"მამული, ენა, სარწმუნოება" - ამ ღირებულებების დაცვა აუცილებელია"
font-large font-small
"მამული, ენა, სარწმუნოება" - ამ ღირებულებების დაცვა აუცილებელია"
"ვენახების განვითარებაზე მეტი ენერგია და რესურსი უნდა დავხარჯოთ''

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა სამხარაული პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია, თუმცა, სპეციალობით არასდროს უმუშავია და წლების განმავლობაში ოჯახურ ტრადიციას აგრძელებდა მეღვინეობის მიმართულებით. 2014 წლის შემდეგ, პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაება და მმართველ გუნდთან ერთად, მისი კუთხის პრობლემებსა და განვითარებაზე ზრუნავს. ბატონი გელა საქმიანობასა და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებულ აქტურალურ თემებზე გვესაუბრება.


- ბატონო გელა, რა იყო თქვენი ძირითადი საქმიანობა პარლამენტარობამდე?
- უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებიდან პარლამენტში მოსვლის დღემდე, კერძო ბიზნესით ვიყავი დაკავებული. სპეციალობით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ, მშენებლობა და არქიტექტურა ყოველთვის მიტაცებდა და ეს პროფესია ამიტომაც ავირჩიე, თუმცა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ მიმუშავია, რაზეც ძალიან მწყდება გული. ის მიმართულება განვავითარე, რაც ჩემი ოჯახისთვის ტრადიციული იყო - სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, მეღვინეობა.

- როგორც სპეციალისტი, დღესდღეობით დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებს როგორ შეაფასებდით?

- ამაზეც გული მწყდება, რადგან უნდა არსებობდეს რაღაც საერთო ხედვა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი - როგორ წარმოგვიდგენია თბილისის არქიტექტურული განვითარება 20-50 წლის მერე. ამასაც აწყობილი ქვეყანა და აწყობილი სისტემა სჭირდება.

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოლოდინი იყო, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებელ, უხარისხო და უკანონო მშენებლობებს ბოლო მოეღებოდა, თუმცა ნებართვების გაცემის მახინჯ ფორმებზე ახლაც ბევრს საუბრობენ...

- შესაძლოა, სიტუაცია ბოლომდე გამოსწორებული არ არის, მაგრამ ამისი საფუძვლები უკვე შეიქმნა. თბილისი ქალაქის განვითარების გეგმაზე უკვე მუშაობს, მიწათსარგებლობის გეგმა შეიქმნა, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

- რეგიონებში ხშირად საუბრობენ, რომ ნაკლები მშენებლობებია, არ ვითარდება ისე, როგორც იქ მცხოვრებლებს სურთ და სათანადო ყურადღებას ითხოვენ. კახეთში როგორი სიტუაციაა ამ მხრივ?

- ვერ ვიტყვი, რომ რეგიონებში მშენებლობები არ არის, უბრალოდ, აფიშირებას არ ვუკეთებთ და ყოველდღე არ გამოვდივართ პიარისთვის. ჩემთვის რამდენიმე ინდიკატორი არსებობს, თუ როგორ შეიძლება შევაფასო, მშენებლობები აქტიურად მიდის თუ არა. მაგალითად, კახეთის შემთხვევაში, საშენი მასალების სავაჭრო ობიექტები უკვე თითქმის ყველა სოფელში, რაიონშია, სოკოებივით მრავლდება, რაც ცხადია, იმას ნიშნავს, რომ საშენ მასალებზე მოთხოვნაა და შესაბამისად, მშენებლობებიც მატულობს. მნიშვნელოვანია, ენერგოდისტრიბუცია და მათი აბონენტები, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. დღეს კახეთი ტურიზმის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია, სადაც ბევრი ახალი ობიექტი გაიხსნა, ბევრი ახალი დასასვენებელი ადგილისა თუ ისტორიული ძეგლის ნახვა შეგიძლიათ. საკმაოდ კარგად ვითარდება, დიდი პოტენციალი აქვს და ცოტა ხანში, ერთ-ერთი წარმატებული რეგიონი იქნება.

