თქმუ­ლე­ბა სვიმ­ნიშ­ზე - რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­და ერ­თი სვა­ნუ­რი სო­ფე­ლი ოს­თა ლაშ­ქარს
font-large font-small
თქმუ­ლე­ბა სვიმ­ნიშ­ზე - რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­და ერ­თი სვა­ნუ­რი სო­ფე­ლი ოს­თა ლაშ­ქარს
სო­ფელ ლა­ხირს, რო­მე­ლიც მუ­ლა­ხის ჩრდი­ლო­ეთ ფერ­დობ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, ოდეს­ღაც ოს­თა ლაშ­ქა­რი შე­მო­სე­ვია.
მა­შინ სო­ფე­ლი ოც­და­ა­თი კომ­ლი მო­სახ­ლი­თა და 22 თეთ­რად შე­ფეთ­ქი­ლი კოშ­კით იწო­ნებ­და თავს.

მა­შინ ამ პა­ტა­რა სო­ფელ­ში იოსე­ლი­ა­ნე­ბი, მარ­გი­ა­ნე­ბი, ბაბ­ლუ­ა­ნე­ბი, გვი­და­ნე­ბი და ზუ­რე­ბი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ. სოფ­ლის მახ­ვ­ში (თა­ვი) ჭკუა-გო­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი სვი­მონ ბაბ­ლუ­ა­ნი ყო­ფი­ლა, რომ­ლის გა­რე­შეც სოფ­ლის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა არა­ვის შე­ეძ­ლო.
სო­ფე­ლი ძლი­ე­რი და მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, გვა­რე­ბის მი­ხედ­ვით. მი­წის ყო­ვე­ლი გო­ჯი სახ­ნავ-სა­თე­სად ჰქო­ნი­ათ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ჰყო­ლი­ათ ბევ­რი ხარ-ძრო­ხა, წვრილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუტყ­ვი და ნა­ხი­რის მწყემ­ს­ვა­ზეც მო­რი­გე­ო­ბა ჰქო­ნი­ათ და­წე­სე­ბუ­ლი. ნა­ხირს ყო­ველ დი­ლით სოფ­ლის შუ­ა­გულ­ში - ქრის­დე­შის სვიფ­ში უყ­რიდ­ნენ თავს, რო­მელ­საც ასე­ვე მო­რი­გე­ო­ბით ასუფ­თა­ვებ­დ­ნენ ქა­ლე­ბი. ნა­ხირს ლაგ­ვ­ზა­ლი­ე­რის მთის­კენ მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ მწყემ­სე­ბი. ხში­რი იყო თავ­დას­ხ­მე­ბი და სა­ქონ­ლის გა­ტა­ცე­ბა.
ერ­თხე­ლაც, გამ­თე­ნი­ი­სას, გუ­გა გვი­და­ნის ყუ­რადღე­ბა მთის ჩრდი­ლო­ე­თით მო­ფუს­ფუ­სე კონ­ტუ­რებ­მა მი­იპყ­რო და მიხ­ვ­და, რომ ეს სი­კე­თის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი არ იყო. მსწრაფლ და­ეშ­ვა სოფ­ლის­კენ და მზის პირ­ველ სხი­ვებ­თან ერ­თად, მახ­ვ­შის საცხოვ­რებ­ლამ­დე მი­აღ­წია. გა­გო­ნილ­მა მახ­ვ­ში შე­აკ­რ­თო. წამს ფეხ­ზე წა­მო­იჭ­რა და ქრის­დე­შის სვიფ­ში სოფ­ლის თავ­შეყ­რა ბრძა­ნა. გო­ნი­ე­რი თავ­კა­ცი არა მარ­ტო სო­ფელ­ზე, ნა­ხი­რის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც ფიქ­რობ­და:
- ხალ­ხ­ნო, ნა­ხირს გე­ზი უნ­და ვუც­ვა­ლოთ, და­სავ­ლე­თით ჩხე­ლა­შის­კენ გავ­რე­კოთ. სოფ­ლის ყვე­ლა მცხოვ­რე­ბი კოშ­კებ­ში უნ­და ახ­ვი­დეთ და იქი­დან ადევ­ნოთ თვალ­ყუ­რი, არ აჩ­ქარ­დეთ, ქვის სარ­ქ­ვ­ლე­ბი მაგ­რად ჩა­მო­ხუ­რეთ!
