მე­ბოც­ვ­რე­ო­ბა - გა­მორ­ჩე­უ­ლად სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გის მქო­ნე დარ­გი
font-large font-small
მე­ბოც­ვ­რე­ო­ბა - გა­მორ­ჩე­უ­ლად სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გის მქო­ნე დარ­გი

"ბეწ­ვის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხ­ნის მო­საწყო­ბად 15.000 აშშ დო­ლა­რი საკ­მა­რი­სი­ა"

მსოფ­ლი­ო­ში 200-მდე კურ­დღ­ლის ჯი­შია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნე­თის­გან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მე­ურ­ნეო თვი­სე­ბე­ბით, მათ შო­რის, წო­ნით, შე­ფე­რი­ლო­ბით და ბეწ­ვის ხა­რის­ხით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან.


სხვა ცხო­ვე­ლე­ბის ხორ­ც­თან შე­და­რე­ბით, კურ­დღ­ლის ხორ­ცი ყვე­ლა­ზე დი­ე­ტურ, უვ­ნე­ბელ, ან­ტი­ა­ლერ­გი­ულ და სა­სარ­გებ­ლო ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვა. თუ­კი ორ­გა­ნიზ­მი სა­ქონ­ლის ხორ­ცის 60%-ს ით­ვი­სებს, ბოც­ვ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 90%-მდე იზ­რ­დე­ბა. ეს იშ­ვი­ა­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტი ლე­ი­კო­ზი­სა და კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო თვი­სე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. მი­სი მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სურ­ვე­ლია ჩვი­ლი ბავ­შ­ვე­ბის, ორ­სუ­ლე­ბის, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის. პე­დი­ატ­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ბავ­შ­ვ­მა პირ­ვე­ლად სწო­რედ კურ­დღ­ლის ხორ­ცი უნ­და გა­სინ­ჯოს. გარ­და ხორ­ცი­სა, ბოც­ვ­რის ტვი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გია მხედ­ვე­ლო­ბის­თ­ვის, გა­დამ­დ­ნარ ქონს კი დამ­წ­ვ­რო­ბის, გა­მო­ნა­ყა­რის, ალერ­გი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ, ჭრი­ლო­ბე­ბის შე­ხორ­ცე­ბი­სა და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად იყე­ნე­ბენ. მი­სი შემ­ც­ვე­ლო­ბით სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის, ონ­კო­ლო­გი­უ­რი წამ­ლე­ბი მზად­დე­ბა. კურ­დღ­ლის ფე­კა­ლურ მა­სას ტბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი თევ­ზის გა­მო­საკ­ვე­ბად იყე­ნე­ბენ, თა­ვი­სა და ფე­ხე­ბის­გან კი, ქარ­ხ­ნებ­ში ძაღ­ლის საკ­ვე­ბი მზად­დე­ბა.

ზა­ზა ბურ­ნა­ძე 25 წე­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი ორ­თაბ­რ­ძო­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვარ­ჯი­შობ­და და არა­ერ­თი შე­ჯიბ­რე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­ლავთ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვო­კა­ლურ ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბას და­ე­უფ­ლა. გა­ლობ­და სი­ო­ნი­სა და ქა­შუ­ე­თის ტაძ­რებ­ში, 15 წე­ლი მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმ­სა და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სა­გუნ­დო კა­თედ­რა­ზე მუ­შა­ობ­და. ამ­ჟა­მად ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტ­რ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო კა­პე­ლის მომ­ღერ­ლად მუ­შა­ობს და ან­სამბლ "ბე­რი­კას" ერთ-ერ­თი წევ­რია. მი­სი სა­მუ­შაო სფე­რო არც ამით სრულ­დე­ბა - 15 წლის წინ ზა­ზამ ბოც­ვ­რე­ბის ფერ­მა მო­აწყო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რია. მა­ლე მეცხო­ვე­ლე­ო­ბის ამ დარ­გის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით კლუ­ბის შექ­მ­ნას აპი­რებს, რო­მე­ლიც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვებს...GzaPress

- ბა­ტო­ნო ზა­ზა, რამ გა­და­გაწყ­ვე­ტი­ნათ სპორ­ტი­სა და სცე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად ბოც­ვ­რის ფერ­მა მო­გეწყოთ?