- ყველაზე გამოკვეთილად რა პრობლემებს ხედავთ, როდესაც თქვენს რეგიონში ჩადიხართ?

- ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით განათლების პრობლემა დგას, საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გვაქვს. ის ცოდნა კი, რაც გვაქვს, არასაკმარისი და დღევანდელი გადასახედიდან ცოტათი მოძველებულია. თუნდაც, მეურნეობის მართვა, მენეჯმენტი, დაგეგმვა, რაც განვითარებისთვის გარკვეულწილად ხელის შემშლელია. ცნობიერების ამაღლების კუთხით, მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. მთავარია, სტაბილური გარემო იყოს. ახლა სწორედ ასეთი პერიოდი გვაქვს ქვეყანაში და ჩვენი ხელისუფლების პრაგმატულმა ხედვამ, პოლიტიკამ ის შედეგი გამოიღო, რომ შედეგზე, ევროპულ ღირებულებებზე ვიყოთ ორიენტირებულები, ქვეყანა პომპეზურობის გარეშე განვავითაროთ. გლეხებს, ფერმერებს ვეხმარებით, გარკვეულ რჩევებს ვაძლევთ. აუცილებელია მელიორაცია, სარწყავი სისტემები განვითარდეს, რის გარეშე სოფლის მეურნეობა წინ ვერ წავა. მსგავსი პროფესიები კი გადაშენების პირასაა, ქვეყანაში სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია დარჩენილი, ვინც ამის სპეციალისტია. ამიტომ იძულებულები ვართ, სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანოთ.

- მევენახეობა და მეღვინეობა კახეთში წამყვანი მიმართულებაა, ქართული ღვინო სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზეც აქტიურად გადის, მაგრამ იქ რამდენად ხდება სრული რეალიზება და რა შემოსავალი ბრუნდება, სხვა საკითხია. როგორ ფიქრობთ, რა უნდა დაიხვეწოს ამ კუთხით?

- მეღვინეობის კუთხით, ასეთ კარგ პირობებში ნამდვილად არასდროს ვყოფილვართ. შესაძლოა, რაოდენობის თვალსაზრისით, 2006 წლამდე არსებულ ვითარებას ჩამოვრჩებით, მაგრამ ახლა განვითარების ეს ეტაპი, პირადად მე, გაცილებით მირჩევნია. მაშინ რაოდენობას ვაქცევდით მეტ ყურადღებას, თუნდაც იაფფასიანი ყოფილიყო, ახლა კი მაღალ ხარისხზე ვართ ორიენტირებულები. ჩვენი მიზანი სწორედ ხარისხიანი და მცირე რაოდენობის საექსპორტო პროდუქციის წარმოება უნდა იყოს, რომ მსოფლიო ბაზარზე შესაბამისი ნიშა ვიპოვოთ. დიდი ბაზრის მქონე წამყვან ქვეყნებთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გარკვეული საშეღავათო პირობები, ეს ბევრს ნიშნავს. მეღვინეების საქებრად მინდა ვთქვა, რომ ისინი მეტად წავიდნენ წინ, განვითარდნენ და მევენახეებს გაასწრეს, დღეს ამ კუთხით უფროა პრობლემები, ვიდრე ღვინის ქარხნებისა და მარნების შემთხვევაში. ვენახების განვითარებაზე მეტი ენერგია და რესურსი უნდა დავხარჯოთ, რადგან ხარისხიანი პროდუქცია სწორედ ხარისხიანი ნედლეულით იწყება.

- რამდენად გაამართლა სუბსიდირების სისტემამ?

- სუბსიდირებამ განვითარების პროცესს დაღი დაასვა, რადგან დღეს მევენახე არ არის დაინტერესებული ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, რაოდენობაზე უფროა ორიენტირებული, მეტი ანაზღაურება რომ მიიღოს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს კი ეს მიდგომა ეწინააღმდეგება და ვფიქრობ, შევცვლით სუბსიდირების მახინჯ სისტემას. დავიწყეთ ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაცია და გაყიდვები იმატებს - შარშანდელ მონაცემებს წლევანდელი 64%-ით აღემატება. საბოლოოდ, როდესაც მოთხოვნა-მიწოდებას დავაბალანსებთ, სუბსიდირების სისტემიდან მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ გამოსვლას. სამომავლოდ, უფრო ჯანსაღ და ხარისხიან პროდუქციას მივიღებთ.

- კახეთის მოსახლეობა რატომღაც უფრო აქტიურია ხოლმე უკმაყოფილების გამოხატვის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებისგან ყურადღება და დახმარება არ აკლია. თუმცა, როგორც ამბობენ, ზოგი იმ თანხებს ხშირად არამიზნობრივადაც იყენებს, მაგალითად, გვახსოვს საუბარი ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარ რამდენიმე მილიონზე, რომ მეურნეობის განვითარების ნაცვლად, პირად კეთილდღეობას მოახმარესო...

- ადამიანის ბუნებაა, რაც მეტი გაქვს, მეტი გინდა. ყოველთვის მივე­სალმები ასეთ უკმაყოფილებას, რადგან სხვაგვარად წინ ვერ წავალთ. ასეთ დროს კი მთავრობაც უფრო დაძაბულია, თანამშრომლობს და უსმენს თავის მოსახლეობას. სხვადასხვა პერიოდი გამოვიარეთ და დემოკრატიამ სწორედ ეს მოიტანა, ეს ავითარებს ქვეყანას.GzaPress

- ახლა, როგორც დეპუტატი, რას იტყოდით, ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლა საინტერესო ნაბიჯი იყო?

- როდესაც ეს არჩევანი გავაკეთე, მაშინ დეპუტატობაზე არ მქონდა აქცენტი გაკეთებული, არ იყო თვითმიზანი, რომ ბიზნესისთვის თავი დამენებებინა და პოლიტიკაში აღმოვჩენილიყავი, ეს რეალობამ და გარემოებებმა მოიტანა. პარლამენტარობისთვის არ მიბრძოლია, მაშინ თავისუფლებისთვის ვიბრძოდი და ამის შედეგად მოვხვდი პარლამენტში. სხვათა შორის, არ ვნანობ. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს და ამ ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო უნდა გააკეთოს. აქედან ვერ წავიდოდი, ჩემი შვილები აქ მინდა, რომ გაიზარდონ, ამიტომ იმ სისტემას დავუპირისპირდი. ანალოგიური გადაწყვეტილება მივიღე 2016 წელსაც, რადგან მოსახლეობაში გარკვეული შიშები არსებობდა, ვიღაცების მობრუნებასთან დაკავშირებით, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვცადე და ამ სფეროში დავრჩი.

- თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ. რა არის თქვენი ჰობი?

- მყავს მეუღლე და სამი შვილი, უფროსმა ვაჟმა სკოლა წელს დაამთავრა, ქალიშვილი მე-11 კლასშია, პატარა კი ჯერ საბავშვო ბაღში დადის. რაც შეეხება ჩემს ინტერესებს, მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული. სკოლის პერიოდსა და სტუდენტობისას ჭიდაობაზე დავდიოდი, მიყვარს ეს სპორტი. დედაჩემის ძმა ტიტულოვანი სპორტსმენი იყო - ანზორ ქიბროწაშვილი და მისი მიბაძვით, ფაქტობრივად, ჩვენს ოჯახში ყველა ბიჭი ჭიდაობაზე დავდიოდით. სპორტულ ცხოვრებას ახლა ნაკლებად ვახერხებ, თუმცა, სურვილი დიდი მაქვს და იმედია, გამოვნახავ დროს, რომ ფიზიკური აქტივობით დავკავდე.
რაც შეეხება ხელოვნებას, კიდევ ერთ საკითხზე მწყდება გული - ხატვა არ ვიცი. მხატვრობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ნიჭი არ დამყვა, რომ ჩემით რაიმეს ხატვა შემძლებოდა. არქიტექტურულ ნიმუშებს კი ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეცნობი.

- დაბოლოს, როგორ აფასებთ არსებულ რეალობას და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს?

- ვფიქრობ, განვითარების სწორ გზას ვადგავართ. ბუნება ასეთი გვაქვს - ყველაფერი დღეს, მაქსიმუმ ხვალ გვინდა, მაგრამ შენებას დიდი დრო სჭირდება და ასე მარტივი არ არის, ყველაფერი უცებ დავარცხნო, გაალამაზო და მოაწესრიგო. ქვეყანა რომ განვითარდეს, დროა საჭირო, ჩვენ კი ჯერ სულ 25 წელია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს შენება დავიწყეთ. შესაბამისად აღზრდილი კადრი და წლები გვჭირდება, რათა რეალურად ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო. მაინც მგონია, რომ დღეს უფრო მეტად სამშობლო გვაქვს, ვიდრე - სახელმწიფო. თუმცა, ბევრი ნიშანია იმისა, რომ სწორად ვყალიბდებით და პოტენციალი გვაქვს, რეგიონში ერთ-ერთი ძლიერები ვიყოთ. ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია.GzaPress

ერთ-ერთი თანაავტორი ვარ ინიცირებისა, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელზეც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ვიმუშავეთ და მაშინ შედეგი ვერ დავდეთ, ამ პარლამენტში მოვახერხეთ და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებები შევთავაზეთ. ცხადია, არც ერთი ადამიანის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვისი მოქალაქეც უნდა იყოს, მაგრამ ჩემი სამშობლოსთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ქვეყნის მიწა საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდეს. ეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხითაცაა მნიშვნელოვანი, რათა შევძლოთ აუცილებელი პროდუქტების ადგილზე მოყვანა. ის, რომ დღეს როგორც ქვეყანა ვარსებობთ და ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა სახელმწიფო შევინარჩუნეთ, სწორედ ამ საერთო ღირებულებების დამსახურებაა - მიწა, სარწმუნოება და ენა, ანუ "მამული, ენა, სარწმუნოება". ამ სამ ძირითად ცნებას მეც ვიზიარებ, ამის გარეშე, სახელმწიფო არ გვექნებოდა და ამ ღირებულებების დაცვა აუცილებელია. დღეს ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ ასეთი შეხედულებებით თქვენ შუა საუკუნეებში ხართ ჩარჩენილებიო, მაგრამ არ ვეთანხმები. სამშობლო სხვა ცნება და სხვა თემაა. რაც უფრო განათლებულები ვიქნებით, მეტად გავძლიერდებით.თამთა დადეშელი

- ბატონო გელა, რა იყო თქვენი ძირითადი საქმიანობა პარლამენტარობამდე?

- უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებიდან პარლამენტში მოსვლის დღემდე, კერძო ბიზნესით ვიყავი დაკავებული. სპეციალობით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ, მშენებლობა და არქიტექტურა ყოველთვის მიტაცებდა და ეს პროფესია ამიტომაც ავირჩიე, თუმცა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ მიმუშავია, რაზეც ძალიან მწყდება გული. ის მიმართულება განვავითარე, რაც ჩემი ოჯახისთვის ტრადიციული იყო - სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, მეღვინეობა.

- როგორც სპეციალისტი, დღესდღეობით დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებს როგორ შეაფასებდით?

- ამაზეც გული მწყდება, რადგან უნდა არსებობდეს რაღაც საერთო ხედვა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი - როგორ წარმოგვიდგენია თბილისის არქიტექტურული განვითარება 20-50 წლის მერე. ამასაც აწყობილი ქვეყანა და აწყობილი სისტემა სჭირდება.

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოლოდინი იყო, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებელ, უხარისხო და უკანონო მშენებლობებს ბოლო მოეღებოდა, თუმცა ნებართვების გაცემის მახინჯ ფორმებზე ახლაც ბევრს საუბრობენ...

- შესაძლოა, სიტუაცია ბოლომდე გამოსწორებული არ არის, მაგრამ ამისი საფუძვლები უკვე შეიქმნა. თბილისი ქალაქის განვითარების გეგმაზე უკვე მუშაობს, მიწათსარგებლობის გეგმა შეიქმნა, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

- რეგიონებში ხშირად საუბრობენ, რომ ნაკლები მშენებლობებია, არ ვითარდება ისე, როგორც იქ მცხოვრებლებს სურთ და სათანადო ყურადღებას ითხოვენ. კახეთში როგორი სიტუაციაა ამ მხრივ?