მახ­ვ­შის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ახალ­გაზ­რ­დე­ბი შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დეგ­ნენ, მათ პი­რის­პირ უნ­დო­დათ მტერს გას­წო­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ჭკვი­ა­ნი სვი­მო­ნი უსის­ხ­ლოდ ფიქ­რობ­და მტერ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბას:
- ჩვენს მტრებს ისე ეში­ნი­ათ გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის, ისეთ რა­მეს მო­ვი­გო­ნებ, უკან­მო­უ­ხე­და­ვად გარ­ბოდ­ნენ, მაგ­რამ თუ არ გა­მო­მი­ვა, მა­შინ თქვენ იცით და თქვენ­მა ვაჟ­კა­ცო­ბამ, ტყვია-წა­მა­ლი არ და­ი­შუ­როთ და ქა­ლებ­მა კოშ­კის ქონ­გუ­რებ­ზე დაგ­რო­ვი­ლი რი­ყის ქვე­ბი და­უ­ში­ნეთ კოშ­კებ­თან ახ­ლოს მო­სულ მტერს! - მახ­ვ­შის სიტყ­ვა კა­ნო­ნი იყო. ყვე­ლამ თავ-თა­ვის კოშკს მი­ა­შუ­რა.
მტერ­მა რომ ნა­ხი­რი ვერ­სად ნა­ხა, თხმელ­ნარ­ში და­ბა­ნაკ­და და სოფ­ლის მახვშს მო­ცი­ქუ­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა.
სვი­მონ ბაბ­ლუ­ა­ნი ორ უხუ­ცეს­თან ერ­თად ქრის­დე­შის სვიფ­ში იჯ­და და თათ­ბი­რობ­და, გა­მო­სა­ვალს ეძებ­და.
მტრის `ელ­ჩებ­მა~ მო­ხუ­ცებს თვა­ლი ჰკი­დეს, უმალ მი­ეჭ­რ­ნენ და ბა­შის შე­მო­ნათ­ვა­ლი სიტყ­ვა­სიტყ­ვით გა­დას­ცეს:
- დი­დი ჯა­რი მომ­ყავს, თა­ვი ქვიშ­ლა­რის ღე­ლემ­დეა მო­სუ­ლი, ბო­ლო კი მაღ­ლა მთი­დან და­იძ­რა. სო­ფე­ლი და­ცა­ლეთ, ხარ-ძრო­ხა ახუ­რებ­ში და­ა­ბით, კა­რი­დან გა­მოს­ვ­ლა არა­ვინ გა­ბე­დოს, ყვე­ლა­ნი ნეხ­ვის გა­და­საყ­რე­ლი ხვრე­ლი­დან გაძ­ვე­რით, სა­ფუვ­რის მცვე­ლად ყვე­ლა­ზე სუ­ლე­ლი და­ა­ყე­ნეთ, პურ­მა­რი­ლი და­ახ­ვა­ვეთ, უბ­რა­ლო არა­ყი არ გვა­კად­როთ, სულ ნათხუ­მი დაგ­ვახ­ვედ­რეთ. ქვეშ ბუმ­ბუ­ლი დაგ­ვი­გეთ, ზედ ნაბ­დე­ბი დაგ­ვა­ხუ­რეთ, თო­რემ ჩემს ჯარს თორ­მე­ტი ჯაჭ­ვის სა­ბე­ლი გა­უწყ­ვე­ტია მტერ­თან ბრძო­ლა­ში, სულ ხიშ­ტე­ბით გაგ­ფატ­რავთ და ცოცხალს არა­ვის გა­გიშ­ვებ­თო!