- პირ­ვე­ლად ეს იდეა 15 წლის წინ გა­მიჩ­ნ­და. კურ­დღ­ლე­ბი ბავ­შ­ვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სამ­რავ­ლე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის სა­ხე­ო­ბა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია. გა­ვი­გე, რომ ერთ ადა­მი­ანს სო­ფელ კო­და­ში დი­დი ზო­მის კურ­დღ­ლე­ბი ჰყავ­და. წა­ვე­დი, შე­ვი­ძი­ნე და მათ მოვ­ლას შე­ვუ­დე­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კონ­კ­რე­ტუ­ლი ჯი­შე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. დღეს უკ­ვე საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი სა­ნა­შე­ნე მე­ურ­ნე­ო­ბა მაქვს და სუფ­თა ჯი­შე­ბის გამ­რავ­ლე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჯი­შე­ბის არე­ვას კი სას­ტი­კად ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი. ბოც­ვ­რებ­თან სა­ა­თო­ბით შე­მიძ­ლია ვი­ყო. მათ­თან ვმშვიდ­დე­ბი. ვე­სა­უბ­რე­ბი, ვუმ­ღე­რი, სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას ხა­სი­ა­თი მაქვს შეს­წავ­ლი­ლი. თუ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი აქვთ, ვხვდე­ბი, რომ რა­ღაც უჭირთ - წყა­ლი ან საკ­ვე­ბი აკ­ლი­ათ. თა­ვა­დაც ხმა­ზე მცნო­ბენ, გა­ლი­ებ­ზე თა­თე­ბით ამო­დი­ან და მე­ლო­დე­ბი­ან.

- სე­ლექ­ცი­უ­რი ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნის წი­ნა­აღ­მ­დე­გი რა­ტომ ხართ?

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა სის­ხ­ლის მიყ­ვარს. ძაღ­ლიც სუფ­თა სის­ხ­ლის, ქარ­თუ­ლი ყაზ­ბე­გუ­რი ნა­გა­ზი მყავს. ესეც რომ არ იყოს, ჩვენს პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნა. ამის­თ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. უცხო­ეთ­ში ამა­ზე სპე­ცი­ა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ო­ბენ. 20-30 წე­ლია სა­ჭი­რო, რომ ახა­ლი ჯი­ში და­იწ­მინ­დოს.
ხო­ლო თუ ამას თვით­ნე­ბუ­რად გა­ა­კე­თებ, ბა­ჭი­ე­ბი კარ­გა­ვენ ყვე­ლა იმ სი­კე­თეს, რაც მათ ჯიშს ახა­სი­ა­თებს... შე­საჯ­ვა­რე­ბელ ბოც­ვ­რებს შო­რის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რიც არ უნ­და იყოს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხში­რია ფი­ზი­კუ­რი სი­მა­ხინ­ჯე, წო­ნის და­კარ­გ­ვა. ხორ­ცი კარ­გავს სა­სარ­გებ­ლო და გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს. მე ცალ-ცალ­კე მყავს დაწყ­ვი­ლე­ბუ­ლი, რომ არ შე­მე­შა­ლოს და სის­ხ­ლის აღ­რე­ვა არ მოხ­დეს.

- მე­ბოც­ვ­რე­ო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მოცხა­დე­ბულ დარ­გებს შო­რი­საა?

