თბილისში ადაპტირებული ავტობუსები შემოვა - გზაპრესი

თბილისში ადაპტირებული ავტობუსები შემოვა

თბილისის მერი - დავით ნარმანია, პოლონეთის ქალაქ პოზნანს ეწვია და გაეცნო იმ ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს, რომლებიც სულ მალე თბილისის ქუჩებში ივლიან. ამ საწარმოში, ძირითადად, ჩNG-ი საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ საქალაქო ავტობუსებს აწყობენ.

"საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ - ან, რომელიც ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ავტობუსები ბუნებრივ აირზე მომუშავე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყოფილიყო, ერთი მხრივ, საწვავის ხარჯები რომ დაგვეზოგა და მეორე მხრივ, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხო ყოფილიყო. წარმოების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შვიდი თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. ისინი წინასწარ შერჩეული მარშრუტით იმოძრავებენ, ფართო ქუჩებსა და გრძელ დისტანციებზე. თუმცა, მეორე ეტაპისთვის შედარებით პატარა ავტობუსების შემოყვანას ვფიქრობთ, რათა ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და ვიწრო ქუჩებში მათ გადაადგილება თავისუფლად შეძლონ", - აღნიშნა ნარმანიამ. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე სექტემბრის ბოლოდან 10 ახალი ავტობუსი შემოვა და უკვე ისიც ცნობილია, რომ ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალი იქნება. ჩNG-ი საწვავზე მომუშავე ავტობუსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით, უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა შემცირებულია, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

ქუჩები თბილისში საფეხმავლო სტატუსით

ძველი თბილისის რვა ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა. ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება: აღმაშენებლის გამზირი ნომერ 44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახალრეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის 1-ლი შესახვევი. საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც. ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მართვის პულტები კი მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, იქ შესვლას მხოლოდ სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები შეძლებენ. მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო.

ქალაქი წყალში - "ჩინური ვენეცია" - სუზოუ

ლამაზი ქალაქი სუზოუ ჩინეთში მდებარეობს, რომელსაც კლასიკური, ძველებური ბაღები აკრავს და ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც ასეულობით წლის წინ. დასავლეთით ტბა ტაი ესაზღვრება, მისი ქუჩები კი არხებით ისეა დაქსელილი, რომ ვენეციას წააგავს და სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "ჩინეთის ვენეციას". ქალაქის მთავარი არტერია დიდი არხი და "იუნჰეა", რომელიც 1.800 კილომეტრზეა გადაჭიმული და რომლის წყალობითაც, 1368-1644 წლებში, სუზოუ ჩინეთის ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ამჟამადაც ის ადგილობრივ სატრანსპორტო გზად გამოიყენება და აქ გავლისას შესანიშნავი ხედი იშლება. ნავით დაქირავების შემთხვევაში, რომელსაც ძველებურ სამოსში გამოწყობილი გონდოლიერები მართავენ, სუზოუს ულამაზესი ადგილების ხილვაა შესაძლებელი. ქალაქი სავსეა ბამბუკებით, წყალმცენარეებით, რომლებიც დეკორატიულ ბაღებს ქმნის. აქ შეხვდებით მე-11 საუკუნის "ლურჯი ტალღის პავილიონსაც". 5 000 წლის განმავლობაში, ქალაქი სუზოუ ჩინეთში აბრეშუმის გზას წარმოადგენდა, სადაც ძველი სავაჭრო ტრადიციები ახლაცაა შემორჩენილი. ქალაქში ჩასვლისას სიძველის გრძნობა დაგეუფლებათ, რადგან აქ ვერც დროს იგრძნობთ და გეგონებათ, რომ დროში მოგზაურობთ.