სვი­მონ ბაბ­ლუ­ან­მა მო­ის­მი­ნა შე­მო­ნათ­ვა­ლი, ფეხ­ზე წა­მოდ­გა, თა­ვი და­უკ­რა და მო­ახ­სე­ნა:
- თქვენს კე­ი­სარს რაც სურს, მო­ვის­მი­ნე, მაგ­რამ ამ სო­ფელ­ში სულ სა­მი მო­ხუ­ცი დავ­რ­ჩით და სა­მი­ვე სნე­უ­ლე­ბი ვართ. გა­და­ე­ცით მას, რომ მად­ლო­ბე­ლი ვართ ჩვენს სო­ფელ­ში მი­სი მობ­რ­ძა­ნე­ბით, არ და­ვაკ­ლებთ, რაც გაგ­ვაჩ­ნია! სა­დი­ლად კა­ტის ხორცს მი­ვარ­თ­მევთ, ვახ­შ­მად - ღორს და­ვუკ­ლავთ. ტაბ­ლის თავ­ში თქვენს კე­ი­სარს დავ­ს­ვამთ, ქვეშ ეკალს და­ვუ­გებთ, ზედ ჭინ­ჭარს და­ვა­ხუ­რავთ. სხვა ჩვენ არა­ფე­რი გვა­ბა­დია...
რო­ცა ბაშ­მა მახ­ვ­შის პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნა, გა­ცეცხ­ლ­და, ლაშ­ქა­რი წა­მო­ყა­რა და ლა­ხი­რის­კენ ყი­ჟი­ნით დაძ­რა. სვიფ­ში მსხდარ მო­ხუ­ცებს მი­ეჭ­რა და სვი­მონს მკლავ­ში სწვდა:
- სა­და გყავს ასე­თი გუ­ლა­დი ვაჟ­კა­ცე­ბი, მას­ხ­რად რომ ამიგ­დეთ! ახ­ლა­ვე აქ მომ­გ­ვა­რეთ, თო­რემ!.. - ღრი­ა­ლებ­და ცოფ­მო­რე­უ­ლი ბა­ში.
- ეჰ, ჩე­მო კე­ი­სა­რო, - მშვი­დად მი­უ­გო სვი­მონ­მა, - ჩვენს სო­ფელ­ში ჟა­მი იყო და გაწყ­და ყვე­ლა, ვინც შენ გინ­და.
ბაშ­მა ზიზღით უშ­ვა ხე­ლი მახვშს და უკან და­ი­წია:
- ჟა­მიო? რაო, რა თქვი?! - უკან-უკან იხევ­და შე­ში­ნე­ბუ­ლი. მსწრაფლ უბ­რ­ძა­ნა ლაშ­ქარს სოფ­ლის და­ტო­ვე­ბა: - სო­ფელ­ში ჟა­მი ყო­ფი­ლა, ჩქა­რა უკან გაბ­რუნ­დით, თო­რემ ეს ავად­მ­ყო­ფო­ბა ყვე­ლას გაგ­ვ­წყ­ვეტს და ჩვე­ნი გვა­მე­ბი ღო­რე­ბის სა­ჯიჯ­გ­ნი გახ­დე­ბაო!
- ალაჰ! ალაჰ! - ყვი­რი­ლით გარ­ბო­და მტე­რი.
ათი დღის შემ­დეგ სო­ფელ­მა გა­დარ­ჩე­ნა იზე­ი­მა. სოფ­ლის ზე­მოთ, მთის ძირ­ში აშე­ნე­ბულ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ა­ში საღ­ვ­თო ხა­რი აიყ­ვა­ნეს და ილო­ცეს. დათ­ქ­ვეს, რომ ყო­ველ პირ­ველ თე­ბერ­ვალს აღე­ნიშ­ნათ ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა და სოფ­ლის მახ­ვ­შის, სვი­მო­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად მი­სი სა­ხე­ლი - სვიმ­ნი­ში ეწო­დე­ბი­ნათ.
გა­ვი­და წლე­ბი, ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნეც და ეს თქმუ­ლე­ბა თა­ო­ბებს გა­და­ე­ცა. ერთ წელს რომ ერ­თი მე­კომ­ლუ­რი იყო მოს­ვიმ­ნი­შე, მე­ო­რე წელს - მე­ო­რე და ასე გა­და­უ­ლო­ცავ­დ­ნენ მე­ზობ­ლი­დან მე­ზო­ბელს.
ამ დღის­თ­ვის მოს­ვიმ­ნი­შე ასუ­ქებ­და ვაცს, ხდი­და არაყს, პა­ტი­ჟებ­და სო­ფელს, ასულ-ბა­დიშს, ნა­თე­სა­ო­ბას. ოჯა­ხის უფ­რო­სი დი­ა­სახ­ლი­სი აბ­გა­ში ალა­გებ­და ლემ­ზი­რებს, ნათხუმს, სა­ლამ­პ­რე სო­ჭის ან არ­ყის ხმელ კო­ნას და ოჯა­ხის უფ­რო­სი წინ მი­უძღო­და ეკ­ლე­სი­ის­კენ ვაჟ­კა­ცებს, ბა­დი­შებს, ნა­თე­სა­ვებს. დიდ­თოვ­ლო­ბი­სას ნიჩ­ბე­ბით იკ­ვ­ლევ­დ­ნენ გზას.
ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე სწი­რავ­დ­ნენ ვაცს. თი­თო­ე­უ­ლი იღებ­და ლემ­ზი­რებს, ნათხუმს (ნა­თა­ვედს), ან­თებ­და სან­თელს და ღმერთს ავედ­რებ­და მშვი­დო­ბას, სა­ხე­ლო­ვან ვაჟ­კაც­თა, ჰას­ვიშ (ასუ­ლი)-ბა­დიშ­თა სიმ­რავ­ლეს, შე­ურ­ცხ­ვე­ნე­ლი ლე­ჩა­ქის დამ­ხუ­რავ ქა­ლიშ­ვილ­თა სიმ­რავ­ლეს. შემ­დეგ კლავ­დ­ნენ ზვა­რაკს და იწყე­ბო­და პუ­რო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა, შა­ი­რო­ბა, ცეკ­ვა-თა­მა­ში.
სა­ღა­მო ხანს იმარ­თე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც სვი­მო­ნის გო­ნი­ე­რე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბო­და. ირ­ჩევ­დ­ნენ ბაშს, ნახ­ში­რით უხა­ტავ­დ­ნენ დიდ წარ­ბებს, თავ­ზე ცხვრის ფა­ფახს ახუ­რავ­დ­ნენ, თხის ქურქს აც­მევ­დ­ნენ, ხელ­ში მოზ­რ­დი­ლი ჯო­ხის­გან გა­მოთ­ლილ შუბს აძ­ლევ­დ­ნენ. ასე­ვე რთავ­დ­ნენ მის თან­მ­ხ­ლებ­თაც და ყი­ჟი­ნით მო­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ სოფ­ლის­კენ და რო­გორც მა­შინ, ხდე­ბო­და ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა.
მა­ნამ­დე კი სო­ჭის გამ­ხ­მარ კო­ნებს აწყობ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­ზე და ან­თებ­დ­ნენ. ცეცხ­ლი ინ­თე­ბო­და სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზეც და სვი­მო­ნის ხსე­ნე­ბით იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ სხვა მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­საც.
ნა­შუ­ა­ღა­მევს ხალ­ხი იშ­ლე­ბო­და და ერ­თ­მა­ნეთს მო­მა­ვალ სვიმ­ნი­შო­ბა­ზე მშვი­დო­ბი­ან შეხ­ვედ­რას უსურ­ვებ­დ­ნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
22.08.2017
მარადიული სვანეთი!
გია
18.08.2017
ისევ კომბლეს ზღაპარი ჯობია, ან ასფურცელა და წიქარა ხომ არის და არის. „ბაში„ ოსები და მგონი მუსულმანებზეა საუბარი, ოსები კი ქრისტეანები არიან, უწინ ფედერალისტები ყოფილან და უფრო უწინ ინსპექტორები იყვნენ, ბაში საიდან გაჩნდა, კაცმა არ იცის.
კ ო მ ბ ლ ე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი