ვინ არის ტურისტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებული საჩუქრით დახვდა - გზაპრესი

ვინ არის ტურისტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებული საჩუქრით დახვდა

"ეს არის ყველაზე საოცარი თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გადამხდენია" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ტურისტებისთვის შექმნილ უნიკალურ ვებ-გვერდზე ჯესპერ ბლექი, რომელიც საქრთველოს მე- 6 000 000 ტურისტი აღმოჩნდა.

საქართველოში ჩამოსული მე-6 მემილიონე ადამიანი ჰოლანდიელი ჯესპერ ბლექია, რომელმაც თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა.

ვიდეორგოლში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა, ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს. ჯასპერს მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას.

ვიდეორგოლის ჩვენება საერთაშორისო გამოფენებისა და მიზნობრივ ბაზრებზე დაგეგმილი პრეზენტაციების (roadshows) ფარგლებში მოხდება.

ნახეთ ვიდეო