- ნაკ­ლე­ბად. ეს სფე­რო მი­ვიწყე­ბუ­ლია. არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი დევ­ნი­ლებს, მთი­ან რე­გი­ო­ნებ­სა და ბუ­ფე­რულ ზო­ნებ­ში მცხოვ­რებ ფერ­მე­რებს აფი­ნან­სე­ბენ. თბი­ლის­ში, ამ მხრივ, უფ­რო რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ჯი­ში, რო­მელ­საც სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ბუ­თი ან რა­ი­მე სა­ხის დო­კუ­მენ­ტი ექ­ნე­ბა და ამის მი­ხედ­ვით და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ის ნამ­დ­ვი­ლად სუფ­თა ჯი­შია. ჯი­შე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად და ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით გვიხ­დე­ბა. ცო­ტა ხნის წინ ბა­ჭი­ე­ბის გაგ­ზავ­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მთხო­ვეს, მაგ­რამ იმის გა­მო, რომ ვე­ტე­რი­ნა­რულ ცნო­ბას ვერ ვუ­კე­თებ, გაგ­ზავ­ნა ვერ შევ­ძე­ლი. არის ში­ნა­უ­რი პი­რუტყ­ვის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­თა ცნო­ბაც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, კურ­დღ­ლებ­ზე კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ კეთ­დე­ბა და ეს დი­დი ბა­რი­ე­რია საზღ­ვარ­გა­რეთ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის წარ­მო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ძა­ლი­ან მინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს სფე­რო ისე­ვე გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც ის სხვა ქვეყ­ნებ­შია წინ წა­სუ­ლი. ფერ­მერ­თა სახ­ლის დახ­მა­რე­ბით მა­ლე მე­ბოც­ვ­რე­ე­ბის­თ­ვის კლუბს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ, რო­მე­ლიც დარგს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით გა­უ­წევს. მო­ეწყო­ბა სე­მი­ნა­რე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი. ეს დარ­გი ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, გერ­მა­ნი­ა­სა და ჰო­ლან­დი­ა­ში კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. მინ­და ისე­თი სტან­დარ­ტუ­ლი ბოც­ვ­რე­ბი გვყავ­დეს, მა­თით ფერ­მე­რე­ბი სწო­რედ ამ ქვეყ­ნე­ბი­დან რომ და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ... ამის სპორ­ტუ­ლი ჟი­ნი მაქვს (ი­ცი­ნის).GzaPress

- სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან დარ­გის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი, ალ­ბათ, კურ­დღ­ლის ხორ­ცის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი მოთხოვ­ნა­ცაა...

- ბო­ლო წლე­ბია მოთხოვ­ნა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და. მა­ღა­ზი­ებ­ში გაჩ­ნ­და ინ­ტე­რე­სი და შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რ­დე­ბა მი­წო­დე­ბაც. ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში თვე­ში 200 კი­ლოგ­რა­მი კურ­დღ­ლის ხორ­ცი იყი­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი მიხ­ვ­დ­ნენ, რომ საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნას ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი ეკოლოგიურად სუფ­თა, უქო­ლეს­ტე­რი­ნო, ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი ხორ­ცის მირ­თ­მე­ვა სჯობს.

- ბოც­ვ­რის სა­სურ­ვე­ლი ჯი­შე­ბი რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მოგ­ყავთ?

- ძი­რი­თა­დად, გერ­მა­ნი­ი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, რუ­სე­თი­დან და სომ­ხე­თი­დან. უკ­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი ვარ და მა­ლე ჩა­მო­ვიყ­ვან უიშ­ვი­ა­თეს ჯიშს, ლურჯ ფლანდრს ჰო­ლან­დი­ი­დან. ბოც­ვ­რის ეს სა­ხე­ო­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფერ­მერს ჰყავს.

- რაც შე­ე­ხე­ბა ბეწ­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბეწ­ვი­სა და თივ­თი­კის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა არ არ­სე­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად, ბეწ­ვის, უბ­რა­ლოდ, გა­დაყ­რა გვი­წევს. ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მი­ნი­ქარ­ხა­ნაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, რომ­ლის მო­საწყო­ბად, და­ახ­ლო­ე­ბით, 15.000 აშშ დო­ლა­რია საკ­მა­რი­სი.

- ბოც­ვ­რის ნა­წარ­მის საზღ­ვარ­გა­რეთ ექ­ს­პორ­ტის­თ­ვის, ალ­ბათ, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ამ საქ­მეს ბევ­რ­მა ფერ­მერ­მა მიჰ­ყოს ხე­ლი.
- რა თქმა უნ­და. ამას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. სწო­რედ ამ მიზ­ნით მსურს კლუ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. მსურს სა­ხელ­მ­წი­ფო და­ვარ­წ­მუ­ნო დარ­გის პერ­ს­პექ­ტი­ულ მო­მა­ვალ­ში. მარ­თა­ლია, მე­კურ­დღ­ლე­ო­ბა ჩვენ­თ­ვის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი დარ­გია, მაგ­რამ ფეხს იკი­დებს და გან­ვი­თა­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­თა და გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კის მი­ხედ­ვით, ორ წელი­წად­ში სულ სხვა სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, რო­მე­ლი ჯი­შე­ბია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი?

- კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი, თეთ­რი ზე­ლან­დი­უ­რი, წი­თე­ლი ზე­ლან­დი­უ­რი, ვერ­ცხ­ლის­ფე­რი პოლ­ტა­ვუ­რი და ბელ­გი­უ­რი ფლან­დ­რი. ეს მე­ხორ­ცუ­ლი, სწრაფ­მ­ზარ­დი ჯი­შე­ბია. თა­ნაც, წე­ლი­წად­ში 6-7-ჯერ მრავ­ლ­დე­ბა.

- მე­ბოც­ვ­რე­ე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ბოც­ვ­რის საკ­ვე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რია...

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ფა­სი თით­ქ­მის ორ­მა­გია. კლუ­ბის ამუ­შა­ვე­ბას­თან ერ­თად ვეც­დე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო კურ­დღ­ლის საკ­ვე­ბის სა­წარ­მოს შე­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბა­ში და­ვარ­წ­მუ­ნო. შე­მიძ­ლია გავ­ცე გა­რან­ტია, რომ თვე­ში, მი­ნი­მუმ, 50 ტო­ნა საკ­ვე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას მო­ვახ­დენ.

- ალ­ბათ, კლუ­ბი ბოც­ვ­რის კერ­ძე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იმუ­შა­ვებს...

- დი­ახ. რუ­სეთ­ში კურ­დღ­ლის ხორ­ცის­გან 30 და­სა­ხე­ლე­ბის კერძს აკე­თე­ბენ. ჩვენ­თან, ძი­რი­თა­დად, წვა­ვენ ან ჩა­ხოხ­ბილს აკე­თე­ბენ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია კურ­დღ­ლის ჩა­ქა­ფუ­ლი, ასე­ვე, უკ­რა­ი­ნუ­ლი კერ­ძი - კურ­დღე­ლი რე­ჰან­ში. ხში­რად ვამ­ზა­დებთ ღვი­ნო­სა და შავ პილ­პილ­თან ერ­თად.

- ფერ­მის გა­ფარ­თო­ე­ბას და სხვა ცხო­ვე­ლე­ბის მო­შე­ნე­ბას ხომ არ აპი­რებთ?

- ბოც­ვ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მუდ­მი­ვად ვზრდი, თუმ­ცა, ფარ­თო­ბი დი­დი ფერ­მის მოწყო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა დარ­გებს, უკ­ვე მყავს უნ­გ­რუ­ლი ჰაშ­ბეს ჯი­შის ქათ­მე­ბი. დე­და­ლი 4 კი­ლომ­დე, მა­მა­ლი კი 6 კი­ლომ­დე იზ­რ­დე­ბა და გარ­და იმი­სა, რომ მე­ხორ­ცუ­ლია, კვერცხს ყო­ველ­დღე, ზამ­თარ-ზაფხულ, მათ შო­რის, ყინ­ვა­შიც დებს. მა­ლე მო­ვიყ­ვან მწყრებს. მინ­და, მა­თი კვერ­ცხი მქონ­დეს. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, ფსო­რი­ა­ზი­სა და ორ­გა­ნიზ­მის ზო­გა­დი გა­ჯან­სა­ღე­ბის­თ­ვის უზ­მო­ზე მწყე­რის უმი კვერ­ცხის მირ­თ­მე­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია.

- ურ­ჩევთ თუ არა დამ­წყებ ფერ­მე­რებს, რომ მეცხო­ვე­ლე­ო­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ დარ­გით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ?

- რა თქმა უნ­და. ყვე­ლა­ზე სწრა­ფი შე­დე­გის მქო­ნე დარ­გია. ბოც­ვე­რი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე მრავ­ლ­დე­ბა და თი­თო ჯერ­ზე 6-12 ბა­ჭი­ას ყრის. უბ­რა­ლოდ, ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, თა­ვი­დან 10-20 ცა­ლი ბა­ჭი­ით და­იწყონ. გა­მო­უც­დე­ლო­ბის გა­მო ბა­ჭი­ებს რა­მე რომ შე­ემ­თხ­ვეს, დი­დი ზა­რა­ლი არ იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, დი­დი ბოც­ვ­რის მოვ­ლა უფ­რო მეტ ცოდ­ნას სა­ჭი­რო­ებს. ბა­ჭი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, დამ­წყე­ბი ფერ­მე­რი სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბას მის ზრდას­თან ერ­თად შე­ი­ძენს.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე
ბეჭდვა