ხელისუფალთა და ოპოზიციონერ ლიდერთა სიარული სამძიმრიდან სამძიმარზე...
კაცი, რომელსაც დუმილით მილიონის შოვნა შეუძლია
ვიდრე თბილისში სახანძრო რაზმი ჩამოყალიბდებოდა, ზოგჯერ ხანძრის ჩაქრობას ყარაჩოხელთა ამქარი ცდილობდა.
ანუ საქართველოს სახელით მიღებული ჯილდოები
"დღევანდელი განათლების სისტემა ბავშვებს თავში უბრალოდ, ფაქტების გარკვეულ რაოდენობას უტენის"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი