ბუ­ღალ­ტე­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი და მზა­რე­უ­ლი - ქარ­თუ­ლი ჰო­კე­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში
font-large font-small
ბუ­ღალ­ტე­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი და მზა­რე­უ­ლი - ქარ­თუ­ლი ჰო­კე­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში
ქარ­თუ­ლი ჰო­კე­ის დღე­ვან­დე­ლო­ბა და პრობ­ლე­მე­ბი

ბევ­რ­მა ალ­ბათ არ იცის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი გვყავს და ცო­ტა ხნის წინ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ი­ში, მე­სა­მე დი­ვი­ზი­ო­ნის ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. არა­და, ეს მარ­თ­ლაც სა­ო­ცა­რი შე­დე­გია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ნაკ­რე­ბი ერ­თი წე­ლია, რაც კვი­რა­ში ორ­ჯერ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში იკ­რი­ბე­ბა თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე არ­სე­ბულ მცი­რე ზო­მის ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე - 4 სა­ა­თი ნაკ­რე­ბი­სა და დამ­წყე­ბი მო­თა­მა­შე­ე­ბის­თ­ვის ანუ ბავ­შ­ვებს შო­რის ვარ­ჯი­შე­ბის­თ­ვის ნა­წილ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბის ყი­ნუ­ლის მო­ედ­ნის არარ­სე­ბო­ბა ქარ­თუ­ლი ჰო­კე­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა. ერ­თი შე­ხედ­ვით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქოს გა­უმ­ჯო­ბეს­და, მაგ­რამ რთუ­ლია, ახ­ლან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას მი­სა­ღე­ბი და ან თუნ­დაც კარ­გი უწო­დო. ბი­ჭებს, რომ­ლებ­საც ასეთ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლი­ათ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ, მი­ნი­მუმ სჭირ­დე­ბათ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი, რო­მელ­ზეც კვი­რა­ში სამ­ჯერ მა­ინც ივარ­ჯი­შე­ბენ.

ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს, ალექ­სან­დ­რე ვა­შა­კი­ძე­სა და ნაკ­რე­ბის ერთ-ერთ წევრს, პა­ა­ტა კავ­კა­სი­ძეს არ­სე­ბულ წარ­მა­ტე­ბებ­სა და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რე.
ალექ­სან­დ­რე ვა­შა­კი­ძე:
- ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის გან­ვი­თა­რე­ბის მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან და შემ­დეგ 80-იან წლებ­ში იყო, თუმ­ცა - უშე­დე­გო. 2004 წელს, ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია შე­იქ­მ­ნა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გ­ნენ დე­ნის და­ვი­დო­ვი და ლა­შა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი. 2009 წელს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რე­ბი გავ­ხ­დით. ამა­ვე წელს, რო­ცა დე­ნი­სი და ლა­შა პირ­ველ კონ­გ­რეს­ზე მი­დი­ოდ­ნენ, ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა მოხ­და. თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა­ში 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა: დე­ნი­სი, ლა­შა, ლა­შას მე­უღ­ლე, სომ­ხე­თის ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი ცოლ-შვი­ლი. ცხა­დია, ამ ფაქ­ტ­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ა­ფერ­ხა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჰო­კე­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტი. ისი­ნი იყ­ვ­ნენ ამ იდე­ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. ვინც დავ­რ­ჩით, უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, შევ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. 2012 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე დი­ვი­ზი­ო­ნის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ ყვე­ლა თა­მა­ში დავ­თ­მეთ. შემ­დეგ გვქონ­და ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზა. 2014 წლი­დან კი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე დი­ვი­ზი­ონ­ში. 2015 წელს მო­ვა­ხერ­ხეთ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, რო­ცა ბოს­ნი­ის ნაკ­რებს მო­ვუ­გეთ და შვიდ­გუნ­დი­ან მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა მე­ხუ­თე ად­გილ­ზე გას­ვ­ლით და­ვას­რუ­ლეთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში, ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე დაგ­ვით­მეს დრო. მარ­თა­ლია მცი­რე, მაგ­რამ - მა­ინც. კვი­რა­ში ჯამ­ში 4 სა­ა­თი გვაქვს. 2 სა­ა­თი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი ვარ­ჯი­შო­ბენ, 2 სა­ა­თიც მო­ზარ­დე­ბის სა­ვარ­ჯი­შო­დაა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. შარ­შან და წელ­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით ვე­ძებ­დით ქარ­თუ­ლი გვა­რის ან ფეს­ვე­ბის მქო­ნე ჰო­კე­ის­ტებს, რო­მელ­თა ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­აც მო­ვა­ხერ­ხეთ საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით და ამ ყვე­ლა­ფერ­მა წელს კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ხუ­თი თა­მა­ში­დან ოთხ­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ. იმ ერ­თ­შიც მხო­ლოდ 5:4 დავ­მარ­ცხ­დით მას­პინ­ძელ თურ­ქებ­თან, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ო­ნა­ტის აშ­კა­რა ფა­ვო­რი­ტი იყო. ასე რომ, ძა­ლი­ან ცო­ტა დაგ­ვაკ­ლ­და ოქ­როს მედ­ლამ­დე.

- რო­გორც ვი­ცი, საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ასა­კის მო­თა­მა­შე­ე­ბი გყავთ...

- დი­ახ, ფარ­თო დი­ა­პა­ზო­ნია. გვყავს 47 წლის მო­თა­მა­შე, ბა­კუ­რი­ა­ნე­ლი გო­ჩა ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი და 16 წლის მო­თა­მა­შე­ე­ბიც. ყვე­ლა მო­თა­მა­შე მოყ­ვა­რუ­ლია, თი­თო­ე­ულს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სია და სა­მუ­შაო ად­გი­ლი აქვს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატს რომ ვა­ტა­რებ­დით, ბა­თუმ­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვით. პა­რას­კევს ვსხდე­ბო­დით მა­ტა­რე­ბელ­ში, შა­ბათ-კვი­რას ვთა­მა­შობ­დით, იმა­ვე სა­ღა­მოს ვბრუნ­დე­ბო­დით თბი­ლის­ში და ორ­შა­ბა­თი­დან ყვე­ლა ჩვენ-ჩვენს სამ­სა­ხუ­რ­ში ვაგ­რ­ძე­ლებ­დით მუ­შა­ო­ბას.

- ახ­ლა უკ­ვე გა­სა­გე­ბია, რომ აღარ უნ­და გკითხოთ, ნაკ­რებს თა­ვი­სი სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ჰყავს თუ არა-მეთ­ქი. რა ჯდე­ბა თი­თო მო­თა­მა­შის ფორ­მა და აღ­ჭურ­ვ­ლო­ბა?

- ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით, 300-დან 1.500 დო­ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ეს თან­ხა მო­ი­ცავს: ცი­გუ­რებს, ყვანჭს, დამ­ცავ ჩაფხუტს, მკერ­დის, წვი­ვი­სა და იდაყ­ვე­ბის დამ­ცავს, გა­მა­შებს, მა­ი­სურს, შორტს და ა.შ.

- რამ­დე­ნი წე­ლია, ფე­დე­რა­ცი­ა­ში ხართ?

- ფე­დე­რა­ცი­ა­ში დე­ნის­თან და ლა­შას­თან, 2007 წელს შემ­თხ­ვე­ვით მოვ­ხ­ვ­დი. ჩემ­მა ერთ-ერ­თ­მა შვილ­მა ბა­კუ­რი­ან­ში ჰო­კე­ის­ტე­ბი ნა­ხა და თა­მა­შის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა. მა­შინ სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან გა­სა­ბე­რი ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი იყო და ბავ­შ­ვი იქ მი­ვიყ­ვა­ნე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თბი­ლი­სი პა­ტა­რაა, ლა­შას მე­უღ­ლე ჩე­მი მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნ­და, ლა­შას და­ვუ­მე­გობ­რ­დი და ვეხ­მა­რე­ბო­დი საქ­მე­ში. მათ შო­რის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­წევ­რე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში. დე­ნი­სი­სა და ლა­შას და­ღუპ­ვის შემ­დეგ, სრუ­ლად ჩა­ვერ­თე ფე­დე­რა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

- დღეს თქვე­ნი შვი­ლი თა­მა­შობს?

- დი­ახ, ბი­ჭიც და გო­გო­ნაც. ნი­კა 13 წლი­საა, ქე­თი 11-ის და ორი­ვე ვარ­ჯი­შობს ჰო­კე­ი­ში.

- ამ სპორ­ტით გო­გო­ნე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ხში­რია?

- ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა ვარ­ჯი­შობს. ქუ­თა­ის­ში 20-მდეა მა­თი რიცხ­ვი, თუმ­ცა, იქ ინ­ვენ­ტა­რი­სა და მწვრთნე­ლე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს და არ ვი­ცი, რამ­დე­ნად ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი იქ­ნე­ბა ეს აქ­ტი­უ­რო­ბა. დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით 400-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნია ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ით და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც არ­ც­თუ ისე მცი­რე რიცხ­ვია.

- თა­ვად თა­მა­შობთ?

- ვთა­მა­შობ­დი, 2007-2008 წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. შემ­დეგ ტრავ­მის გა­მო გაგ­რ­ძე­ლე­ბა ვე­ღარ შევ­ძე­ლი. ახ­ლა დრო­დად­რო კარ­ში ვდგა­ვარ ხოლ­მე. ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან ერ­თად (მა­შინ, რო­ცა დავ­მარ­ცხ­დით), საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნირ­ზე ვი­თა­მა­შე.

- უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ნაკ­რებს. უპირ­ვე­ლე­სად ვიტყ­ვი, ესაა სა­კუ­თა­რი სა­ვარ­ჯი­შო მო­ედ­ნის უქონ­ლო­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლია თან­ხა, საკ­მა­ოდ მცი­რე­დი. რო­გორ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მი­სი რა­ო­დე­ნო­ბა? რა­ზე გყოფ­ნით და რო­გორ ანა­წი­ლებთ ამ ფულს?

- კარ­გი კითხ­ვაა. პირ­ველ რიგ­ში მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ სა­ხე­ლმ­წი­ფოს­გან თან­ხა პირ­ვე­ლად შარ­შან მი­ვი­ღეთ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­დე­რა­ცია ისე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან და­ფი­ნან­სე­ბა არ ჰქო­ნია. რაც კეთ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სის ხარ­ჯ­ზე. შარ­შან გა­მოგ­ვიყ­ვეს 40 ათა­სი ლა­რი და წელ­საც იგი­ვე გან­მე­ორ­და. ანუ ჯამ­ში 80 ათა­სი ლა­რი გვაქვს აღე­ბუ­ლი. ჯერ ერ­თი გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ 40, იქ­ნებ 15 ათა­სი გვყოფ­ნი­და (ი­ღი­მის)?! სე­რი­ო­ზუ­ლად რომ ვიმ­ს­ჯე­ლოთ, გეტყ­ვით, რომ 40 ათა­სი ლა­რი წელს ძლივს გვე­ყო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ ნაკ­რე­ბის ორ­კ­ვი­რი­ან შეკ­რე­ბა­ზე ბა­თუმ­ში და გა­სამ­გ­ზავ­რე­ბე­ლი ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად. ამას თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. წი­ნა მი­ნის­ტ­რე­ბი თავს იკა­ვებ­დ­ნენ ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, - ჰო­კეი ქარ­თუ­ლი სპორ­ტი არააო. ჯერ არც ახ­ლან­დელ მი­ნისტრს შევ­ხ­ვედ­რი­ვართ, თუმ­ცა, ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან და მი­ნის­ტ­რის ერთ-ერთ მო­ად­გი­ლეს­თან. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დით, წარ­მა­ტე­ბით არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და არა­ვი­თა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან, რომ­ლე­ბის­გა­ნაც დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობთ და დი­დი მად­ლო­ბა თქვენ ამის­თ­ვის.

- სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლი ან სიტყ­ვი­ე­რი მი­ლოც­ვაც არ ყო­ფი­ლა?

- არა, მსგავ­სი არა­ფე­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი ფე­დე­რა­ცია სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან აღი­ა­რე­ბუ­ლია, ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ მათ მი­ერ და­წე­სე­ბულ კრი­ტე­რი­უმს და ა.შ. რო­ცა ვთა­მა­შობ­დი და ფორ­მას ვიც­ვამ­დი, ისე­თი გან­ც­და მქონ­და, თით­ქოს აბ­ჯარს ვიც­ვამ­დი, ხელ­ში ხმა­ლი მე­კა­ვა და ბრძო­ლის ველ­ზე გავ­დი­ო­დი. ავად თუ კარ­გად, ქვე­ყა­ნა­ში ყი­ნუ­ლის მო­ედ­ნე­ბი გვაქვს. ეს არის თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში. ბა­თუმ­ში გვაქვს სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მის ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი, ასე­თი­ვე მო­ე­და­ნია ბა­კუ­რი­ან­ში, მაგ­რამ ის ღიაა და მხო­ლოდ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. და­ახ­ლო­ე­ბით 10-11 მი­ლი­ო­ნი ლა­რი ჯდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე ყი­ნუ­ლის დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა. ყი­ნუ­ლის მო­ედ­ნის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ვუ­მას­პინ­ძ­ლოთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის იმ დი­ვი­ზი­ო­ნებს, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი იქ­ნე­ბა და ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერთ ყი­ნულ­ზე ოთხი ზამ­თ­რის ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა.

- და­ახ­ლო­ე­ბით, რა თან­ხაა სა­ჭი­რო ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ნაკ­რე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი არ­სე­ბო­ბის­თ­ვის?

- რა თქმა უნ­და, ეს მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა. ამ ეტაპ­ზე გვინ­და, რომ მო­მა­ვალ წელს ოქ­როს მედ­ლე­ბის­თ­ვის ვიბ­რ­ძო­ლოთ, მე­ო­რე დი­ვი­ზი­ონ­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ. გვინ­და, რე­გი­ო­ნებ­შიც გან­ვი­თარ­დეს ეს სპორ­ტი. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, წე­ლი­წად­ში 200-350 ათა­სი ლა­რი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რომ და­უშ­ვან, აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის არ­სე­ბო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ პრობ­ლე­მის გა­მო შე­საძ­ლოა 2017 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე აღარ დაგ­ვი­შ­ვან. თუ­კი ასე­თი სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, ნამ­დ­ვი­ლად იქ­ნე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს სინ­დის­ზე, რად­გან ეს მა­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ცაა.
- და ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი რო­დის უნ­და ჩა­ტარ­დეს, რომ 2017 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვ­დეთ?
- წე­სით, ახ­ლა უკ­ვე უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, რად­გან სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი შე­მოდ­გო­მა­ზე იწყე­ბა და გა­ზაფხულ­ზე სრულ­დე­ბა, მაგ­რამ სა­მო­მავლოდ, კი­დევ არის შან­სი. ოქ­ტომ­ბ­რი­დან რომ და­ვიწყოთ 2016-2017 წლის სე­ზო­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ამით მო­ვა­ხერ­ხებთ "გაძ­რო­მას".

პა­ა­ტა კავ­კა­სი­ძე:

- ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ნაკ­რებ­ში თა­მა­ში­სათ­ვის არ არის დად­გე­ნი­ლი ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი. მთა­ვა­რია, ფორ­მა­ში იყო. 24 წლის ვარ და ნაკ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის მო­თა­მა­შის­გან შედ­გე­ბა. ჰო­კე­ის თა­მა­ში 9 წლის წინ და­ვიწყე, სა­ვარ­ჯი­შოდ ბი­ძა­ჩემ­მა დე­ნის და­ვი­დოვ­მა მი­მიყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც მა­შინ ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლ­დათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბი­ძა­ჩე­მი ჰო­კე­ის შე­ე­წი­რა. ის იმი­ტომ გა­ემ­გ­ზავ­რა თურ­ქე­თის გავ­ლით ტუ­ნის­ში მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის კონ­გ­რეს­ზე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რომ და­ვეშ­ვით. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნის გა­მო, ხე­ლის ჩაქ­ნე­ვის უფ­ლე­ბა არ გვაქვს და მის საქ­მეს ვაგ­რ­ძე­ლებთ. მო­ე­და­ნი უნ­და იყოს სი­გა­ნე­ში 30 და სიგ­რ­ძე­ში 60 მეტ­რი, ჩვე­ნი პა­ტა­რა მო­ე­და­ნი კი სიგ­რ­ძე-სი­გა­ნე­ში სულ 30 მეტ­რია. სა­ვარ­ჯი­შოდ გვი­ან სა­ღა­მოს მივ­დი­ვართ. მე ვიტყო­დი, ვწვა­ლობთ (ი­ღი­მის). ძა­ლი­ან გვინ­და, ბო­ლო წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, კი­დევ არა­ერ­თხელ გა­ვა­ხა­როთ ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

- ნაკ­რე­ბი რამ­დე­ნი წევ­რის­გან შედ­გე­ბა? ექი­მი გყავთ? რა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ შეკ­რე­ბი­ლი და თქვენ სად მუ­შა­ობთ?

- ჰო­კე­ი­ში ხუ­თი მო­თა­მა­შე და ერ­თი მე­კა­რეა. ასე­ვე გვყავს შემ­ც­ვ­ლე­ლე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, 22 კა­ცია. გვყავს ექი­მი, ირაკ­ლი ნატ­როშ­ვი­ლი. ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით, ნაკ­რებ­ში ვინ რა პრო­ფე­სი­ი­საა, მაგ­რამ ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე აქვს. არის ბუ­ღალ­ტე­რი, კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი, ერ­თი რა­ღაც ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, მე­ო­რე ბავ­შ­ვებს ავარ­ჯი­შებს და ა.შ. მე მზა­რე­უ­ლი ვარ. სას­ტუმ­რო­ში ვმუ­შა­ობ. სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე, მა­ნუ­ე­ლი მას­წავ­ლი­და, და­ახ­ლო­ე­ბით 9-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს ამ სფე­რო­ში. ასე გა­მაქვს თა­ვი, ახალ­შექ­მ­ნი­ლი მაქვს ოჯა­ხი, მყავს მე­უღ­ლე.

- რა გეგ­მე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ?

- ჩვე­ნი გეგ­მე­ბი იმედ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვე­ლო­დე­ბით, რო­დის აშენ­დე­ბა ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი. ენ­თუ­ზი­აზ­მ­ზე ვარ­ჯი­ში რთუ­ლია. ისიც ტყუ­ი­ლია, რომ ჩვენ სა­თა­მა­შოდ საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­დეთ. ბი­ჭებს ოჯა­ხე­ბი გვყავს, აქ ვმუ­შა­ობთ, აქა­უ­რო­ბას ვერ მი­ვა­ტო­ვებთ. ჩვენ სა­ვარ­ჯი­შოდ ყი­ნუ­ლი თბი­ლის­ში გვჭირ­დე­ბა.



ანა კა­ლან­და­ძე
ბეჭდვა