- ვერ ვიტყვი, რომ რეგიონებში მშენებლობები არ არის, უბრალოდ, აფიშირებას არ ვუკეთებთ და ყოველდღე არ გამოვდივართ პიარისთვის. ჩემთვის რამდენიმე ინდიკატორი არსებობს, თუ როგორ შეიძლება შევაფასო, მშენებლობები აქტიურად მიდის თუ არა. მაგალითად, კახეთის შემთხვევაში, საშენი მასალების სავაჭრო ობიექტები უკვე თითქმის ყველა სოფელში, რაიონშია, სოკოებივით მრავლდება, რაც ცხადია, იმას ნიშნავს, რომ საშენ მასალებზე მოთხოვნაა და შესაბამისად, მშენებლობებიც მატულობს. მნიშვნელოვანია, ენერგოდისტრიბუცია და მათი აბონენტები, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. დღეს კახეთი ტურიზმის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია, სადაც ბევრი ახალი ობიექტი გაიხსნა, ბევრი ახალი დასასვენებელი ადგილისა თუ ისტორიული ძეგლის ნახვა შეგიძლიათ. საკმაოდ კარგად ვითარდება, დიდი პოტენციალი აქვს და ცოტა ხანში, ერთ-ერთი წარმატებული რეგიონი იქნება.

- ყველაზე გამოკვეთილად რა პრობლემებს ხედავთ, როდესაც თქვენს რეგიონში ჩადიხართ?

- ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით განათლების პრობლემა დგას, საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გვაქვს. ის ცოდნა კი, რაც გვაქვს, არასაკმარისი და დღევანდელი გადასახედიდან ცოტათი მოძველებულია. თუნდაც, მეურნეობის მართვა, მენეჯმენტი, დაგეგმვა, რაც განვითარებისთვის გარკვეულწილად ხელის შემშლელია. ცნობიერების ამაღლების კუთხით, მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. მთავარია, სტაბილური გარემო იყოს. ახლა სწორედ ასეთი პერიოდი გვაქვს ქვეყანაში და ჩვენი ხელისუფლების პრაგმატულმა ხედვამ, პოლიტიკამ ის შედეგი გამოიღო, რომ შედეგზე, ევროპულ ღირებულებებზე ვიყოთ ორიენტირებულები, ქვეყანა პომპეზურობის გარეშე განვავითაროთ. გლეხებს, ფერმერებს ვეხმარებით, გარკვეულ რჩევებს ვაძლევთ. აუცილებელია მელიორაცია, სარწყავი სისტემები განვითარდეს, რის გარეშე სოფლის მეურნეობა წინ ვერ წავა. მსგავსი პროფესიები კი გადაშენების პირასაა, ქვეყანაში სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია დარჩენილი, ვინც ამის სპეციალისტია. ამიტომ იძულებულები ვართ, სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანოთ.

- მევენახეობა და მეღვინეობა კახეთში წამყვანი მიმართულებაა, ქართული ღვინო სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზეც აქტიურად გადის, მაგრამ იქ რამდენად ხდება სრული რეალიზება და რა შემოსავალი ბრუნდება, სხვა საკითხია. როგორ ფიქრობთ, რა უნდა დაიხვეწოს ამ კუთხით?

- მეღვინეობის კუთხით, ასეთ კარგ პირობებში ნამდვილად არასდროს ვყოფილვართ. შესაძლოა, რაოდენობის თვალსაზრისით, 2006 წლამდე არსებულ ვითარებას ჩამოვრჩებით, მაგრამ ახლა განვითარების ეს ეტაპი, პირადად მე, გაცილებით მირჩევნია. მაშინ რაოდენობას ვაქცევდით მეტ ყურადღებას, თუნდაც იაფფასიანი ყოფილიყო, ახლა კი მაღალ ხარისხზე ვართ ორიენტირებულები. ჩვენი მიზანი სწორედ ხარისხიანი და მცირე რაოდენობის საექსპორტო პროდუქციის წარმოება უნდა იყოს, რომ მსოფლიო ბაზარზე შესაბამისი ნიშა ვიპოვოთ. დიდი ბაზრის მქონე წამყვან ქვეყნებთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გარკვეული საშეღავათო პირობები, ეს ბევრს ნიშნავს. მეღვინეების საქებრად მინდა ვთქვა, რომ ისინი მეტად წავიდნენ წინ, განვითარდნენ და მევენახეებს გაასწრეს, დღეს ამ კუთხით უფროა პრობლემები, ვიდრე ღვინის ქარხნებისა და მარნების შემთხვევაში. ვენახების განვითარებაზე მეტი ენერგია და რესურსი უნდა დავხარჯოთ, რადგან ხარისხიანი პროდუქცია სწორედ ხარისხიანი ნედლეულით იწყება.

- რამდენად გაამართლა სუბსიდირების სისტემამ?

- სუბსიდირებამ განვითარების პროცესს დაღი დაასვა, რადგან დღეს მევენახე არ არის დაინტერესებული ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, რაოდენობაზე უფროა ორიენტირებული, მეტი ანაზღაურება რომ მიიღოს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს კი ეს მიდგომა ეწინააღმდეგება და ვფიქრობ, შევცვლით სუბსიდირების მახინჯ სისტემას. დავიწყეთ ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაცია და გაყიდვები იმატებს - შარშანდელ მონაცემებს წლევანდელი 64%-ით აღემატება. საბოლოოდ, როდესაც მოთხოვნა-მიწოდებას დავაბალანსებთ, სუბსიდირების სისტემიდან მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ გამოსვლას. სამომავლოდ, უფრო ჯანსაღ და ხარისხიან პროდუქციას მივიღებთ.

- კახეთის მოსახლეობა რატომღაც უფრო აქტიურია ხოლმე უკმაყოფილების გამოხატვის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებისგან ყურადღება და დახმარება არ აკლია. თუმცა, როგორც ამბობენ, ზოგი იმ თანხებს ხშირად არამიზნობრივადაც იყენებს, მაგალითად, გვახსოვს საუბარი ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარ რამდენიმე მილიონზე, რომ მეურნეობის განვითარების ნაცვლად, პირად კეთილდღეობას მოახმარესო...

- ადამიანის ბუნებაა, რაც მეტი გაქვს, მეტი გინდა. ყოველთვის მივე­სალმები ასეთ უკმაყოფილებას, რადგან სხვაგვარად წინ ვერ წავალთ. ასეთ დროს კი მთავრობაც უფრო დაძაბულია, თანამშრომლობს და უსმენს თავის მოსახლეობას. სხვადასხვა პერიოდი გამოვიარეთ და დემოკრატიამ სწორედ ეს მოიტანა, ეს ავითარებს ქვეყანას.

- ახლა, როგორც დეპუტატი, რას იტყოდით, ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლა საინტერესო ნაბიჯი იყო?

- როდესაც ეს არჩევანი გავაკეთე, მაშინ დეპუტატობაზე არ მქონდა აქცენტი გაკეთებული, არ იყო თვითმიზანი, რომ ბიზნესისთვის თავი დამენებებინა და პოლიტიკაში აღმოვჩენილიყავი, ეს რეალობამ და გარემოებებმა მოიტანა. პარლამენტარობისთვის არ მიბრძოლია, მაშინ თავისუფლებისთვის ვიბრძოდი და ამის შედეგად მოვხვდი პარლამენტში. სხვათა შორის, არ ვნანობ. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს და ამ ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო უნდა გააკეთოს. აქედან ვერ წავიდოდი, ჩემი შვილები აქ მინდა, რომ გაიზარდონ, ამიტომ იმ სისტემას დავუპირისპირდი. ანალოგიური გადაწყვეტილება მივიღე 2016 წელსაც, რადგან მოსახლეობაში გარკვეული შიშები არსებობდა, ვიღაცების მობრუნებასთან დაკავშირებით, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვცადე და ამ სფეროში დავრჩი.

- თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ. რა არის თქვენი ჰობი?

- მყავს მეუღლე და სამი შვილი, უფროსმა ვაჟმა სკოლა წელს დაამთავრა, ქალიშვილი მე-11 კლასშია, პატარა კი ჯერ საბავშვო ბაღში დადის. რაც შეეხება ჩემს ინტერესებს, მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული. სკოლის პერიოდსა და სტუდენტობისას ჭიდაობაზე დავდიოდი, მიყვარს ეს სპორტი. დედაჩემის ძმა ტიტულოვანი სპორტსმენი იყო - ანზორ ქიბროწაშვილი და მისი მიბაძვით, ფაქტობრივად, ჩვენს ოჯახში ყველა ბიჭი ჭიდაობაზე დავდიოდით. სპორტულ ცხოვრებას ახლა ნაკლებად ვახერხებ, თუმცა, სურვილი დიდი მაქვს და იმედია, გამოვნახავ დროს, რომ ფიზიკური აქტივობით დავკავდე.
რაც შეეხება ხელოვნებას, კიდევ ერთ საკითხზე მწყდება გული - ხატვა არ ვიცი. მხატვრობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ნიჭი არ დამყვა, რომ ჩემით რაიმეს ხატვა შემძლებოდა. არქიტექტურულ ნიმუშებს კი ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეცნობი.

- დაბოლოს, როგორ აფასებთ არსებულ რეალობას და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს?

- ვფიქრობ, განვითარების სწორ გზას ვადგავართ. ბუნება ასეთი გვაქვს - ყველაფერი დღეს, მაქსიმუმ ხვალ გვინდა, მაგრამ შენებას დიდი დრო სჭირდება და ასე მარტივი არ არის, ყველაფერი უცებ დავარცხნო, გაალამაზო და მოაწესრიგო. ქვეყანა რომ განვითარდეს, დროა საჭირო, ჩვენ კი ჯერ სულ 25 წელია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს შენება დავიწყეთ. შესაბამისად აღზრდილი კადრი და წლები გვჭირდება, რათა რეალურად ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო. მაინც მგონია, რომ დღეს უფრო მეტად სამშობლო გვაქვს, ვიდრე - სახელმწიფო. თუმცა, ბევრი ნიშანია იმისა, რომ სწორად ვყალიბდებით და პოტენციალი გვაქვს, რეგიონში ერთ-ერთი ძლიერები ვიყოთ. ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია.

ერთ-ერთი თანაავტორი ვარ ინიცირებისა, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელზეც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ვიმუშავეთ და მაშინ შედეგი ვერ დავდეთ, ამ პარლამენტში მოვახერხეთ და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებები შევთავაზეთ. ცხადია, არც ერთი ადამიანის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვისი მოქალაქეც უნდა იყოს, მაგრამ ჩემი სამშობლოსთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ქვეყნის მიწა საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდეს. ეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხითაცაა მნიშვნელოვანი, რათა შევძლოთ აუცილებელი პროდუქტების ადგილზე მოყვანა. ის, რომ დღეს როგორც ქვეყანა ვარსებობთ და ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა სახელმწიფო შევინარჩუნეთ, სწორედ ამ საერთო ღირებულებების დამსახურებაა - მიწა, სარწმუნოება და ენა, ანუ "მამული, ენა, სარწმუნოება". ამ სამ ძირითად ცნებას მეც ვიზიარებ, ამის გარეშე, სახელმწიფო არ გვექნებოდა და ამ ღირებულებების დაცვა აუცილებელია. დღეს ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ ასეთი შეხედულებებით თქვენ შუა საუკუნეებში ხართ ჩარჩენილებიო, მაგრამ არ ვეთანხმები. სამშობლო სხვა ცნება და სხვა თემაა. რაც უფრო განათლებულები ვიქნებით, მეტად გავძლიერდებით.

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
"იქ, სადაც მესაზღვრე არ ივლის, ივლის საზღვრის დამრღვევი..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი