ვინ ააშე­ნა და რა დაჯ­და ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბა - უცნობი ფაქტები
font-large font-small
 ვინ ააშე­ნა და რა დაჯ­და ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბა - უცნობი ფაქტები

ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გაყ­ვა­ნამ­დე მთაწ­მინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის ერ­თ­გ­ვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და


ზაფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში თბი­ლის­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, სა­დაც სა­ღა­მო­ო­ბით ქა­ლაქ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე გრა­დუ­სით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა და გრი­ლა. ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პარ­კი "ბომ­ბო­რა" კი, რო­მე­ლიც 2007 წელს გა­იხ­ს­ნა, არა­ერ­თი ბავ­შ­ვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია.


პირ­ვე­ლად ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ტე­რი­ტო­რია XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აით­ვი­სეს, მა­ნამ­დე კი ის ერთ "ვე­რან­სა და უდა­ბურ" ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და, სა­დაც არც ხე იდ­გა და არც ბუჩ­ქი ხა­რობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტ­ზე (დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი) "ევ­რო­პულ­მა თბი­ლის­მა" და­იწყო სი­ცოცხ­ლე, მა­მა­და­ვი­თის მთა ერ­თ­ბა­შად მო­ექ­ცა თბი­ლი­სელ­თა ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში. მთაწ­მინ­დის მო­ტიტ­ვ­ლე­ბუ­ლი ფერ­დო­ბე­ბი­დან წვი­მე­ბის დროს, ნი­აღ­ვარს ქვი­შა და შლა­მი ჩა­მოჰ­ქონ­და, რო­მე­ლიც მის ქვე­ვით ქუ­ჩებ­სა და მო­ედ­ნებს ანაგ­ვი­ა­ნებ­და.
ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გაყ­ვა­ნამ­დე მთაწ­მინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის ერ­თ­გ­ვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და. ხან "ქა­ლა­ქის მა­მე­ბი" იყე­ნებ­დ­ნენ ფუ­ლის მო­სახ­ვე­ჭად და ხა­ნაც - კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ე­ბი. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა ვინ­მე ლე­ლაშ­ვილ­მა იქ არა­რე­გა­ლუ­რი სტამ­ბა მო­აწყო, რო­მელ­შიც პროკ­ლა­მა­ცი­ებს ბეჭ­დავ­და და თბი­ლის­ში ავ­რ­ცე­ლებ­და.

იმ პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლა­ქი სა­ხეს მა­ლე იც­ვ­ლი­და და მთაწ­მინ­და­ზე გა­სე­ირ­ნე­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვიც ნელ-ნე­ლა იზ­რ­დე­ბო­და. ბევრს სურ­და, მშე­ნე­ბა­რე ქა­ლა­ქი­სათ­ვის ზე­ვი­დან გად­მო­ე­ხე­და და მი­სი მზე­რით უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც და­ეტ­კ­ბო, ამი­ტომ ასას­ვ­ლე­ლად გზის გაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. მთაწ­მინ­დის რე­ლი­ე­ფის შე­სა­ფე­რი­სი გზა სამ­თო-სა­ბა­გი­რო რკი­ნიგ­ზა ანუ ფი­ნი­კუ­ლი­ო­რი გახ­ლ­დათ. ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი ლა­თი­ნუ­რი სიტყ­ვი­დან - "ფუ­ნის" წარ­მოდ­გე­ბა და ბა­გირს, თოკს ნიშ­ნავს. იმ­ხა­ნად ასე­თი გზე­ბი მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გაჰ­ყავ­დათ და დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. მა­ლე გა­მოჩ­ნ­და საქ­მის მო­თა­ვეც - თბი­ლი­სის "კონ­კის" დი­რექ­ტო­რი, ბელ­გი­ე­ლი ინ­ჟი­ნე­რი ალ­ფონს რო­ბი. მან ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა 1896 წელს წა­მო­ა­ყე­ნა და თა­ვი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას გა­აც­ნო. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გაყ­ვა­ნა­ზე სამ წე­ლი­წადს გას­ტა­ნა, ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ მხო­ლოდ 1900 წელს დარ­თო ნე­ბარ­თ­ვა ინ­ჟი­ნერს, მშე­ნებ­ლო­ბა და­ეწყო. რო­გორც კი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მ­და, ბელ­გი­ელ­მა მთაწ­მინ­დის მი­წა ნაკ­ვე­თე­ბად და­ყო და აგა­რა­კე­ბის სა­ხით მის გა­ყიდ­ვას შე­უდ­გა, იქ­ვე და­ტო­ვა ად­გი­ლი ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის­თ­ვი­საც. თუმ­ცა, ვაჭ­რო­ბა ნე­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა­მაც აგა­რა­კის მფლო­ბე­ლე­ბი გა­ა­ნაწყე­ნა და რო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­ჩი­ვა­რი აღ­ძ­რეს. ამ ფაქ­ტ­მა კი ინ­ჟი­ნე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, მშე­ნებ­ლო­ბა მა­შინ­ვე და­ეწყო და ეს 1903 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და. ამ საქ­მე­ში ბევ­რი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­ერ­თო. პრო­ექ­ტი შე­ად­გი­ნა ფრან­გ­მა ინ­ჟი­ნერ­მა, ბლან­შ­მა, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად კი ალექ­სან­დ­რე შიმ­კე­ვიჩ­მა და­ა­მუ­შა­ვა. გზის მშე­ნებ­ლო­ბას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ბელ­გი­ე­ლი ინ­ჟი­ნე­რი რა­გო­ლე­რი, რო­მელ­საც იტა­ლი­ე­ლი ინ­ჟი­ნე­რი, ფონ­ტა­ნა-რო­სი ეხ­მა­რე­ბო­და. ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ცნო­ბილ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, ნი­კო ნი­კო­ლა­ძემ, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით შეს­რულ­და რკი­ნა­ბე­ტო­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ეს­კა­დი­სათ­ვის ანუ ხი­დი­სებ­რი ნა­გე­ბო­ბის­თ­ვის, რო­მელ­ზეც რკი­ნიგ­ზა გა­დის.
ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბის ნე­ბარ­თ­ვით, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რი­სა და ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის და­სა­კავ­ში­რებ­ლად ქვე­და სად­გუ­რი­დან ერევ­ნის (ახ­ლან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის) მო­ედ­ნამ­დე მგზავ­რ­თა ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის ელექ­ტ­როტ­რამ­ვაი გა­იყ­ვა­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1904 წელს დას­რულ­და და ეს თა­რი­ღი ლი­ან­დაგ­ზე­ცაა აღ­ბეჭ­დი­ლი. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 400 ათა­სი მა­ნე­თი და­ი­ხარ­ჯა. მი­სი სიგ­რ­ძე 501 მეტ­რი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად ვა­გო­ნი სა­მი კუ­პეს­გან შედ­გე­ბო­და და თი­თო­ში 8 მგზავ­რი ეტე­ო­და. ვა­გონს ჰქონ­და ორი ბა­ქა­ნი 24 მგზავ­რის­თ­ვის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ორი ბა­ქა­ნი კუ­პედ გა­და­კეთ­და და მას­ში გრძე­ლი სკა­მე­ბი და­იდ­გა. თი­თო­ე­უ­ლი ვა­გო­ნის წო­ნა 4 000 კი­ლოგ­რამს აღ­წევ­და. ვა­გო­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გვერდს გზის შუა ნა­წილ­ში უვ­ლიდ­ნენ და ერ­თი გეზს ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ზე­და სად­გუ­რის­კენ იღებ­და, მე­ო­რე - ქვე­ვით. მგზავ­რო­ბა, ას­ვ­ლა-ჩა­მოს­ვ­ლა, 20 კა­პი­კი ღირ­და. 1905 წლის იან­ვარს "ი­ვე­რი­ის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში გაჩ­ნ­და ცნო­ბა, რომ "გუ­ბერ­ნი­ის სა­ტეხ­ნი­კო კო­მი­სი­ამ და ქა­ლა­ქის ინ­ჟინ­რებ­მა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და მას მუ­შა­ო­ბის ნე­ბა დარ­თეს". "...რო­გორც კო­მი­სია ამ­ბობს, ვა­გო­ნის ას­ვ­ლა-ჩა­მოს­ვ­ლას ექ­ვ­სი წუ­თი დას­ჭირ­და, გზა­ში ვა­გო­ნის შე­სა­ჩე­რე­ბე­ლი მან­ქა­ნა-ტორ­მუ­ზიც მოს­წო­ნე­ბია კო­მი­სი­ას. გა­ქა­ნე­ბუ­ლი ვა­გო­ნი სა­ჟენ-ნა­ხე­ვარ­ზე შე­უ­ჩე­რე­ბია უც­ბად".

თბი­ლი­სის ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი სა­ზე­ი­მოდ 1905 წლის 27 მარტს გა­იხ­ს­ნა.
ერ­თ­გან ფუნ­იკუ­ლი­ო­რის პირ­ვე­ლი მე­მან­ქა­ნის, ვა­სო ყვა­ვი­ლაშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბებ­ში ვკითხუ­ლობთ: "პირ­ვე­ლად ხალხს ეში­ნო­და ბა­გი­რის გაწყ­ვე­ტი­სა და ვა­გო­ნებ­ში არ ჯდე­ბო­და. ხალ­ხი ფა­ე­ტო­ნე­ბით მოჰ­ყავ­დათ და ფულს აძ­ლევ­დ­ნენ - აიღეთ ფუ­ლი, ნუ გე­ში­ნი­ათ, ჩას­ხე­დი­თო. მე­რე, ხალ­ხი რომ შე­ეჩ­ვია, იცოცხ­ლე, ბი­ლე­თებ­ზე რი­გი იდ­გა".
ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გახ­ს­ნი­დან დი­დი ხნის შემ­დეგ, ერ­თხელ ბა­გი­რი მარ­თ­ლაც გაწყ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნიც იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. ამ ტრა­გე­დი­ის გა­მო ხალ­ხის ნა­წილს ვა­გო­ნე­ბით მგზავ­რო­ბის ში­ში კვლავ გა­უჩ­ნ­და, მაგ­რამ ფუ­ნი­კუ­ლი­ორს დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მა­ინც არ აკ­ლ­დე­ბო­და.
პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი­სა და მენ­შე­ვი­კე­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ფერ­ხ­და. XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში კი მთაწ­მინ­დის ფერ­დო­ბის გამ­წ­ვა­ნე­ბა და­იწყეს. 1934 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის პრე­ზი­დი­უ­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, მთაწ­მინ­და­ზე კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­გეგ­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ბაღს სტა­ლი­ნის სა­ხე­ლი მი­ა­კუთ­ვ­ნეს.


ანა კა­ლან­და­ძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი